მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

MSC Grandiosa

  • წელი: 2019
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 6334
  • კაიუტების რაოდენობა: 2421
  • სართული: 19
  • სიგრძე: 331
  • სიგანე: 43
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 4
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი: 9
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 10
  • Complementary Restaurant:
  • ბარი/ლაუნჯი: 21
  • კაზინო: +
  • Crew: 1704
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

MSC Grandiosa გაეშვა2019 წლის ნოემბერში, იგი აღჭურვილი თანამედროვე ეკოლოგიური ტექნოლოგიებით. ეს მოიცავს სანაპიროზე ელექტროენერგიის კავშირს, ჩამდინარე წყლების გამწმენდ ინოვაციურ სისტემას, გარემოს დაბინძურების კონტროლის ჰიბრიდულ სისტემას და SCR კატალიზატორს, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. გემზე არის ბუტიკები, რესტორნები და მყუდრო მოედნები მთელი დღის განმავლობაში. საღამოს დაგხვდებათ მუსიკა, წვეულებები და სხვადასხვა გართობის საშუალებები.

ახალი MSC Grandiosa გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის კაიუტებს, მათ შორის საოჯახოს, მაიზონის ლუქსებს, ოთახებს ოკეანის ხედით, აივნით და სხვა. ოთახის ზომა განსხვავდება კატეგორიის მიხედვით. სპეციალური საოჯახო ოთახი შედგება ორი ან სამი ოთახისგან, რომლებიც შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ყველა კაიუტა შექმნილია თანამედროვე სტილში, რათა უზრუნველყოს კომფორტული განთავსების საშუალება. MSC Grandiosa-ს ოთახებს აქვს ახალი ფუნქცია: “Zoe” – საკრუიზო ასისტენტი. “Zoe” არის ციფრული ენის ასისტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი დღის განმავლობაში უამრავი ინფორმაციით. არ იცით სად მიირთვათ? მაშინ ნუ მოგერიდებათ თქვით: „OK Zoe“და ჰკითხეთ თქვენს პირად ასისტენტს.

MSC Cruises-ის გემებზე ატმოსფერო არის მშვიდი და კომფორტული, აქტივობების მრავალი შესაძლებლობით. სპორტის ფართო სპექტრი, კულინარიული ღირსშესანიშნაობები და პირველი კლასის გართობა იძლევა მრავალფეროვნებას. ისინი, ვინც სიმშვიდეს და დასვენებას ეძებენ, შეუძლიათ დაისვენონ სპა ზონაში. MSC Grandiosa-ზე დაგხვდებათ სვაროვსკის კიბეები რაც თავს განსაკითრებულად და მდიდრულად გაგრძნობინებთ.

MSC-ის ფლოტის გემებზე სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო კლასის გემის სტანდარტს. MSC Grandiosa-ს ბორტზე 12 რესტორანია. რესტორნები გვთავაზობენ მრავალფეროვან სამზარეულოს, რათა ბორტზე მყოფმა თითოეულმა სტუმარმა შეძლოს შესაფერისი კერძის პოვნა.

ბორტზე დასვენების გასატარებლად მრავალი გზა არსებობს. რელაქსაციას უზრუნველყოფს პოპულარული Aurea Spa, მდიდრული სპა, სადაც სხეული, გონება და სული ჰარმონიაშია. სილამაზის სალონი და ფრჩხილების სალონი ასევე გიწვევთ განებივრებისთვის. სპორტულად აქტიური ადამიანებისთვის, Fitness Studio by Technogym® გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიების აღჭურვილობას კარდიო და ძალოსნური ვარჯიშისთვის.

MSC Grandiosa-ს ბორტზე აღსანიშნავია გასართობი პროგრამები, აქ ფერადი შოუები, მუსიკალური წარმოდგენები და მრავალი აქტივობა გელოდებათ, ასევე შეგიძლიათ ესტუმოთ ედგარ დეგას უნიკალურ გამოფენას. უფრო მეტად გაინტერესებთ ბორტზე შოუები? მაშინ ესტუმრეთ ბროდვეის სტილის შთამბეჭდავ წარმოდგენებს “Theatre La Comédie”-ში. მე-16 გემბანზე ნახავთ ორ F1 ტრენაჟორს, ასევე ინტერაქტიულ კინოთეატრს და ვირტუალური თამაშების არკადას. ამავე გემბანზე ასევე ნახავთ Sportplex-ს და ბოულინგს.

თუ სიმაღლის არ გეშინიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ ჰიმალაის High Ropes Course ასევე ამ გემბანზე, ბავშვები, რომლებიც თქვენთან ერთად მოგზაურობენ, იპოვიან ველური ტყის აკვაპარკს დიდი სასრიალოებით. ბორტზე უამრავი აღმოჩენაა ყველა ასაკის ბავშვისთვის: ექსტრემალ ბავშვებს შეუძლიათ ესტუმრონ high rope ზღვიდან 80 მეტრზე. LEGO® სათამაშო მოედანზე კი ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ყოველდღე ააშენონ სასურველი კონსტრუქციები.

ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.