მისამართი: ქუჩიშვილის N12, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რომელი კაბინა უნდა აარჩიოთ საკრუიზო გემზე თქვენი ინტერესების მიხედვით

თქვენი კაბინის ლოკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს საკრუიზო გამოცდილებაზე. ზოგიერთს აივანი მოსწონს, ზოგს სიმშვიდე, ზოგს კი სიბნელე. რომელია საუკეთესო კაბინის ადგილი, ამ კითხვას ერთ კონკრეტულ პასუხს ვერასდროს გავცემთ. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც აივანი უყვარს:

კაბინა საკურიზო გემის უკანა ნაწილში

გემის უკანა ნაწილში მდებარე კაბინებს უფრო დიდი აივნები აქვთ. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ლაინერის უკანა ნაწილში შედარებით ცოტა ოთახია და მმათ დიდი ადგილი რჩებათ აივნისთვის. თუმცა, თუ თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი აივანია, აირჩიეთ ლუქს-ნომრები.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვინც რხევის მიმართ სენსიტიურია:

კაბინა გემის შუა, ცენტრალურ ნაწილში

მათ ვისაც ზღვის დაავადება სჭირთ ან რხევის მიმართ სენსიტიურები არიან, გემის შუა ნაწილი უნდა აარჩიონ, წინა და უკანა მხარეს შორის. ამ არეალში გემი ბევრად დაბალანსებულია. საყრდენ წერტილთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოთ რომ მოძრაობა ნაკლებად იგრძნოთ. თავი აარიდეთ სულ უკანა და სულ წინა კაიუტებს. ასევე, გირჩევთ არ  დარჩეთ უაივნო ოთახში, არა იმიტომ, რომ ნაკლებ რხევას იგრძნობთ, არამედ გექნებათ შესაძლებლობა ჩაისუნთქოთ ჰაერი და გახედოთ ჰორიზონტს, რაც თავბრუსხვევის შემთხვევაში დაგამშვიდებთ.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც ფხიზელი ძილი აქვს:

კაბინა ხმაურიანი ბარებისგან მოშორებით

თუ ჩუმი კაბინა გსურთ, ნუ აირჩევთ ოთახს ხმაურიან არეალებთან და ბუფეტთან, რადგანაც შესაძლოა ხმებმა გაგაღვიძონ. მოერიდეთ ოთახის აღებას ქიმწმენდის ოთახებთან, კაზინოსთან, თეატრთან ან ღამის კლუბთან.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც გადაადგილება და ბევრი სიარული უჭირს:

კაბინა ლიფტებთან

ბევრ საკრუიზო ლაინერს აქვს კაბინები, რომლებიც ცენტრალურ ლიფტებთან მდებარეობენ. ეს ხელსაყრელი ადგილია მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის გამო კიბეებზე ასვლა და ბევრი სიარული უჭირს. შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ კაბინა, რომელიც თქვენთვის სასურველ ზონასთანაა ახლოს, მაგალითად აუზთან ან სპასთან.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურები სურს:

კაბინა სპა-ზონასთან

თუ გსურთ რომ სპაში ბევრი დრო გაატაროთ და რელაქსაცია თქვენთვის პრიორიტეტია, აირჩიეთ ოთახი სპასთან ახლოს. ამგვარად არ გაივლით მთელ გემს ხალათთსა და ჩუსტებში. ზოგიერთი გემი, მათ შორის: Celebrity Cruises, Princess Cruises და MSC; სპა კაბინებსაც გვთავაზობენ, სხვაგან კი კაბინასთან არსებული კიბე და ლიფტია, რომელიც მხოლოდ სპაში მიდის.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც წყალი და ცურვა უყვარს:

კაბინა აუზებთან

ზოგიერთ გემს იმავე სართულზე აქვს კაბინები, სადაც აუზია. ამგვარად თქვენი ოთახიდან უმალ წყალში ჩახტომას შეძლებთ. ზოგიერთ გემზე შემოგთავაზებენ კაბინას აუზის ქვეშ.

საუკეთესო კაბინა მათთვის, ვისაც ბიუჯეტურად სურს საკრუიზო მოგზაურობა:

შიდა კაბინა

შიდა კაბინა ყველა ინტერესის მგზავრს მოერგება, მათ ცვსაც სპა ცენტრთან თუ აუზთან ახლოს სურს ყოფნა და აშ. შიდა კაბინები და გემის შიდა ოთახები ყველა საკრუიზო ლაინერზე სხვა კაბინებზე მეტად ბიუჯეტურია.

ყველაზე მდიდრული კაბინა:

ტოპ ლუქსი

თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, ლუქს კაბინა აირჩიეთ. მას ყველა საკრუიზო ლაინერზე სხვადასხვა კატეგორიისას შემოგთავაზებენ. ლუქსში მეტი სივრცეა, დიდი აივანია, დახვეწილი ინტერიერია, დამატებითი ინვენტარია და ყავის პირადი აპარატიცაა.