6 მიზეზი თუ რატომ მოგეწონებათ ბალტიისზღვისპირეთის კრუიზი
ბალტიისპირეთს “ახლებურ ხმელთაშუაზღვასაც” კი უწოდებენ, განსაკუთრებით ზაფხულში. ბალტიის ზღვა საკრუიზო მოგზაურობისთვის პოპულარული მიმართულებაა. ჩვენ გირჩევთ თუ რატომ უნდა ისარგებლოთ ამ კრუიზებით:
ბალტიის ზღვის კრუიზების საშუალებით ბევრ ქვეყანას ეწვევით
ზოგიერთი კრუიზი იწყება კოპენჰაგენში და სრულდება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. მათ შორის კი ეწვევა პოლონეთს ან გერმანიას. თუ სხვადასხვა ადგილების აღმოჩენა გიყვართ, აქ მართლაც მრავალფეროვნება დაგხვდებათ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოგზაურობისას მიხვდებით რომ ყველას თავისი ენა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები აქვს. ბალტიის კრუიზე მათ უმრავლესობას გამოსცდით.
ბალტიის პორტები პატარა და დიდი ქალაქების მიქსია
ბალტიისპირა კრუიზები ჩერდებიან ისეთ დიდ ევროპულ დედაქალაქებში, როგორებიცაა ჰელსინკი და სტოკჰოლმი და როგორც წესი, გაძლევთ ფაქტობრივად მთელ დღეს დასათვალიერებლად და ექსკურსიებისთვის. ტალინი ძველი ქალაქით და არქიტექტურით მოგხიბლავთ, რიგაში კი არტ ნუვოს შენობებით დატკბებით. კრუიზი გაჩერდება პატარა პორტებშიც. მაგალითად, დანიის ბორნჰოლმის კუნძულზე.
ბალტიისპირა პორტებს ბევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი აქვს
ბალტიის კრუიზებში ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან ძეგლებს იხილავთ. შესაძლოა ისინი ისეთივე ძველი არ იყოს, როგორც ბერძნული და რომაული, მაგრამ ნამდვილად მოგხიბლავთ. მაგალითად, რიგის არტ ნუვოს შენობებს და ცენტრალურ ბაზრობას იუნესკოს სტატუსი აქვს მინიჭებული, ასევე ვისბის ქალაქის ცენტრს.
ბალტიის კრუიზებს თითქმის არ აქვთ მთელი დღით ზღვაში ყოფნის დღეები
ბალტიის კრუიზები გთავაზობენ 3-4 საათიან ექსკურსიებს, ისე რომ თავად წაგიყვანენ და დაგაბრუნებენ გემზე სურვილის შემთხვევაში. პორტ-ინტენსიური კრუიზების წყალობით შეგიძლიათ მოიწყოთ როგორც აქტიური, ასევე სარელაქსაციო დასვენება.
ამინდი ბრწყინვალეა
სკანდინავიური კრუიზები ზაფხულში ტემპერატურით ნამდვილად გამოირჩევიან. მაშინ, როცა ხმელთაშუაზღვის ტერიტორიაზე და ევროპის მდინარეებში ძალიან ცხელა, ბალტიისპირეთში სასიამოვნო სითბოა.
ბალტიის პორტებში ნაკლები გემი და ნაკლები ხალხია
ხმელთაშუაზღვის პორტებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრად გადატვირთულია, ბალტიისპირეთში ბევრად მშვიდად გადაადგილდებით.

