როგორ უნდა მოიქცეთ თუ კრუიზზე რამე დაგრჩებათ
პასპორტიდან დაწყებული სამკაულებით დამთავრებული, მოგზაურები პირად ნივთებს ხშირად კარგავენ. მაგრამ რა ხდება როცა ნივთებს საკრუიზო გემზე ტოვებთ?
თუ კრუიზიდან დაბრუნებისას, ბარგის ამოლაგებისას მიხვდით, რომ თქვენი ნივთები საკრუიზო ოთახში დაგრჩათ, პანიკას არ აყვეთ, მათ აუცილებლად დაიბრუნებთ. პირველ რიგში, დაეკონტაქტეთ თქვენს საკრუიზო ლაინერს და შეატყობინეთ მათ თუ რა ნივთები გაქვთ დაკარგული. დაკავშირებიდან რამდენიმე კვირაში თქვენ ნივთებს უკან მიიღებთ.
საკრუიზო ლაინერების უმეტესობას სპეციალური ფორმის შევსების სერვისი საკუთარ პლატფორმაზე აქვს განთავსებული. საჭიროა დაკარგულ ნივთებზე ონლაინ რეპორტი შეავსოთ. მას განიხილავენ და სიახლეებს შეგატყობინებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ, რაც შეიძლება მალე უნდა მიაწოდოთ დაკარგულ ნივთებზე ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოვნ ნივთებს ქველმოქმედებაში გაიღებენ.
განცხადების ფორმა შეგეკითხებათ გამგზავრების თარიღს, კაბინის ნომერს და დაახლოებით ინფორმაციას თუ სად შეიძლება ეს ნივთი დაგეტოვებინათ, მაგალითად ოთახში ტუმბოზე თუ აუზის სივრცეში სკამზე. მთავარია ნივთი დეტალურად აღწეროთ.
ძვირადღირებული ნივთების შემთხვევაში (კამერის აღჭურვილობები, გაჯეტები თუ ძვირფასი სამკაულები), შეგიძლიათ ჩართოთ დაზღვევაც. ბარგის დაზღვევა საშუალებას იძლევა დაკარგული ნივთების გამო კომპენსაცია მიიღოთ.
იმისათვის, რომ კრუიზზე არაფერი დაგრჩეთ, შეადგინეთ სია წასვლის წინა საღამოს. წასვლისას კი შეამოწმეთ ყველა ოთახი და უჯრა თუ თარო.
