MSC Orchestra
- წელი: 2007
- რენოვაცია:
- მგზავრი: 3223
- კაიუტების რაოდენობა: 1275
- სართული: 16
- სიგრძე: 294
- სიგანე: 32
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: 3
- გარე აუზი:
- ჯაკუზი:7
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 4
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 10
- კაზინო: +
- Crew: 940
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
ორკესტრი ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წლის მაისში. დიდებული გემი გთავაზობთ სხვადასხვა სახის გასართობ, დასასვენებელ აქტივობებს და დასვენების თანამედროვე ზონებს 22000 კვმ ფართობზე. საზოგადოებრივი ადგილების დიზაინი ფერადი და გემოვნებიანია, კაიუტები ფერად და კლასიკური. ექსკლუზიური დეკორი აერთიანებს ელეგანტურობას და ინოვაციურს ტრადიციულ ელემენტებთან. რეგულარული მოდერნიზაცია უზრუნველყოფს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ MSC Orchestra-ს ბორტზე.
კაიუტები კომფორტულად არის მოწყობილი აქვს აბაზანა საშხაპე, ტელევიზორი, ტელეფონი, მინიბარი და სეიფი. შიდა ოთახები 14-17 კვ.მ., ოკეანის ხედით დაახ. 16-17 კვ.მ. აივანიანი კაიუტები 15-18 კვ.მ, ხოლო ლუქსი 26 კვ.მ., სადაც შხაპის ნაცვლად არის აბაზანა.
MSC Poesia-ის ბორტზე, თავს ისე იგრძნობთ, როგორც მაღალი კლასის სასტუმროში, კარგი საკვები, სპორტის ფართო არჩევანი, კომფორტული კაიუტები და მრავალი გასართობი საშუალებებით. გემზე სადღესასწაულო ჩაცმულობა რეკომენდებულია კვირაში ორი ღამე მთავარ რესტორნებში.
MSC Orchestra-ის სამზარეულო კარგი და გემრიელია და შეესაბამება კარგი საშუალო დონის გემის სტანდარტს. ბორტზე ნახავთ à la carte რესტორნებს, ასევე ბუფეტის და სპეციალიზებულ რესტორნებს, რომლებიც გთავაზობთ კულინარიული კერძების საერთაშორისო არჩევანს. ავთენტური იტალიური პიციდან “La Piazzetta” -თი დაწყებული აზიური რესტორნით დამთავრებული, გემზე ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის სასურველ კერძს. შესანიშნავი ღვინოები ან კლასიკური კოქტეილები შეგიძლიათ მიიღტვათ სხვადასხვა ბარსა და ლაუნჯში, მაგალითად, La Cantinella Wine Bar-ში ან Leopard-ის სტილის Savannah Bar-ში.
ბორტზე დასვენების გასატარებლად მრავალი გზა არსებობს. დასვენების მსურველებს შეუძლიათ სპა ზონას ესტუმრონ. მათთვის, ვისაც უყვარს სპორტი, ასევე არის თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, საფეხმავლო ბილიკი და მინი გოლფის მოედანი. Covent Garden Theatre გიწვევთ ისიამოვნოთ შესანიშნავი შოუებითა და პროგრამებით ან თუ თქვენი ბედის გამოცდა გინდათ შეგიძლიათ ეწვიოთ Palm Beach Casino-ს.
ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.
