- წელი: 2009
- რენოვაცია: 2017
- მგზავრი: 3780
- კაიუტების რაოდენობა: 1504
- სართული: 13
- სიგრძე: 290 მეტრი
- სიგანე: 35,5 მეტრი
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: 9
- გარე აუზი:
- ჯაკუზი:
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 6
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 11
- კაზინო: +
- Crew: 1100
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
Costa Pacifica ცნობილია როგორც მუსიკის გემი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა იტალიაში Fincantieri-ის ქარხანაში.
Costa Pacifica ექსპლუატაციაში 2009 წლის ივნისში შევიდა და Costa Diadema-სთან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი გემი. 2017 წლის ბოლოს იქნა მოდერნიზებული, მას შემდეგ ბორტზე ორი რესტორანი დაემატა, ასევე დაემატა ახალი ინტერაქტიული ეკრანები სხვადასხვა ფუნქციებით.
საერთო ჯამში კოსტას აქვს 1504 კომფორტული და თანამედროვე კაიუტა. ზოგიერთი ოთახი პირდაპირ წვდომას გვთავაზობთ სპაზე, 521-ს კი აქვს აივანი
კაიუტა-1504, აქედან 521 აივნიანი, 9 საცურაო აუზი და ჯაკუზი, 6 რესტორანი, 11 ბარი და ლაუნჯი
Costa Pacifica-ზე ყველა ასაკის სტუმარი თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში. გემი მორგებულია სხვადასხვა გემოვნების ადამიანებზე, რაც ნიშნავს რომ თქვენ იპოვით როგორც წყნარ ისე აქტიურ ადგილს გემბანზე. აქ ყველა სტუმარს შეუძლია მოაწყოს შვებულება საკუთარი სურვილის მიხედვი. გემი გამოირჩევა ფერადი და ცოცხალი დიზაინით. ერთკვირიანი მოგზაურობის დროს არის ორი საღამო, როდესაც რეკომენდირებულია სადღესასწაულო ჩაცმულობა.
ბორტზე არის ხუთი რესტორანი, მათ შორის Club Restaurant და Samsara Restaurant. გარდა ამისა 13 ბარი, მათ შორის სიგარ ბარი და ყავა და შოკოლადის ბარი. საუზმე ან ლანჩი მგზავრს შეუძლია მიირთვას ბუფეტში ან რესტორანში. ვახშამი მიმდინარეობს ორ მთავარ რესტორანში. კარდა ამისა არის სპეციალიზებული კვების ობიექტები (დამატებითი საფასურით).
შოუები ყოველ საღამოს იმართება თეატრში. აქ არის კაზინო, ბარები და ცეკვის სხვადასხვა შესაძლებლობა. დღის მანძილზე ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ შოპინგით, ისრიალოთ აკვაპარკში. ასევე დაგხვდებათ კლასიკური გართობა, როგორიცაა: ბინგო, თამაშების ტურნირები და მრავალი სხვა შეთავაზება , რომელიც ყოველდღიურად იცვლება.
გემზე ასევე არის სპა, ფიტნეს დარბაზი ზღვის ხედით, საუნები. გარდა ამისა, სამსარა სპა, რომელსაც მართავს კომპანია Steiner, რომელიც გვთავაზობს გამაჯანსაღებელ და სილამაზის პროცედურებს (ზოგიერთი ფასიანია). გემზე ასევე შეხვდებით მრავალფუნქციურ სპორტულ მოედანს.