მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

MSC Poesia

  • წელი: 2008
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 3223
  • კაიუტების რაოდენობა: 1275
  • სართული: 16
  • სიგრძე: 294
  • სიგანე: 32
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 3
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი: 7
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 4
  • Complementary Restaurant:
  • ბარი/ლაუნჯი: 10
  • კაზინო: +
  • Crew: 1039
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

MSC Poesia, ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წლის აპრილში.გემზე დაგხვდებათ თვალწარმტაცი ჩანჩქერი და ძალიან მშვიდი და ლამაზი ზონა Zen Garden-ში. საზოგადოებრივი შეკრების ადგილები თანამედროვე, ფერადი და პომპეზურია. კაიუტები კი უფრო კლასიკური, მაგრამ ასევე გაფორმებულია ფერადი აქცენტებით. საოჯახო მოგზაურობისთვის განსაკუთრებით პოპულარულია MSC Poesia

გემზე კაიუტები არის თანამედროვე და კომფორტული და აღჭურვილია სველი წერტილით საშხაპეთი, ტელევიზორით, ტელეფონით, მინიბარით და სეიფით. შიდა ოთახები არის დაახლოებით 14 კვ.მ. აივნიანი დაახლოებით 15-18 კვ.მ და ლუქსი 26 კვ.მ. ლუქსებში შხაპის ნაცვლად არის აბაზანა.

MSC Poesia-ის ბორტზე, თავს ისე იგრძნობთ, როგორც მაღალი კლასის სასტუმროში, კარგი საკვები, სპორტის ფართო არჩევანი, კომფორტული კაიუტები და მრავალი გასართობი საშუალებებით. გემზე სადღესასწაულო ჩაცმულობა რეკომენდებულია კვირაში ორი ღამე მთავარ რესტორნებში.

MSC Poesia-ის სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო დონის გემის სტანდარტებს. გემს აქვს ორი დიდი რესტორანი: Il Palladio და Le Fontane. ბუფეტის რესტორანი Villa Pompeiana გვთავაზობს ხმელთაშუა ზღვის მრავალფეროვან კერძებს. თუ რაიმე განსაკუთრებული გსურთ, გირჩევთ ეწვიოთ კაიტო სუში ბარს (დამატებითი საფასური).

ბორტზე დასვენების გასატარებლად მრავალი გზა არსებობს. აუზის ზონები გართობას სთავაზობს მთელ ოჯახს, ხოლო საღამოობით შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ კინო საღამოს ეწვიოთ.

სპორტულ სტუმრებს სპორტული და ფიტნეს ობიექტების დიდი შესაძლებლობას სთავაზობს: თქვენს განკარგულებაშია უახლესი სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის მოედანი, კალათბურთის მოედანი და მინი გოლფის მოედანი. თუ თქვენ ეძებთ სიმშვიდეს და დასვენებას, მაშინ Aurea Spa ორთქლის აბაზანით, საუნებითა და მასაჟით არის თქვენთვის საუკეთესო ადგილი.

“კარლო ფელისეს” თეატრი გიწვევთ, რომ ისიამოვნოთ შესანიშნავი შოუებითა და პროგრამებით, საკუთარი ბედის გამოცდა თუ გსურთ, მაშინ კაზინო როიალს უნდა ესტუმროთ.

ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.