MSC Seaside
- წელი: 2017
- რენოვაცია:
- მგზავრი: 5334
- კაიუტების რაოდენობა: 2026
- სართული: 20
- სიგრძე: 323
- სიგანე: 41
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: 4
- გარე აუზი:
- ჯაკუზი: 13
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 9
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 17
- კაზინო: +
- Crew: 1513
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
MSC Seaside არის თანამედროვე გემი, რომელიც დაცურავს მსოფლიო ოკეანეებში 2017 წლის დეკემბრიდან. მორგებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, მათ შორის ოჯახებზე. ასევე გემს აქვს ექსკლუზიური MSC Yacht კლუბი. გემი აღჭურვილია საჭირო ტექნოლოგიით, რათა სანაპიროზე შეძლოს ენერგიის გამოყენება.
კაიუტები თანამედროვე და კომფორტულია, სველი წერტილით, კონდინცირებით, ინტერაქტიული ტელევიზორით, ტელეფონით, სეიფით და Wi-Fi-ით (საფასურით). შიდა და გარე კაბინები დაახლოებით 14-17 კვადრატული მეტრია. აივნის კაბინები ზომავს 17 კვადრატულ მეტრს, ხოლო ლუქსი 17-62 კვადრატულ მეტრს, ლუქსის კატეგორიის მიხედვით. ზოგიერთ ლუქს აქვს აბაზანა.
MSC Seaside-ის ბორტზე მშვიდი ატმოსაფეროა და ასხივებს იტალიურ მხიარულებას. გემზე კვირაში ორი საღამოა, სადაც შესაბამისი დრესკოდია, რეკომენდირებულია სადღესასწაულო, ელეგანტური სამოსი.
MSC Seaside-ში სტუმრებს აქვთ არჩევანი რამდენიმე მთავარ რესტორანს შორის, მაგალითად ზღვის სანაპირო რესტორანში. გარდა ძირითადი რესტორნებისა, არის ორი ბუფეტის რესტორანი. Marketplace Buffet მოგაგონებთ ხმელთაშუა ზღვის ბაზარს, ხოლო Biscayne Buffet & Pizzeria ძალიან მიმზიდველია ოჯახებისთვის სპეციალური საბავშვო დახლებით. გარდა ამისა, არის ზღვის პროდუქტების რესტორანი, Ocean Cay, სადაც სთავაზობენ თევზის და ზღვის პროდუქტების მრავალრიცხოვან კერძებს. ზოგადად, ბორტზე არსებული სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო ზომის გემის სტანდარტს. სპეციალიზებულ რესტორნებში შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები დამატებითი საფასურით.
გართობა, სპორტი და დასვენება
ბორტზე დასვენების გასატარებლად მრავალი გზა არსებობს. დასვენებისთვის არის პოპულარული Aurea Spa, მდიდრული სპა, სადაც სხეული, გონება და სული ჰარმონიაშია. სპორტულად აქტიური ადამიანებისთვის, Fitness Studio by Technogym® გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიების აღჭურვილობას, ასევე ინოვაციურ კურსებსა და სასწავლო პროგრამებს.
MSC Seaside-ის ბორტზე განსაკუთრებით აღსანიშნავია გასართობი პროგრამა. ფერადი შოუები, მუსიკალური წარმოდგენები და მრავალი აქტივობა გელოდებათ, მათ შორის სპექტაკლი მეტროპოლიტის თეატრში.
თუ სიმაღლის არ გეშინიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ Zip Line – ყველაზე გრძელი ზიპ-ლაინი საკრუიზო გემზე, თუ ეს საკმარისი არ არის, შეგიძლიათ ზღვიდან 40 მეტრის სიმაღლეზე შუშის ცათამბჯენზე გაისეირნოთ. ასევე ამ გემბანზე ნახავთ ტყის აკვავენტურ პარკს დიდი სლაიდებით.
ბორტზე უამრავი აღმოჩენაა ყველა ასაკის ბავშვებისთვის: ექსტრემის მოყვარულ ბავშვებს შეუძლიათ სცადონ 105 მეტრიანი ზიპლაინი, ასევე შეუძლიათ გაერთონ ტყის აკვავენტურილ პარკში და აუზის ტერიტრიაზე, ხოლო LEGO® სათამაშო მოედანზე აქვთ შესაძლებლობა შექმნან დიდი ნივთები.
ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.
