პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

კრუიზის მიმართულებები

სად წავიდეთ კრუიზით: რეგიონები, პორტები, საუკეთესო სეზონი, ვიზა და რომელი გემები დაცურავს თითოეულ მიმართულებაზე.

ხმელთაშუა ზღვა

ქართველი მოგზაურების ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულება: ერთ კვირაში 5–6 ქალაქი და ქვეყანა, მოკლე ფრენა თბილისიდან ან ქუთაისიდან და კრუიზები წლის ნებისმიერ დროს.

მთელი წელი; მთავარი სეზონი აპრილი–ოქტომბერი, ყველაზე თბილი თვეებია ივნისი–სექტემბერი; დასავლეთ ნაწილში კრუიზები ზამთარშიც გრძელდება

დასავლეთ ხმელთაშუა ზღვააღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და ადრიატიკა

ჩრდილოეთ ევროპა და ნორვეგიის ფიორდები

ნორვეგიის ფიორდები, ბალტიის დედაქალაქები, ისლანდია და ბრიტანეთის კუნძულები — გრილი, მშვიდი და ფოტოგენური კრუიზი, ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად საუკეთესო არჩევანი.

მაისი–სექტემბერი; ფიორდებისთვის საუკეთესოა ივნისი–აგვისტო, ძალიან გრძელი დღეებით; ზამთარში MSC Preziosa ჩრდილოეთ ევროპის დიდ ქალაქებს სთავაზობს

კანარის კუნძულები და ატლანტიკა

ზამთრის მზე ევროპაში: ტენერიფე, გრან-კანარია, ლანსაროტე, ფუერტევენტურა და მადეირა 7-ღამიან კრუიზზე, დღისით დაახლოებით 20–24 გრადუსში, როცა ევროპის დიდ ნაწილში ზამთარია.

ოქტომბერი–აპრილი; მთავარი სეზონი ნოემბერი–მარტი, როცა ხმელთაშუა ზღვაზე უკვე გრილა

კარიბის ზღვა და ბაჰამის კუნძულები

თეთრი ქვიშა, ფირუზისფერი წყალი და ხაზების კერძო კუნძულები — მაიამიდან, ფორტ-ლოდერდეილიდან, პორტ-კანავერალიდან ან თავად კარიბის კუნძულებიდან. ქართველი მგზავრისთვის მთავარი გამგზავრების პორტისა და ვიზების სწორად შერჩევაა.

მთელი წელი; ყველაზე პოპულარულია დეკემბერი–აპრილი. ივნისი–ნოემბერი ატლანტიკის ქარიშხლების სეზონია

აზია და შორეული აღმოსავლეთი

ტოკიო, ოკინავა, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური და ტაილანდი — აზიის კრუიზი ერთ მოგზაურობაში რამდენიმე სრულიად განსხვავებულ კულტურას აერთიანებს. MSC Bellissima რეგიონში 2026 და 2027 წლებშიც რჩება.

მთელი წელი: იაპონია და კორეა — მარტი–მაისი და სექტემბერი–ნოემბერი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია — ნოემბერი–აპრილი

ტრანსატლანტიკური კრუიზები

ორი-სამი კვირა ოკეანეში, მადეირაზე, კანარის ან აზორის კუნძულებზე გაჩერებით და ხშირად ყველაზე დაბალი ფასი ღამეზე — ტრანსატლანტიკური კრუიზი მათთვისაა, ვისაც თავად ზღვა და გემი იზიდავს.

შემოდგომა (ოქტომბერი–ნოემბერი, ევროპიდან ამერიკისკენ) და გაზაფხული (მარტი–მაისი, ამერიკიდან ევროპისკენ)

სამხრეთ ამერიკა

რიო-დე-ჟანეირო, ბუენოს-აირესი, მონტევიდეო და ბრაზილიის პლაჟები ჩვენი ზამთრის შუაგულში — თან ქართველებს ბრაზილიაში, არგენტინასა და ურუგვაიში ვიზა არ სჭირდებათ.

ნოემბერი–აპრილი (სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხული); ყველაზე დატვირთულია დეკემბერი–თებერვალი

სპარსეთის ყურე და დუბაი

დუბაი, აბუ-დაბი, დოჰა და ბაჰრეინი ერთ კვირაში — საქართველოდან ყველაზე ახლოს მდებარე თბილი ზამთრის კრუიზი. 2026–27 და 2027–28 ზამთარში რეგიონში რეგულარული კრუიზები არ იგეგმება.

ტრადიციულად ნოემბერი–მარტი; 2026–27 და 2027–28 ზამთრის სეზონები ყველა მსხვილმა ხაზმა გააუქმა

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.