14 გასართობი აქტივობა საკრუიზო გემზე
აქტივობები საკრუიზო გემზე შესაძლოა იყოს სარელაქსაციოც და აქტიურიც. ჩვენ გთავაზობთ იდეებს, თუ რითი შეგიძლიათ დაკავდეთ საკრუიზო გემით მოგზაურობისას.
1. “Escape Rooms”
როიალ კარიბიანის, ნორვეგიულის და პრინცესის გემებზე, მგზავრებს შეუძლიათ თავი თავსატეხების გამოცნობაში გამოსცადონ. ამ ლაინერებზე დაგხვდებათ ოთახები, საიდან გაქცევაც მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ და ამოხსნან.
2. ექსკურსიები
ექსკურსიები კრუიზზე დასვენების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ყველა გემზე მონახავთ ექსკურსიების საინფორმაციო დახლს და შეძლებთ ტურებზე ჩაწერას. თუ ბევრი სიარული არ გსურთ, მონახავთ ავტობუსის ტურებსაც. თუ აქტიური გამოცდილების მიღება გსურთ, შემოგთავაზებენ ცხენებით სიარულს ან ლაშქრობას.
3. სათამაშო შოუები
ინტერაქციულ ლაივ-სათამაშო შოუები ყველა გემზე დაგხვდებათ. შეუერთდებით სხვადასხვა ტიპის ქვესთებს, სამაგიდო თამაშებს, სადაც გემის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მონაწილეობის მიღება და პრიზის მოგება.
4. ლაივ მუსიკა
ლაივ მუსიკა საკრუიზო გემის შემადგენელი ნაწილია. მის დარბაზებში და ლაუნჯებში ყველა გემოვნების და ჟანრის მსმენელი მოძებნის თავის სასურველ ბგერებს. ეკრანით აჩვენებენ ცნობილ ლაივ მუსიკალურ შესრულებებს და კონცერტებსაც.
5. ფილმები
თუ კინო გიყვართ, საკრუიზო მოგზაურობისას ღია და დახურული კინოთეატრებითაც დატკბებით. აქ ხშირად აჩვენებენ 3D და 4D ფილმებსაც.
6. ფიზიკური აქტივობა
ყველა გემს აქვს ფიტნეს დარბაზი, ასევე თოკების პარკი, საცოცი კედელი და სხვა ფიტნეს მოწყობილობები, სადაც ფიზიკურად დაიხარჯებით. სურვილის შემთხვევაში შეუერთდით იოგის/პილატესის კლასებსაც.
7. აუზები
ყველა გემს ერთი აუზი მაინც აქვს, მაგრამ უმეტესობას რამდენიმე. აუზების გარდა, ბევრი ცხელი ჯაკუზები და ლოკაციები სარელაქსაციოდ და საკომუნიკაციოდ. აქვე ტარდება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები.
8. სპა პროცედურები
გაიკეთეთ მასაჟი ან ჩაიტარეთ რაიმე სილამაზის პროცედურა, ეწვიეთ თერმულ აბაზანებს, შედით საუნაში და ორთქლის ოთახებში.
9. ვარსკვლავებზე დაკვირვება
გემზე ყოფნისას მოკრიალებულ ცას და ბევრ ვარსკვლავს იხილავთ. ამიტომაც, თუ ვარსკვლავებზე დაკვირვება გიყვართ, გემზე ყოფნა იდეალური გადაწყვეტილებაა.
10. თემატური ღამეები
თუ კრუიზზე გასართობად და წვეულებებისთვის ხართ, ღამის საათებში დისკო შემოგეგებებათ. შეუერთდით 80-იანების, 90-იანების, 2000-იანების წვეულებებს, ასევე თეთრ საღამოებს, როცა ყველას თეთრი ფერის სამოსი აცვია.
11. ტრივია
დატესტეთ თქვენი თავი ქვიზებსა და ტრივიაში. თემა ნებისმიერი შეიძლება იყოს: პოპ კულტურა, მუსიკა, ისტორია, ჰარი პოტერი და აშ.
12. სასრიალოები
სასრიალოები კრუიზის კიდევ ერთი გასართობი ატრიბუტია. აქ ყველანაირი ზომის და ფორმის სასრიალოებს შეხვდებით.
13. ღვინის დაგემოვნება
თუ ღვინის გულშემატკივარი ხართ, კრუიზის ღვინის დაგემოვნების ტურებზე ჩაეწერეთ.
14. ხელოვნება და გალერეები
ხელოვნების გალერეები ბევრ გემზე დაგხვდებათ. შეგიძლიათ დაესწროთ შეხვედრებსაც ხელოვნების თემაზე.
