პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი
კრუიზი: ხმელთაშუა ზღვა, პოზიტანო, იტალია

მიმართულება

ხმელთაშუა ზღვა: კრუიზები

ქართველი მოგზაურების ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულება: ერთ კვირაში 5–6 ქალაქი და ქვეყანა, მოკლე ფრენა თბილისიდან ან ქუთაისიდან და კრუიზები წლის ნებისმიერ დროს.

ქვეყანა
8
პორტი
14
გემი 2026-ში
39
სეზონი
მთელი წელი

კრუიზები და ფასები დამირეკეთ

ფოტო: JeCCo · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

ხმელთაშუა ზღვა: რეგიონები

ცხელი შეთავაზებები ამ მიმართულებით

ხმელთაშუა ზღვა საკრუიზო მოგზაურობის გულია და ჩვენი კლიენტების უმეტესობისთვის პირველი კრუიზიც აქ იწყება. ერთ კაიუტაში ცხოვრობთ, ჩემოდანს ერთხელ ალაგებთ, გემი ღამით მიცურავს, დილით კი ახალ ქალაქში იღვიძებთ: რომი, ბარსელონა, მარსელი, ნეაპოლი, მალტა ან ბერძნული კუნძულები. MSC Cruises-ს და Costa Cruises-ს აქ ყველაზე დიდი ფლოტი ჰყავთ — მარტო MSC 2026 წელს ხმელთაშუა ზღვაზე 13 გემს ამუშავებს.

რეგიონი პირობითად ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთი (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, მალტა, ბალეარის კუნძულები) დიდი ქალაქების, მუზეუმებისა და გასტრონომიის მარშრუტია და მთელი წელი მუშაობს. აღმოსავლეთი (საბერძნეთი, თურქეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ადრიატიკის იტალიური სანაპირო) კუნძულების, ანტიკური ძეგლებისა და ზღვაში ბანაობის მიმართულებაა, ძირითადად აპრილიდან ოქტომბრამდე. ორივე ნაწილის მთავარ პორტებამდე თბილისიდან ან ქუთაისიდან პირდაპირი რეისებია, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ჩვეულებრივი პასპორტით შენგენის ზონაში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზა ამჟამად არ სჭირდებათ.

დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?

ორივე მიმართულება ერთ კვირაში ეტევა, მაგრამ განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს:

  • დასავლეთი — რომი, ფლორენცია, ბარსელონა, მარსელი, მალტა, სიცილია. მეტი დიდი ქალაქი და მუზეუმი, ნაკლები ზღვაში ბანაობა. საკრუიზო ტერმინალები ქალაქებთან ახლოსაა, გარდა რომისა (ჩივიტავეკია) და ფლორენციისა (ლივორნო). კრუიზები მთელი წელი მიდის, მათ შორის ზამთარში.
  • აღმოსავლეთი — მიკონოსი, სანტორინი, ეფესო, დუბროვნიკი, კოტორი, ვენეცია. მეტი კუნძული, პლაჟი და ანტიკური ისტორია, ხშირად უფრო მშვიდი ტემპი. სეზონი ძირითადად აპრილიდან ოქტომბრამდეა, თუმცა MSC-ს ზოგი გემი ზამთარშიც დადის ბარიდან, პირეოსიდან და სტამბოლიდან.

პირველი კრუიზისთვის ჩვეულებრივ დასავლეთს ვურჩევთ, თუ ქალაქების ნახვა გინდათ, და აღმოსავლეთს — თუ ზაფხულის დასვენებასა და ზღვას ეძებთ.

როდის წავიდეთ

  • აპრილი–მაისი: სასიამოვნო, 20–25 გრადუსამდე ამინდი, ნაკლები ხალხი პორტებში და უფრო ხელსაყრელი ფასები; ზღვა ჯერ გრილია.
  • ივნისი–აგვისტო: თბილი ზღვა და ყველაზე გრძელი დღეები, მაგრამ რომსა და ათენში სიცხე ხშირად 30 გრადუსს აჭარბებს, ფასები და ხალხმრავლობა კი მაქსიმუმზეა. სკოლის არდადეგების გამო ოჯახებისთვის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია, ამიტომ წინასწარ დაჯავშნა ჯობია.
  • სექტემბერი–ოქტომბერი: ჩვენი აზრით საუკეთესო ბალანსი: ზღვა ჯერ კიდევ თბილია, სიცხე და რიგები კლებულობს.
  • ნოემბერი–მარტი: დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე კრუიზები გრძელდება (MSC World Asia, MSC Euribia, Costa Toscana, Costa Pacifica). ამინდი გრილია, სამაგიეროდ ქალაქები მშვიდია და ფასები ყველაზე დაბალი. თბილი ზამთრისთვის კანარის კუნძულები სჯობს.

რატომ არის იდეალური პირველი კრუიზისთვის

  • ახლოა: რომამდე, ათენამდე, ბარსელონამდე ან სტამბოლამდე ფრენა 2–4 საათია, ხშირად პირდაპირი.
  • მოკლე გადასვლები: პორტებს შორის ღამით მიცურავთ, ამიტომ თითქმის ყოველდღე ახალ ქალაქში ხართ და ზღვაში მთელი დღე იშვიათად ატარებთ.
  • მოქნილი ჩასხდომა: MSC-სა და Costa-ს 7-ღამიან წრიულ მარშრუტებზე გემში ასვლა რამდენიმე პორტშია შესაძლებელი, ამიტომ სტარტს ფრენის მიხედვით ირჩევთ.
  • მარტივი ფორმალობები: მარშრუტის უმეტესი ნაწილი შენგენის ზონაშია, ვალუტა ევროა, ხოლო გემზე მრავალენოვანი ეკიპაჟი მუშაობს.
  • ფასების ფართო არჩევანი: ერთსა და იმავე მარშრუტზე ახალი მეგა-გემებიც დადის და უფრო მცირე, კლასიკური გემებიც.

MSC და Costa ხმელთაშუა ზღვაზე

ორივე კომპანია იტალიური ფესვებისაა და ხმელთაშუა ზღვაზე უდიდესი წილი უჭირავს. MSC-ის უახლესი გემები — MSC World Europa და 2026 წლის დეკემბრიდან MSC World Asia — დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე დადიან, ხოლო აღმოსავლეთში MSC-ს კლასიკური გემები ვენეციიდან, ბარიდან, სტამბოლიდან და პირეოსიდან გადიან. Costa-ს მთავარი იტალიური ბაზა სავონაა, ფლაგმანები Costa Smeralda და Costa Toscana კი დასავლეთის მარშრუტებზე მუშაობს. 2027 წელს Costa Pacifica და Costa Serena აღმოსავლეთში გადადიან, ბერძნული კუნძულების მარშრუტებზე.

ქვეყნები და პორტები

იტალია 6 პორტი

  • ჩივიტავეკია (რომი) რომის საკრუიზო პორტი, ქალაქიდან დაახლოებით 80 კმ-ში; ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ჩასხდომის წერტილი, რადგან რომამდე თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც პირდაპირ დაფრინავენ.
  • გენუა MSC-ის მთავარი იტალიური ბაზა; ტერმინალი ძველი ქალაქის კიდეზეა, მილანის აეროპორტებიდან 2–3 საათის სავალზე.
  • სავონა Costa Cruises-ის საკუთარი ტერმინალი ლიგურიის სანაპიროზე, გენუიდან დაახლოებით 45 კმ-ში.
  • ვენეცია და ტრიესტე ადრიატიკის კრუიზების საწყისი პორტები; დიდი გემები ვენეციის ისტორიულ ცენტრთან აღარ შედიან და მარგერას, ფუზინას ან ტრიესტეს ტერმინალებს იყენებენ.
  • ბარი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კრუიზების მნიშვნელოვანი პორტი; აქ არის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა, რომელიც მართლმადიდებელი მომლოცველებისთვისაც მნიშვნელოვანია.
  • ნეაპოლი ტერმინალი ქალაქის ცენტრშია; აქედან პომპეი, სორენტო, ამალფის სანაპირო და კაპრია მისაწვდომი.

საფრანგეთი 1 პორტი

  • მარსელი საფრანგეთის მთავარი საკრუიზო პორტი; MSC და Costa აქ ჩასხდომას თითქმის ყველა დასავლურ მარშრუტზე სთავაზობენ.

ესპანეთი 2 პორტი

  • ბარსელონა ევროპის უდიდესი საკრუიზო პორტი; ტერმინალები ლა რამბლასთან ახლოსაა, ქუთაისიდან კი Wizz Air პირდაპირ დაფრინავს.
  • პალმა-დე-მაიორკა მაიორკის დედაქალაქი, ზოგ მარშრუტზე ჩასხდომის პორტიც; კათედრალამდე 10–15 წუთია.

მალტა 1 პორტი

  • ვალეტა გემი დიდ ნავსადგურში ძველი ქალაქის კედლების ქვეშ დგება — ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შესვლა ხმელთაშუა ზღვაზე.

საბერძნეთი 1 პორტი

  • პირეოსი (ათენი) ათენის პორტი და კუნძულების კრუიზების მთავარი საწყისი; თბილისიდან ათენამდე პირდაპირი რეისებია.

თურქეთი 1 პორტი

  • სტამბოლი ქართველებისთვის კრუიზამდე უმოკლესი გზა: ფრენა დაახლოებით 2 საათი, ვიზა არ არის საჭირო; გემები გალატაპორტში, ქალაქის ცენტრში დგება.

ხორვატია 1 პორტი

  • დუბროვნიკი და სპლიტი ადრიატიკის ორი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქი, რომლებიც თითქმის ყველა ადრიატიკულ მარშრუტზე გვხვდება.

მონტენეგრო 1 პორტი

  • კოტორი ბოკა-კოტორის ყურის სიღრმეში მდებარე ძველი ქალაქი; ყურეში შესვლა გემბანიდან კრუიზის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.

რომელი გემები დაცურავს

2026: 39 გემი

გემიკომპანიაგამგზავრების პორტები
MSC World EuropaMSC Cruisesგენუა, ბარსელონა, მარსელი, ნეაპოლი, მესინა, ვალეტა
MSC World AsiaMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ჩივიტავეკია (რომი), მესინა
MSC GrandiosaMSC Cruisesპალმა-დე-მაიორკა, ბარსელონა, კანი, გენუა, ჩივიტავეკია (რომი)
MSC SeaviewMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ჩივიტავეკია (რომი), პალერმო
MSC MeravigliaMSC Cruisesპალერმო, ნეაპოლი, ლივორნო, მარსელი, ბარსელონა
MSC EuribiaMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ნეაპოლი, პალერმო
MSC MusicaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), გენუა
MSC OrchestraMSC Cruisesმარსელი, ტარაგონა, ჩივიტავეკია (რომი), გენუა, ბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
MSC OperaMSC Cruisesგენუა, მარსელი, ლისაბონი
MSC SplendidaMSC Cruisesპალერმო, კალიარი
MSC MagnificaMSC Cruisesგენუა, მარსელი, ბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი)
MSC DivinaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ნეაპოლი
MSC LiricaMSC Cruisesვენეცია (მარგერა), ანკონა, ბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი, სპლიტი
MSC ArmoniaMSC Cruisesბრინდიზი, სპლიტი, ვენეცია (მარგერა)
MSC FantasiaMSC Cruisesსტამბოლი, პირეოსი (ათენი), ბარი, ტრიესტე
MSC SinfoniaMSC Cruisesბარი, პირეოსი (ათენი)
Costa SmeraldaCosta Cruisesსავონა, ჩივიტავეკია (რომი)
Costa ToscanaCosta Cruisesგენუა, მარსელი, ბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), პალმა-დე-მაიორკა, პალერმო, სავონა
Costa PacificaCosta Cruisesჩივიტავეკია (რომი), სავონა, მარსელი, ბარსელონა, ვალენსია
Costa DiademaCosta Cruisesსავონა, ბარსელონა, მარსელი
Costa FortunaCosta Cruisesპირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa FascinosaCosta Cruisesტარანტო, პირეოსი (ათენი)
Costa DeliziosaCosta Cruisesვენეცია, ტრიესტე, ბარი
Legend of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი), ბარსელონა
Harmony of the SeasRoyal Caribbeanბარსელონა
Brilliance of the SeasRoyal Caribbeanბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), პირეოსი (ათენი), რავენა
Odyssey of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი)
Explorer of the SeasRoyal Caribbeanრავენა
Norwegian EpicNorwegian Cruise Lineბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი)
Norwegian DawnNorwegian Cruise Lineბარსელონა, ლისაბონი
Norwegian GemNorwegian Cruise Lineბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), რავენა
Norwegian VivaNorwegian Cruise Lineბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), სტამბოლი, რავენა
Norwegian PearlNorwegian Cruise Lineრავენა, პირეოსი (ათენი)
Celebrity AscentCelebrity Cruisesჩივიტავეკია (რომი)
Celebrity EquinoxCelebrity Cruisesბარსელონა, ლისაბონი, ჩივიტავეკია (რომი)
Celebrity XcelCelebrity Cruises
Celebrity InfinityCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი)
Celebrity EclipseCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი), რავენა
Celebrity ConstellationCelebrity Cruisesჩივიტავეკია (რომი), რავენა

2027: 37 გემი

გემიკომპანიაგამგზავრების პორტები
MSC World EuropaMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ჩივიტავეკია (რომი), პალმა-დე-მაიორკა
MSC World AsiaMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ჩივიტავეკია (რომი), ნეაპოლი, მესინა, ვალეტა
MSC VirtuosaMSC Cruisesბარსელონა, პალერმო, ნეაპოლი, ლივორნო, მარსელი
MSC SeaviewMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ნეაპოლი, პალერმო, ვალეტა
MSC FantasiaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ლივორნო, კანი, ბარსელონა, კალიარი
MSC MusicaMSC Cruisesგენუა, ჩივიტავეკია (რომი), პალერმო, ვალენსია, მარსელი
MSC SinfoniaMSC Cruisesგენუა, მარსელი, ჩივიტავეკია (რომი), მალაგა, ალიკანტე, ლისაბონი, ვალენსია, ბარსელონა, ტარაგონა
MSC EuribiaMSC Cruisesბარსელონა, მარსელი, გენუა, ნეაპოლი, პალერმო, ტარაგონა
MSC MagnificaMSC Cruisesგენუა, მარსელი, ბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), ტარაგონა
MSC LiricaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ვალენსია, ბარსელონა, მარსელი, გენუა, ტარაგონა, ვენეცია (მარგერა), ანკონა, ბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
MSC DivinaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ნეაპოლი, მარმარისი
MSC ArmoniaMSC Cruisesვენეცია (მარგერა), ბრინდიზი, სპლიტი
MSC OrchestraMSC Cruisesბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
MSC SplendidaMSC Cruisesბარი, ტრიესტე, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa SmeraldaCosta Cruisesჩივიტავეკია (რომი), გენუა, მარსელი, ბარსელონა
Costa ToscanaCosta Cruisesპალერმო, ჩივიტავეკია (რომი), სავონა, მარსელი, ბარსელონა
Costa FascinosaCosta Cruisesტულონი, სავონა
Costa PacificaCosta Cruisesბარსელონა, მარსელი, სავონა, ვალენსია, ნეაპოლი, პალერმო, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa FavolosaCosta Cruisesბარსელონა, მარსელი, სავონა
Costa DiademaCosta Cruisesმარსელი, სავონა, ბარსელონა, მალაგა
Costa SerenaCosta Cruisesკატანია, ტარანტო, პირეოსი (ათენი)
Costa DeliziosaCosta Cruisesვენეცია, პირეოსი (ათენი), ტრიესტე
Legend of the SeasRoyal Caribbeanბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი)
Mariner of the SeasRoyal Caribbeanბარსელონა, ლისაბონი, ჩივიტავეკია (რომი), რავენა
Odyssey of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი)
Explorer of the SeasRoyal Caribbeanრავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Brilliance of the SeasRoyal Caribbean
Rhapsody of the SeasRoyal Caribbeanპირეოსი (ათენი)
Norwegian EpicNorwegian Cruise Lineბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი)
Norwegian DawnNorwegian Cruise Lineბარსელონა, ლისაბონი
Norwegian VivaNorwegian Cruise Lineბარსელონა, ჩივიტავეკია (რომი), სტამბოლი, რავენა
Norwegian SunNorwegian Cruise Lineჩივიტავეკია (რომი), რავენა
Celebrity AscentCelebrity Cruisesჩივიტავეკია (რომი)
Celebrity XcelCelebrity Cruises
Celebrity EquinoxCelebrity Cruises
Celebrity ConstellationCelebrity Cruises
Celebrity InfinityCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი)

სია ეფუძნება კომპანიების გამოქვეყნებულ განრიგებს და შეიძლება შეიცვალოს. კონკრეტული თარიღისთვის გამოიყენეთ ძებნა ან დაგვიკავშირდით.

მარშრუტის მაგალითები

  • 7 ღამე: ბარსელონა – მარსელი – გენუა – ნეაპოლი – მესინა – ვალეტა – ბარსელონაMSC World Europa · MSC Cruises · 7 ღამე · 2026 შემოდგომა
  • 9 ღამე: სტამბოლი – კერკირა (კორფუ) – ბარი – ტრიესტე – კატაკოლონი – პირეოსი (ათენი) – ქუშადასი – სტამბოლიMSC Fantasia · MSC Cruises · 9 ღამე · 2026 ზაფხული–შემოდგომა
  • 10 ღამე: გენუა – მარსელი – მალაგა – კადისი – ლისაბონი – ალიკანტე – მაონი (მენორკა) – ოლბია – გენუაMSC Opera · MSC Cruises · 10 ღამე · 2026 შემოდგომა
  • 7 ღამე: ჩივიტავეკია (რომი) – სავონა – მარსელი – ბარსელონა – ლა-გულეტი (ტუნისი) – პალერმო – ჩივიტავეკია (რომი)Costa Pacifica · Costa Cruises · 7 ღამე · 2026 შემოდგომა

როგორ მივიდეთ

ხმელთაშუა ზღვის თითქმის ყველა მთავარ საკრუიზო ქალაქამდე საქართველოდან პირდაპირი ან ერთი გადაჯდომით ფრენაა. 2026 წლის მდგომარეობით:

  • რომი (ჩივიტავეკია): Georgian Airways თბილისიდან და Wizz Air ქუთაისიდან, ორივე ფიუმიჩინოს აეროპორტში.
  • მილანი (გენუა და სავონა): easyJet თბილისიდან მალპენსაში, Georgian Airways თბილისიდან ბერგამოში, Wizz Air ქუთაისიდან მალპენსაში.
  • ნიცა: Georgian Airways თბილისიდან (სეზონურად); ნიციდან სავონამდე და გენუამდე 2–2,5 საათია.
  • ბარსელონა: Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ.
  • ათენი (პირეოსი): Aegean Airlines და Sky Express თბილისიდან, Wizz Air ქუთაისიდან.
  • სტამბოლი: Turkish Airlines, Pegasus და AJet თბილისიდან, Pegasus ქუთაისიდანაც.
  • ვენეცია: Wizz Air ქუთაისიდან (სეზონურად), სხვა დროს — გადაჯდომით.

დეტალური ინფორმაცია, მათ შორის მარსელის, ტრიესტეს, ბარისა და რავენის შესახებ, იხილეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გვერდებზე.

როდის ჩავიდეთ ერთი დღით ადრე

ჩვენი რჩევაა, პორტის ქალაქში ჩასხდომამდე ერთი დღით ადრე ჩახვიდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:

  • ფრენა გადაჯდომით გაქვთ;
  • დაფრინავთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით, რომელიც მარშრუტზე კვირაში მხოლოდ რამდენიმე რეისს ასრულებს — რეისი თუ გადაიდო, მომდევნო შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ იყოს;
  • აეროპორტიდან პორტამდე 2 საათზე მეტი გზაა;
  • მოგზაურობთ ბავშვებთან ერთად ან ზამთარში, როცა ამინდის გამო დაგვიანების ალბათობა მეტია.

გემი დაგვიანებულ მგზავრს არ ელოდება: ჩეკ-ინი გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე იხურება, ხოლო დაკარგული დღის ანაზღაურება, როგორც წესი, არ ხდება. რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ბილეთის ყიდვამდე გრაფიკი ყოველთვის გადაამოწმეთ.

ვიზა

შენგენის ზონა

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში ვიზა არ სჭირდებათ: შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე. ევროკომისიამ 2026 წლის 6 მარტს უვიზო მიმოსვლა შეაჩერა მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, 2027 წლის 6 მარტამდე. ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეჩერება შეიძლება 24 თვემდე გაგრძელდეს და საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს, თუ მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრობლემები არ მოგვარდება. 2026 წლის ივნისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: დღეს ჩვეულებრივი პასპორტით კრუიზზე ვიზის გარეშე მიდიხართ, თუმცა წესი შეიძლება შეიცვალოს. დაჯავშნისას და გამგზავრებამდე 1–2 კვირით ადრე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაცია ან საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, ან უბრალოდ ჰკითხეთ ჩვენს მენეჯერს. ინტერნეტში გვხვდება სტატიები, თითქოს უვიზო რეჟიმი ყველასთვის უკვე შეჩერებულია — ეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ შეესაბამება.

ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს საქართველოს მოქალაქეების უფრო მკაცრი შემოწმებაც ურჩია საზღვარზე. ამიტომ თან იქონიეთ: კრუიზის ჯავშნის დადასტურება, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი (თუ კრუიზამდე ან მის შემდეგ ქალაქში რჩებით), სამოგზაურო დაზღვევა და თანხის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად ბანკის ამონაწერი.

პასპორტი უნდა იყოს გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და მოქმედებდეს შენგენიდან გამოსვლის შემდეგ მინიმუმ 3 თვე. ზოგი ქვეყანა და საკრუიზო კომპანია 6 თვის მოქმედებას ითხოვს, ამიტომ ასეთი პასპორტით ყველაზე მშვიდად იმოგზაურებთ.

EES და ETIAS

2025 წლის 12 ოქტომბრიდან ეტაპობრივად, ხოლო 2026 წლის 10 აპრილიდან სრულად მუშაობს ევროკავშირის შესვლა-გასვლის სისტემა EES: შენგენის საზღვარზე პირველად გავლისას თითის ანაბეჭდს და სახის ფოტოს გიღებენ, პასპორტში ბეჭდის ნაცვლად კი ელექტრონული ჩანაწერი კეთდება. პირველ ჯერზე რიგი შეიძლება ჩვეულებრივზე გრძელი იყოს, ასე რომ აეროპორტში დრო გაითვალისწინეთ.

ევროკავშირის ელექტრონული სამგზავრო ნებართვა ETIAS ჯერ არ ამოქმედებულა. ევროკავშირის ბოლო ინფორმაციით, მისი გაშვება 2026 წლის ბოლო კვარტალშია მოსალოდნელი, ზუსტ თარიღს კი რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადებენ. ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებამდე ონლაინ ნებართვა დასჭირდებათ (მოსალოდნელი საფასური €20; 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებულებისთვის უფასო). სიახლეებს ადევნეთ თვალი ოფიციალურ გვერდზე travel-europe.europa.eu.

შენგენის გარეთ მდებარე ქვეყნები ხმელთაშუა ზღვაზე

  • თურქეთი: ვიზა არ არის საჭირო, 180 დღეში 90 დღემდე.
  • მონტენეგრო: ვიზა არ არის საჭირო, 90 დღემდე.
  • კვიპროსი: ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენში არ შედის; საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ (180 დღეში 90 დღე).
  • ტუნისი: ვიზის გარეშე შესვლა ძირითადად ავტორიზებული სააგენტოს ორგანიზებული ტურისთვისაა დაშვებული, ამიტომ ლა-გულეტში ყველაზე საიმედოა გემის ოფიციალური ექსკურსია. წესი წინასწარ ჩვენთან დააზუსტეთ.

თუ მარშრუტი შენგენის გარეთ მდებარე პორტებშიც შედის, ყოველი დაბრუნება შენგენში ახალ შესვლად ითვლება და EES-ში ფიქსირდება, ხოლო შენგენში გატარებული დღეები 90-დღიან ლიმიტში ჩაგეთვლებათ. კრუიზის შემდეგ ევროპაში დიდხანს დარჩენას თუ გეგმავთ, დღეები წინასწარ დაითვალეთ.

ვიზის წესები იცვლება: დოკუმენტების ზუსტ სიას გამგზავრებამდე ერთად გადავამოწმებთ.

ხშირი კითხვები

რომელი ჯობია პირველი კრუიზისთვის — დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?

თუ მთავარი ქალაქების (რომი, ბარსელონა, მარსელი) ნახვა გინდათ, აირჩიეთ დასავლეთი. თუ ზაფხულის დასვენება, კუნძულები და ზღვაში ბანაობა გაინტერესებთ, აღმოსავლეთი. ორივე მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული 7-ღამიანი კრუიზია.

შეიძლება კრუიზი რომში ან ბარსელონაში დავიწყო და არა გენუაში?

დიახ. MSC-სა და Costa-ს წრიულ მარშრუტებზე გემში ასვლა რამდენიმე პორტშია შესაძლებელი. მაგალითად, MSC World Asia 2026–27 ზამთარში ჩასხდომას სთავაზობს ბარსელონაში, მარსელში, გენუაში, ჩივიტავეკიასა (რომი) და მესინაში. ჩასხდომის პორტს ფრენის მიხედვით ვირჩევთ.

სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა?

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში ვიზა არ სჭირდებათ (180 დღეში 90 დღე). შეჩერება მხოლოდ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ეხება, თუმცა ევროკავშირს მისი გაფართოება შეუძლია, ამიტომ გამგზავრებამდე სიახლეები გადაამოწმეთ.

ღირს თუ არა ხმელთაშუა ზღვაზე ზამთარში წასვლა?

ქალაქების სანახავად კი: დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე კრუიზები მთელი წელი მიდის, ფასები დაბალია და პორტებში ხალხი ნაკლებია. ზღვაში ბანაობისთვის ზამთარში კანარის კუნძულები სჯობს.

გემები: ხმელთაშუა ზღვა

სტატიები და რჩევები

11 საუკეთესო საკრუიზო ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში

კომპანიები და გემები

11 საუკეთესო საკრუიზო ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში

ხმელთაშუა ზღვა 22 ქვეყანას აერთიანებს. 2000 წლის მანძილზე ეს ფირუზისფერი წყალი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გზა იყო…

30 სექტემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზებს შორის

მიმართულებები

განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზებს შორის

ხმელთაშუა ზღვის კრისტალივით ლურჯი წყალი საკრუიზო მოგზაურობისთვის მიმზიდველ პირობას ქმნის.

14 სექტემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაჯავშნოთ Norwegian Epic ხმელთაშუაზღვაში

კომპანიები და გემები

5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაჯავშნოთ Norwegian Epic ხმელთაშუაზღვაში

ხმელთაშუაზღვის კრუიზები საშუალებას გვაძლევენ მოვინახულოთ სანტორინი, მიკონოსი, ამალფის სანაპირო, ნეაპოლი, სიცილია და სხვა…

11 სექტემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

ნებადართულია თუ არა საკრუიზო გემები ვენეციაში

მიმართულებები

ნებადართულია თუ არა საკრუიზო გემები ვენეციაში

ვენეცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის მფეთქავი გულია და ის ზღვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ეპიცენტრს…

3 სექტემბერი, 2025 · 1 წუთი საკითხავი

საუკეთესო თვეები ხმელთაშუა ზღვაში საკრუიზოდ

მიმართულებები

საუკეთესო თვეები ხმელთაშუა ზღვაში საკრუიზოდ

ხმელთაშუა ზღვა ბრწყინვალე რეგიონია, რომელიც სამხრეთ ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის 20-მდე ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ორ…

1 სექტემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.