COSTA Fortuna
საკრუიზო ხაზების უზარმაზარი Carnival Corporation ოჯახის წევრი, ლიდერობს განვითარებაში. Costa Fortuna, რომელიც გაეშვა 2003 წლის ნოემბერში, გადის უწყვეტ ევოლუციურ პროცესს.
Costa Fortuna ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წელს და იტევს მაქსიმუმ 3470 მგზავრს. 2018 წლის დეკემბერში გემი გადაკეთდა სინგაპურში სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის. ჩაუტარდა რენოვაცია და ახალ სივრცეებში დაემატა Pummid’Oro პიცერია, Gelateria Bar Amarillo ნაყინის სალონი და ასევე Costa Fortuna-ს ელეგანტური ცენტრალური ატრიუმი. ამის შემდეგ, კოსტა ფორტუნა ევროპაში დაბრუნდა 2019 წლის მარტში და განსაკუთრებით პოპულარულია თუკი კრუიზში ხართ ბავშვებთან ერთად.
Costa Fortuna-ს შესახებ განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ის რეალურად აგებულია იმავე პლატფორმაზე, როგორც Carnival Cruise Line-ის Carnival Triumph და Carnival Victory. ამ გემზე გაერთიანებულია ამერიკული და ევროპული სამოგზაურო გამოცდილება.
მას კოსტა ფორტუნას ეძახიან, რადგან თუ აქ ბორტზე ხარ, ბედი გიღიმის. დეკორაციები შთაგონებულია ელეგანტური ოციან წლებით, ავთენტური ვინტაჟური პოსტერებით.
ბორტზე არის სულ 1356 კაიუტა აქედან – 464 აივნიანი კაიუტა. სხვა სივრცეები: აკვაპარკი, საცურაო აუზი და ჯაკუზები, 5 რესტორანჯი და 10 ლაუნჯ ბარი.
2023 წლის ბოლოსთვის ცოსტა ფორტუნაზე ხელმისაწვდომი იქნება SpaceX’s-ის ინოვაციოური Starlink უსწრაფესი ინტერნეტი.
მგზავრების დაახლოებით 15 პროცენტი ჩრდილოეთ ამერიკიდან არის; დანარჩენები, ძირითადად, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან არიან ( შესაბამისად მნიშვნელოვან განცხადებებზე თითოეული შეტყობინება მეორდება ხუთ სხვადასხვა ენაზე).
კოსტა ფორტუნას დრეს კოდი.
დღის განმავლობაში, ძირითადად smart casual, ერთი ოფიციალური ღამე და ერთი ნახევრად ფორმალური ღამე შვიდდღიან კრუიზზე.
კოსტა ფორტუნა 2024 წლის ზაფხულის სეზონზე სტამბოლიდან გვთავაზობ კრუიზებს და ეგეოსის ზღვის მიმართულებით ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე ივლის (სანტორინი, მიკონოსი8, ბოდრუმო, კრეტა, პირეუსი).
