საიდან გადიან კრუიზები და რას უნდა ელოდოთ თითოეული საკრუიზო პორტისგან
კრუიზის შერჩევისას მნიშვნელოვანია პორტი, საიდანაც საკრუიზო მოგზაურობას დაიწყებთ. ის განსაზღვრავს თქვენს საკრუიზო მარშრუტს და ინტერესებს.
ევროპა: ისტორიული პორტები
ევროპის საკრუიზო პორტები საუკუნოვან შარმს და თანამედროვე ტერმინალების შერწყმას წარმოგვიდგენენ. ისინი გვთავაზობენ კულტურულ საგანძურებს.
1. ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონა აერთიანებს არქიტექტურულ საოცრებებს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღჭურვილ საკრუიზო ტერმინალში.
საკრუიზო ფოკუსი: დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, საფრანგეთი, იტალია, კანარის კუნძულები
საკრუიზო ლაინერები: MSC კრუიზები, როიალ კარიბის, ნორვეგიული, სელებრითი
რჩევა: ჩადით 1 დღით ადრე, ბარსელონას პორტი ქალაქის ცენტრიდან ძალიან ახლოსაა და ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მოასწრებთ.
2. ჩივიტავექია (რომი), იტალია
მართალია ჩივიტავექია ქალაქში არ მდებარეობს, მარამ რომის მთავარი საკრუიზო პორტია.
საკრუიზო ფოკუსი: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ხორვატია
საკრუიზო ლაინერები: კოსტა, პრინცესი, როიალ კარიბის, სელებრითი
ჩივიტავექცია რომიდან მატარებლით ან მანქანით 1.5 საათის სავალ გზაზე მდებარეობს.
3. ათენი (პირაეუსი), საბერძნეთი
პირაეუსი ათენის დატვირთული პორტია და ეგეოსის ზღვაში კუნძლების მოსანახულებელი კრუიზების დასაწყისი წერტილია.
საკრუიზო ფოკუსი: საბერძნეთის კუნძულები, თურქეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვა
საკრუიზო ლაინერები: MSC, ნორვეგიული.
პირაეუსი შეილება დატვირთული იყოს, ადრე მიდით, განსაკუთღებით ზაფხულში.

აზია/წყნარი ოკეანე: ეზოტიკური პორტები
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი ფუტურისტული ქალაქების, სამოთხე კუნძულების და ცოცხალი კულტურული გამოცდილებების მიქსს გვთავაზობს. მისი პორტები დაუვიწყარ მარშრუტებს გვთავაზობენ.
1. სინგაპური
ეს სამხრეთ აზიის მთავარი საკრუიზო ჰაბია.
საკრუიზო ფოკუსი: სამხრეთ აზია, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია
საკრუიზო ლაინერები: როიალ კარიბიანი, სელებრითი, პრინცესა
2. ტოკიო (იოკოჰამა), იაპონია
იოკოჰამა ტოკიოს საკრუიზო პორტია და იაპონისს საკულტო სანაპირო ქალაქებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.
საკრუიზო ფოკუსი: იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩრდილოეთ აზია
საკრუიზო ლაინერები: პრინცესი, MSC, სელებრითი
პორტი ტოკიოდან მატარებლით 1 საათის გზაზე მდებარეობს. საუკეთესო სეზონია გაზაფხული (საკურას ყვავილობით) და შემოდგომა (ზომიერი კლიმატით)
3. დუბაი
ეფექტურობით ცნობილი დუბაის პორტი როგორც მხოლოდ არაბული ყურის კრუიზებს, ასევე ევროპისა და აზიის კრუიზებსაც გვთავაზობს.
საკრუიზო ფოკუსი: არაბული ყურე, ინდოეთი, აზია, ევროპა
საკრუიზო ლაინერები: MSC, კოსტა, როიალ კარიბიანი
კრუიზის დასაგეგმად მოგვწერეთ!

