მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

COSTA Toscana

  • წელი: 2021
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 6218
  • კაიუტების რაოდენობა: 2663
  • სართული: 20
  • სიგრძე: 337 მეტრი
  • სიგანე: 42 მეტრი
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 13
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი:
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 11
  • Complementary Restaurant: 5
  • ბარი/ლაუნჯი: 19
  • კაზინო: +
  • Crew: 1678
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

Costa Toscana აშენდა 2021 წელს Meyer Turku ქარხანაში და 2022 წლის მარტში გაეშვა.

გემი არის 337 მეტრი სიგრძის,20 სართულიანი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემი Costa Cruises-ის ფლოტში. ბორტზე ეტევა 6218 მგზავრი.

კოსტა ტოსკანას თანამედროვე გამორჩეული და ინდივიდუალური ინტერიერი აქვს, რომელზეც იმუშავა მილანის არქიტექტურულმა სტუდიომ Dordoni Architetti-იმ სხვა ცნობილ სტუდიოებთან ერთად. ავეჯი, სანათი, ტექსტილი და აქსესუარი ინდივიდუალურად იყო შექმნილი.

რაც შეეხება ატმოსფეროს გემზე დაგხვდებათ გამორჩეული ხარისხი, სტილი, სტუმართმოყვარეობა, გართობა და გასტრონომია და რა თქმა უნდა ზღვის ულამაზესი ხედები. ეს არაჩვეული ატმოსფერო ერგება ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

კოსტა ტოსკანაზე დაგხვდებათ 11 სხვადასხვა რესტორანი, ყველა სტუმარს შეუძლია იპოვოს მისთვის სასურველი კულინარიული სიამოვნება. Costa Tocana მგზავრებს სთავაზობს მრავალფეროვან კულინარიულ ალტერნატივებს და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს.

ბორტზე ყველგან არის სხვადასხვა აქტივობები მთელი ოჯახისთვის. ოთხი აუზი უზრუნველყოფს გაგრილებას, სპა ზონა გვთავაზობს დასვენებას, ხოლო ვისაც ვარჯიში სურს დახვდება სპორტ დარბაზი.

გემზე არსებული საბავშვო ზონები იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის და გვთავაზობს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას, როგორც შიდა ასევე გარე სივრცეებში, მაგალითად: მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, playstation-ის სივრცე, Rope Garden Adventure Park-ი. გემზე კლუბები დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად: ბავშვები (6 წლამდე); თინეიჯერები (12-17 წლამდე), რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ასაკობრივ კატეკორიად (12-14 წელი) და თინეიჯერთა კლუბი (15-17 წლამდე). ოჯახებისთვის სპეციალური რესტორანიც კი არის – Tutti a Tavola. ეს არის ბავშვებისთვის განკუთვნილი ბუფეტის რესტორანი, სადაც მხოლოდ ოჯახებს აქვთ წვდომა.