მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი მოგზაურობის დროს მოინახულონ. ეს გიგანტური გემები სხვადასხვა ტიპის მოგზაურის საჭიროებებს აკმაყოფილებენ. ჩვენ თქვენი საოცნებო კრუიზის დაგეგმვისთვის გარკვეულ რჩევებს შემოგთავაზებთ. ამ მცურავ სასტუმროებს თავისი სპეციფიკური წესები აქვთ.

აკრძალულია ორთქლის უთო

ეცადეთ არ წაიღოთ სამოსი, რომელიც გაუთოებას საჭიროებს. ბევრი საკრუიზო ლაინერ სამგზავრო ორთქლის უთოს კრძალავს. მიზეზი მარტივია. ისინი შესაძლოა საშიშები იყვნენ თუ ჩართული დაგრჩებათ და ყურადღებას არ მიაქცევთ. მაგალითად, ერთ-ერთ დიდ საკრუიზო ლაინერს, როიალ კარიბიანს ის აკრძალულ ნივთთა სიაშ აქვს შეტანილი.

არ იქონიოთ თან არც სათამაშო ხელბორკილები

კრუიზზე წასვლისას არ წაიღოთ თან არც ბავშვის და არც სექსუალური თამაშებისთვის განკუთვნილი ხელბორკილები. ამან შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ.

დრონის აფრენა ყველა ლაინერზე აკრძალული არაა

თუ ფოტოების გადაღება ზედხედიდან გსურთ, გეტყვით, რომ ზოგიერთ კრუიზზე დრონის გამოყენება ნებადართულია. გირჩევთ გაარკვიოთ წინასწარ კონკრეტული საკრუიზო ლაინერის წესები. მაგალითად, კარნავალის გემებზე ასვლისას, მგზავრებმა დრონი მომსახურე პერსონალს უნდა გადასცენ და როგორც კი შუა ზღვაში გავლენ, გამორთმევას და მათ გამოყენებას შეძლებენ.  იგივე წესია როიალ კარიბიანზეც, მაგრამ იქ შესაძლებელია დრონის ოთახში შენახვაც.

არ წაიღოთ მუსიკალური ინსტრუმენტები

მუსიკალურ ინსტრუმენტებს ბევრი საკრუიზო ლაინერი კრძალავს. მათი განმარტებით საკრავებმა სხდვა მგზავრები შესაძლოა შეაწუხოს ან არ მისცეს საშუალება გემის გასართობი ღონისძიებებით დატკბეს. ზოგიერთმა ლაინერმა შესაძლოა ნება დაგრთონ მხოლოდ მათი ტრანსპორტირების მიზენით, თუ ხელს მოაწერთ, რომ მათ არ გამოიყენებთ.

არ გირჩევთ კამუფლაჟს/სამხედრო სამოსს

ამ შემთხვევაში გააჩნია მიმართულებას. ზოგიერთ შემთხვევაში სამხედრო პრინტის სამოსი კრუიზზე აკრძალულია, მაგალითად კარიბის ქვეყნებში. მის ქალაქებში მოქალაქეებისთვის აკრძალულია კამუფლაჟის ტარება, რათა ისინი სამხედროებში არ აერიოთ.

თითქმის ვერ გამოიყენებთ გასაბერ საწოლის ფორმის წყლის კამერებს

საკრუიზო ლაინერზე რამდენიმე აუზია განთავსებული, რომლებშიც შესაძლოა საკუთარი გასაბერი კამერა-საწოლი არ ჩაგატანინონ, რათა სხვა სტუმრები არ შეაწუხოთ. ასევე, ქარის შემთხვევაში შესაძლოა ვერ გააკონტროლოთ მათი ღია ზღვაში გაფრენა.

აუზის ლაუნჯ სკამებს ვერ დაჯავშნით

საკურორტო სასტუმროებში მიღებული პრაქტიკაა აუზის ლაუნჯ სკამების დაჯავშნა. საკრუიზო ლაინერზე სკამები და ლაუნჯები პირველად მისულ ადამიანს ხვდება. თუ სკამს დიდ ხანი არ მიაკითხავთ, თანამშრომლებმა შესაძლოა თქვენი პირსახოცი ან დატოვებული ნივთი შეინახონ და სკამი სხვა სტუმარს გაუნთავისუფლონ.

შეამოწმეთ რესტორნის დრესკოდი

თუ საღამოს კრუიზის რესტორნის დაჯავშნა გსურთ, იცოდეთ, რომ მათ სხვადასხვა ტიპის დრესკოდი აქვთ. ზოგიერთ რესტორანში შესაძლოა დაშვებული იყოს ყოველდღიური სტილის სამოსი, მაგრამ ზოგიერთში არ შეგიშვებენ შორტებითა და ჩუსტებით.