მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

ღამის აქტივობები კრუიზზე

გაინტერესებთ, რა ტიპის გასართობებს და აქტივობებს უნდა ელოდოთ ღამით კრუიზზე? ღამით ყველა დიდი გემი განსაკუთრებულად ცოცხლდება.

:უნდა ელოდოთ: თეატრალურ შოუებს, როგორც ლას ვეგასის სტილის, ასევე ბროდვეის მიუზიკლებს, ლაივ მუსიკას, ნიჭიერთა შოუებს, სთენდ-აფ კომედიას, თემატურ წვეულებებს, ცეკვის კლუბებს, კინოჩვენებებს და გასაცნობ თამაშებს. ამასთან, საკრუიზო ლაინერზე კაზინო, ბევრი ღვინის თუ ჩვეულებრივი ბარი და პაბია. მდინარის კრუიზებზე ხშირად არიან მომღერლები ან პიანისტები და ასრულებენ პერფორმანსებს. ზოგიერთი საკრუიზო ლაინერი გვთავაზობს საღამოს სპეციალურ ექსკურსიებს, რაც მგზავრებს ადგილობრივ კულტურას აცნობს. მაგალითად აზამარას კრუიზები ამ მხრივ საკმაოდ დატვირთულია, თანაც უფასოდ.

საიდან უნდა გაიგოთ თუ რა აქტივობებს გთავაზობთ თქვენი კრუზი? ყოველ საღამოს კაბინაში მოგიტანენ გეგმას იმის შესახებ თუ რა ხდება იმ კონკრეტულ საღამოს და ღამით, ასევე მიიღებთ ინფორმაციას თუ გემის რომელ ნაწილს უნდა ესტუმროთ კონრკეტული ღონისძიებისთვის ან სად მდებარეობს თქვენთვის სასურველი ბარი.

არის თუ არა დამატებითი გადასახადი? როგორც წესი არა. სკამები კომედი შ`უებზე, სპექტაკლებზე თუ ლაივ შესრულებებზე სრულიად უფასოა. თუმცა, ზოგიერთი საღამოს/ღამის ექსკურსია ფასიანია.

საკრუიზო ლაინერზე მხოლოდ ზრდასრულებისთვისაცაა ღამის აქტივობები. მაგალითად, საცეკვაო კლუბებში შესვლაზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული (18+). ზოგიერთი საკრუიზო ლაინერი ასევე გვთავაზობს კომედი შოუებს გვიან ღამით, მხოლოდ სრულწლოვნებისთვის. რაც შეეხებათ ბავშვებს, საღამოს მათთვისაც ბევრი აქტივობა იგეგმება. მაგალითად საბავშვო თამაშები, ფილმები და ვორქშოფები. თინეიჯერებს სთავაზობენ საცეკვაო წვეულებებს, ვიდეო თამაშებს და დიჯეის გაკვეთილებს. საერთო აქტივობა კი მოიცავს ვარსკვლავიანი ცის ქვეშ საოჯახო ფილმის ყურებას.

რომელ საათამდეა ბარები და ლაუნჯები ღია? როგორც წესი, საკრუიზო გემების ბარები ღამის 1 საათზე იკეტებიან. ლაუნჯები და კლუბები კი შესაძლოა მთელი ღამე ღია იყოს.