COSTA Smeralda
- წელი: 2019
- რენოვაცია:
- მგზავრი: 6522
- კაიუტების რაოდენობა: 2612
- სართული: 19
- სიგრძე: 337
- სიგანე: 42 მეტრი
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: -13-
- გარე აუზი:
- ჯაკუზი:
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 11
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 19
- კაზინო: +
- Crew: 1678
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
Costa Smeralda 2019 წლის შემოდგომაზე შემოურთდა Costa Cruises-s. იგი აშენდა German Meyer-ის ქარხანაში. ინოვაციები, იტალიური სტუმართმოყვარეობა და დაუვიწყარი დღესასწაულები დაგხვდებათ ბორტზე. Costa Smeralda არის ყველაზე დიდი გემია კოსტას ფლოტში.
Costa Smeralda დააპროექტა მილანის არქიტექტურის სტუდია Dordoni Architetti-მ სხვა ცნობილ სტუდიებთამ თანამშრომლობით. თითოეული ავექი, სანათი, ტექსტილი და აქსესუარი ინდივიდუალურად არის შექმნილი, რაც გადმოგვცემს იტალიის საუკეთესო სტილს.
ხარისხი, სტილი, სტუმართმოყვარეობა, გართობა და გასტრონომია, უნიკალური ხედი ზღვაზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ბორტზე დიდი აქცენტი კეთდება სტუმართმოყვარეობაზე, სწორედ ამიტომ გემი ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაუხალისებს დასვენებას.
Costa Smeralad-ს ბორტზე არის 11 სხვადასხვა რესტორანი, ყველა სტუმარს შეუძლია მოძებნოს მისთვის სასურველი კულინარიული კერძი. A la carte რესტორნებში კვება არის ორჯერ. სპეციალიზებული რესტორნები, როგორიცაა Tepanyaki, Sushino და პიცერია Pummid’Oro, ასევე გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. არის ასევე სპეციალიზებული რესტორანი, სადაც შეგიძლიათ სცადოთ უგემრიელესი ხმელთაშუა ზღვის მენიუები სამი ცნობილი მზარეულისგან: ბრუნო ბარბიერი, ჰელენ დაროზე და ანჯელ ლეონი. არ გამოტოვოთ შესაბამისი ღვინოები!
შესანიშნავი რესტორნების გარდა, გემი ასევე გთავაზობთ დიდ ბარებს, როგორიცაა Campari Bar, Aperol Spritz Bar ან Grand Bar Mastroianni და მყუდრო ლობი. აქ არის ყველასთვის შესაფერისი ადგილი, რათა გაცვალონ იდეები ან უბრალოდ ისიამოვნონ იტალიური ცხოვრების წესით.
გემზე არის არაერთი აქტივობა მთელი ოჯახისთვის. შესანიშნავს ღონისძიებებს გვთავაზობენ კოლოსეოში, სან რემოს თეატრში ან პიანა დი სპაგაზე. თუ გსურთ სცადოთ თქვენი ბედი, ამის გაკეთება შეგიძლიათ კაზინოში.
13 აუზი, სასრიალო კოშკი გვთავაზობს წყლის გართობას, როგორც La Spaggia Beach Club-ის შიგნით, ასევე გარე გემბანებზე, ხოლო სპა ზონა გიწვევთ მშვიდ საათებში და დასვენების მომენტებში. Costa Smeralda-ს ბორტზე სპა ზონას ჰქვია “Solemio” და გთავაზობთ ველნესის კონცეფციას, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციებზე. საუნის შემდეგ გასაგრილებლად, შეგიძლიათ აქ თოვლით სავსე ოთახშიც კი იჯდეთ. სპორტის მოყვარულები შეუძლიათ ივარჯიშონ ფიტნეს სტუდიაში, სარბენ კორტზე ან სპორტულ მოედანზე.
გემზე არსებული საბავშვო ზონები იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის და გვთავაზობს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეებში, მაგალითად: მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, playstation-ის სივრცე, Rope Garden Adventure Park-ი. გემზე კლუბები დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად: ბავშვები (6 წლამდე); თინეიჯერები (12-17 წლამდე), რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ასაკობრივ კატეკორიად (12-14 წელი) და თინეიჯერთა კლუბი (15-17 წლამდე). ოჯახებისთვის სპეციალური რესტორანიც კი არის – Tutti a Tavola. ეს არის ბავშვებისთვის განკუთვნილი ბუფეტის რესტორანი, სადაც მხოლოდ ოჯახებს აქვთ წვდომა.
Costa Smeralda გვთავაზობთ სანაპიროზე ექსკურსიების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორის ლაშქრობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, კულინარიის მასტერკლასი თქვენი საყვარელ შეფ-მზარეულთან ერთად. კომპანია ხასიათდება განსაკუთრებით გრძელი სანაპირო ექსკურსიებით, რათა სრულად ჩაეფლო დანიშნულების ადგილზე.
