მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

მსოფლიოს 8 ყველაზე ლამაზი ნავსადგური საკრუიზო მოგზაურობის დასაწყებად

ზოგიერთი საკრუიზო მოგზაურობა ულამაზესი პორტიდან იწყება და საშუალებას გვაძლევს ჩვენი თავგადასავალი დიდი ემოციებით დავიწყოთ.

1. ნიუ-იორკის შთამბეჭდავი ხედები

მანჰეტენი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და საკულტო ნავსადგურს გვთავაზობს საკრუიზო მოგზაურობისთვის. გაცურავთ თავისუფლების ქანდაკების ხედების ფონზე.

2. სიდნეი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცარი კრუიზის სტარტია

კრუიზის მგზავრებს გემის ბორტიდან შეუძლიათ ულამაზესი ფოტოები გადაუღონ საკულტო სიდნეის თეატრს და სიდნეის ნავსადგურის ხიდს. აქ ცურავენ ვიკინგის და პრინცესას კრუიზებიც.

3. გეირანჯერის ფიორდების ლანდშაფტი სუნთქვაშემკვრელ ხედებს შემოგთავაზებთ

ეს ნავსადგური მსოფლიოში გამოირჩევა იმით, რომ ულამაზესი ბუნების ხედები აკრავს. თუ ნორვეგიული ფიორდების ხილვა გსურთ, გეირანჯერის კრუიზს უნდა შეუერთდეთ. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. გაივლით ჩანჩქერებს შორის, რომელთა თვლაც აგერევათ.

4. ვენეციის რომანტიკა

კითხეთ ნებისმიერ გამოცდილ კრუიზერს ვისაც კრუიზით ვენეციაში გაუცურავს და გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პორტია. დატკბებით ვენეციის დიდი არხის, მისი ქუჩების და სასახლის ხედებით.

5. ჰონგ კონგი ყველა მიმართულებით საოცარ ხედებს გვთავაზობს

ჰონგ კონგის ვიქტორიას ნავსადგური ღამით განსაკუთრებით განათებული და შთამბეჭდავია. ბევრი კრუიზი სწორედ იმ დროს ტოვებს პორტს, როცა მზე ჩადის და შენობები სხვადასხვაფერად ნათდებიან.

6. ვანკუვერის მთისა და ქალაქის შერწყმა

ვანკუვერის ტერმინალიდან გასვლა მგზავრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება, რადგან საშუალებას აძლევს დატკბნენ მთების და შენობების დრამატული ხედებით. მაისიდან სექტემბრამდე აქ თითქმის ყველა მსხვილი საკრუიზო ლაინერი გაივლის.

7. მაიამი

მაიმის კრუიზიდან იხილავთ ოქროსფერი ქვიშის უზარმაზარ სანაპირო ზოლს. ის მსოფლიოს საკრუიზო დედაქალაქადაც კი ითვლება.

8. სანტორინის საკულტო კლდეები

ბერძნული კუნძული სანტორინი თეთრი სახლებით და კლდეებით, რომლებიც მომწვანო-მოლურჯო წყალში არიან ამოზრდილნი, განსაკუთრებულ სანახაობას გპირდებიან.