მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

Royal Caribbean: 15 რჩევა თუ ამ საკრუიზო კომპანიით პირველად უნდა იმგზავროთ

თუ ტრადიციული კრუიზით ხართ დაინტერესებული, Royal Caribbean უნდა განიხილოთ. ეს საკრუიზო ლაინერი სიდიდით რიგით მეორეა დიდ ზღვებში, კარნავალის შემდეგ. მას 27 გემი ყავს, მათ შორის Icon of the Seas, რომელიც 7600 მგზავრს იტევს. მისი პატარა გემები კი მინიმუმ 2400 მგზავრს იტევენ. რადგანაც საკრუიზო მოგზაურობისას ყველა წამი ძვირფასია, ჩვენ მოგცემთ რჩევებს იმ შემთხვევაში თუ როიალის კრუიზებით პირველად გეგმავთ წასვლას.

ნუ გაწელავთ დაჯავშნის პროცესს

როიალ კარიბის კრუიზს რაც უფრო მალე დაჯავშით, მით უკეთესი. ნუ დაელოდებით ფასების დაცემას, რადგანაც ეს ფიზიკურად არ მოხდება. ამ კრუიზის ფასები დროსთან ერთად, ან იგივე რჩება ან პირიქით მაღლა იწევს. ყველაზე დაბალი ფასისთვის დაჯავშნეთ 12 თვით ადრე.

წინასწარ დაჯავშნეთ თქვენს კრუიზზე დაგეგმილი შოუებიც

Royal Caribbean-ის საიტზე დაჯავშნეთ თქვენი კრუიზის ის შოუები, რომელთა გამოტოვებაც არ გსურთ. ასე თავიდან აიცილებთ უადგილოდ დარჩენას ან გრძელ რიგში დგომას.

შეისწავლეთ გემის განლაგება კრუიზამდე

დიდი როიალის კრუიზები პატარა ქალაქებს წააგავს. ორ ლაინერს: Icon და Oasis, თავისი უბნებიც აქვთ. თუ კონკრეტული გემის განლაგებას წინასწარ დააკვირდებით, არასწორი ლიფტების გამოყენებაში და საინფორმაციო დახლის მიგნებაში ზედმეტ დროს არ დახარჯავთ.

გაიარეთ ონლაინ ჩექინი გახსნისთანავე

Royal Caribbean-ის ონლაინ ჩექინი 30 დღით ადრე იხსნება გამგზავრებამდე. მიზანშეწონილია თუ მას მაშინვე გაივლით, როგორც კი გაიხსნება და არ გადადოთ იმ მიზეზით რომ ბევრი დრო გაქვთ.

აირჩიეთ სასმლის პაკეტი

როიალზე მწყურვალი არ დარჩებით, მაგრამ უფასო სასმელები აქ ლიმიტირებულია და მოიცავს სტანდარტულ ყავას, ჩაის, ონკანის წყალს, ცხელ შოკოლადს და რძეს. ყველა სხვა სასმელს დამატებითი ღირებულება აქვს და ეს არც ისე ცოტაა. ამიტომაც შეიძინეთ სასურველი სასმლის პაკეტი პრემიუმ ყავით, გაზიანი სასმლით, წვენით და ბოთლის წყლით. ასე თანხასაც დაზოგავთ.

საცურაო კოსტიუმი მოათავსეთ ხელბარგში

როაილის გემებს ბევრი კარგი აუზი აქვს. იქონიეთ საცურაო კოსტიუმი ხელჩანთაში და შეძლებთ ისარგებლოთ სხვადასხვა აუზით იქამდე, სანამ კაბინაში შეგიშვებენ, ლოდინის რეჟიმი კი ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდება.

იპოვნეთ ადგილი მზეზე

თუ აუზთან სკამის დასაკუთრება გსურთ, მიდით მინიმუმ დილის 10 საათზე . ისინი ვინც აუზისკენ 12-1 საათზე მიდიან, როგორც წესი, სკამის გარეშე რჩებიან. თუ უბრალოდ გარეთ გსურთ სხდომა, მაშინ ბევრ სკამს მონახავთ, მაგრამ აუზის სიახლოვეს გაგიჭირდებათ.

განიხილეთ აივნიანი კაბინა

როიალი უფრო და უფრო აქტიურად ამატებს იავნიან კაბინებს თავისი გემებზე, რადგანაც ეს პოპულარული არჩევანია დაჯავშისას. მართალია მათი ფასი უფრო მაღალია, მაგრამ უფრო მეტ ადგილს და სუფთა ჰაერს გთავაზობთ. ასევე, ანეიტრალებს ზღვის დაავადების სიმპტომებს.

აირჩიეთ ძველი გემი

თუ კრუიზში თქვენთვის მიმართულება უფრო მნიშნელოვანია, უპირატესობა მიანიჭეთ როიალის ძველ და უფრო მომცრო ლაინერებს, განსაკუთრებით ამათ: Oasis და Icon. ისინიც ბევრ თავშესაქცევს გთავაზობენ და უფრო მყუდრო, ნაკლებად ქაოტური ატმოსფეროთი გამოირჩევიან.

როიალი გვთავაზობს სივრცეებს მხოლოდ ზრდასრულებისთვის

როიალს აქვს საბავშვო პროგრამები და ზონები, მაგრამ თუ მხოლოდ ზრდასრულების სივრცეები გაინტერესებთ, აქ ნახავთ კაზინოს და ღამის კლუბსაც კი. ასევე, აუზს მხოლოდ ზრდასრულებისთვისაც.

თუ ეს თქვენთვის პირველი კრუიზია, არ აირჩიოთ ტრანსატლანტიკური მიმართულება

ტრანსატლანტიკური მიმართულებები არაა მიზანშეწონილი როიალის პირველი მგზავრებისთვის. მისი არჩევისას სჯობს თუ საკრუიზო გამოცდილება უკვე მიღებული გექნებათ, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ისინი ხანგრძლივებია და ხანდახან ცუდ ამინდშიც ხვდებიან.