მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

Image Alt

ჩვენ შესახებ

რატომ ჩვენ

2022 წელს შეიქმნა კრუიზერი, თუმცა ახალგაზრდა კომპანიის უკან ვდგავართ ტურიზმის ინდუსტრიაში 15 წლიანი გამოცდილების მქონდე სამოგზაურო მრჩევლები.

კრუიზერის პროდუქტი არის მხოლოდ კრუიზები, გემებით მოგზაურობა სხვადასხვა ზღვებსა თუ ოკეანეებში, როგორც ბიუჯეტური გემებით, ასევე მაღალი კლასის ლაინერებით, კრუიზი შეიძლება იყოს 3-ღამიანიც და, თქვენ წამოიდგინეთ, 274 დღიანიც.

კრუიზი არ არის მარტივი პროდუქტი, ის საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს დაგეგმვისას, ამისთვის შევქმენით კრუიზერი.

კრუიზერის მიზანია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გაამარტივოს კრუიზის დაგეგმვა და ეს მოვახერხოთ საჭირო ინფორმაციის წინასწარ მიწოდებით.

კრუიზერის იდეა გაჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა დავინახეთ რომ მიუხედავად პანდემიის პერიოდის შექმნილი უამრავი შეზღუდვის, საკმაოდ ბევრი ადამიანი მაინც ცდილობდა საკუთარი თავისთვის მოგზაურობა დაეგეგმა. სფეროს პროფესიონალებს საქმე მოგვემატა, რადგან იყო რიგი საკითხები რაც ისეთ მუშაობას მოითხოვდა რასაც მგზავრი მარტო ვერ შეძლებდა. თუმცა გემები გაჩერდა, ყველაზე დიდხანს გააჩერეს საკრუიზო კომპანიები რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. ამ ფაქტმა წარმოშვა გონივრული ეჭვი რომ მოგზაურობა და განსაკუთრებით გემით მოგზაურობას მონატრებული ტურისტი საკმაოდ სწრაფად მოახერხებდა ძალების აღდგენას და მოგზაურობაში დაკარგული დროის მოგზაურობითვე ანაზღაურებას.

ყველაზე პოპულარული არის 7-ღამიანი კრუიზები, ქართველებისთვის ყველაზე მოსახერხებელი პორტი სადაც ამ ზომის გემები შედის სტამბოლი და იზმირია, თუმცა ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა პორტიც საკმაოდ მარტივი მისადგომია.

ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად კარიბის ზღვის კრუიზი ითვლება, დანარჩენ დეტალებზე უკვე ჩვენ სამოგზაურო მრჩევლებთან.

კრუიზერს დაკონტრაქტებული გვყავს რამოდენიმე საკრუიზო კომპანია, როგორებიცაა: MSC cruises, Costa cruises, Norwegian cruise line, Virgin Voyages, Royal Caribbean და ა.შ.

კრუიზით მოგზაურობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საკმაოდ მაღალბიუჯეტურ მოგზაურობად, თუმცა რეალურად არსებობს ბევრი ვარიანტი იმისათვის რომ კრუიზი მოერგოს სხვადასხვა ბიუჯეტის მომხმარებელს, ჩვენი გუნდი ზუსტად მოგიყვებათ რას უნდა ელოდოთ კრუიზისგან, რა მოლოდინებს დაგიკმაყოფილებთ, რას გადააჭარბებს და არავითარ შემთხვევაში არ შეგიქმნით ცრუ მოლოდინებს.

ჩვენი საკონტაქტო

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში.

ტელეფონი: 514 807 807

მეილი: info@cruiser.ge