მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

MSC Divina

  • წელი: 2012
  • რენოვაცია: 2016
  • მგზავრი: 4345
  • კაიუტების რაოდენობა: 1751
  • სართული: 18
  • სიგრძე: 333
  • სიგანე: 38
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 4
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი: 12
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 6
  • Complementary Restaurant:
  • ბარი/ლაუნჯი: 13
  • კაზინო:
  • Crew: 1715
  • შშმ პირებზე ადაპტირებული:

MSC Divina 2012 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. გემი სტუმრებს სთავაზობს ოქროს კრუიზის ეპოქის ელეგანტურობასა და გლამურს, თანამედროვე კეთილმოწყობასთან და გარემოსდაცვით კეთილგანწყობასთან ერთად. გემი ბოლოს განახლდა 2016 წელს. MSC Divina გთავაზობთ დიდ სივრცეს და გართობას ეს არის ერთ-ერთი იმ ექვსი გემიდან, რომელსაც აქვს MSC Yacht Club-ის ექსკლუზიური ტერიტორია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ვიზუალური დიზაინი თანამედროვე, ფერადი და ხშირად მდიდრულია. De Jorio Design International-ის სტილი განსაკუთრებით შესამჩნევია იტალიური სტილის პიაცასა და ბროდვეის ზომის თეატრში. ყველა სტუმარი აღფრთოვანებულია სვაროვსკის შთამბეჭდავი კიბით.

MSC Divina-ს კაიუტები არის თანამედროვე და კომფორტული ავეჯით აქვს აბაზანა საშხაპე, მინი ბარი, სეიფი და ტელევიზორი. შიდა და ოკეანის ხედით მდებარე ოთახები დაახლოებით 12-13 კვ.მ. აივნიანი კაიუტები 17 კვ.მ, ხოლო ლუქსი 21-53 კვ.მ, ლუქსის კატეგორიის მიხედვით. ზოგიერთ აივნიან კაიუტას და ყველა ლუქს აქვს აბაზანა.

MSC Poesia-ის ბორტზე, თავს ისე იგრძნობთ, როგორც მაღალი კლასის სასტუმროში, კარგი საკვები, სპორტის ფართო არჩევანი, კომფორტული კაიუტები და მრავალი გასართობი საშუალებებით. გემზე სადღესასწაულო ჩაცმულობა რეკომენდებულია კვირაში ორი ღამე მთავარ რესტორნებში.

MSC Divina-ს სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო დონის გემის სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სხვადასხვა რესტორანი საერთაშორისო სამზარეულოებით. კარგი სტეიკებისთვის მიაკითხეთ Butcher’s Cut-ს.

მრავალრიცხოვან ბარებსა და ლაუნჯებში შეგიძლიათ დაისვენოთ და მიირთვათ სასურველი სასმელი სასიამოვნო ატმოსფეროში, მაგალითად “შავ-თეთრ ლაუნჯში”.

ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.