რა ხდება კრუიზის ბოლო დღეს
კრუიზის დასრულება და გემზე ბოლო დღის გატარება აღტაცებასთან და სტრესთან ერთნაირადაა დაკავშირებული. სანამ ფართო ჰორიზონტის ხედებით, გემრიელი კერძებით და დასამახსოვრებელი ექსკურსიებით ტკბებით, დროა გემიდან ჩასვლისთვის მოემზადოთ და გემის დატოვების პროცესი გაიაროთ. კრუიზერი გაგაცნობთ გარკვეულ დეტალებს და ამ დღისთვის შესაბამისად შეგამზადებთ. რაც უფრო მომზადებული იქნებით, მით უფრო სწრაფად და მშვიდად გაივლით ამ პროცესს.
თანმიმდევრობა: გემის დატოვება დილით ადრე იწყება და შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს, გააჩნია საკრუიზო ლაინერს და პორტს. კრუიზის ბოლო ღამეს მიიღებთ ინსტრუქციებს შესაბამისი პროცედურების შესახებ და დაიკონკრეტებენ დროს თუ როდის უნდა დატოვოთ გემი. ბევრი საკრუიზო ლაინერი მგზავრებს ჯგუფებად ჰყოფს. საუზმის შემდეგ, თქვენი ბარგი სპეციალურ არეალში უნდა განათავსოთ. აუცილებლად კარად შეამოწმეთ თქვენი კაიუტა, რამე რომ არ დაგრჩდეთ.
ჩაბარგება: გირჩევთ ბარგი წინა ღამით ჩაალაგოთ. ბევრი საკრუიზო ლაინერი მგზავრებს სთხოვს ძირითადი ბარგი კაბინების გარეთ დილამდე დადოს. დაიტოვეთ ხელბარგი და ის ნივთები, რაც მეორე დღეს გემიდან ჩასვლამდე დაგჭირდებათ.
გემიდან ჩასვლის პროცესი: მას შემდეგ, რაც პერსონალი გემიდან ჩასვლისთვის მოგიხმობთ, დაიწყება საპასპორტო შემოწმება. გემიდან ჩასვლის შემდეგ უნდა ადაინაცვლოთ პორტში, საიდანაც გაყვებით ტაქსს, შათლებს ან ტრანსფერს. შესაძლოა საპასპორტო კონტროლზე, ისევე როგორც საჰაერო ფრენის დროს, რამდენიმე შეკითხვა აქაც დაგისვან.
გემის დატოვების შემდეგ თუ აეროპორტში ან სასტუმროში მიდიხართ, წინასწარ დაჯავშნეთ ტრანსფერი, ისარგებლეთ კრუიზის მიერ შემოთავაზებული შათლით ან დაელოდეთ ტაქსის პორტის გასასვლელთან.
სიმარტივისთვის გირჩევთ ამ პროცედურებისთვის წინასწარ მოემზადოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გქონდეთ მოლოდინი, რომ ეს ცოტა დატვირთული პროცესი იქნება. მთავარია კარგად შეამოწმოთ ოთახი და მიყვეთ გემის წესებს. ისიამოვნეთ ბოლო დღით და პოზიტიურად გადაავლეთ თვალი მთელ თქვენს საკრუიზო მოგზაურობას.
გისურვებთ სასიამოვნო კრუიზიდან ჩამოსვლის დღეს!

