3 საიდუმლო კრუიზის კაბინაში, რომელიც ბევრმა სტუმარმა არ იცის
საკრუიზო კაბინაში რამდენიმე საიდუმლოება არსებობს, რაც შეიძლება ვერ დაინახოთ, მითუმეტეს მაშინ, თუ საკრუიზო გემით პირველად მგზავრობთ. ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ რათა მგზავრობისთვის უფრო მეტად იყოთ მზად. ზოგადად, კრუიზის კაბინა მაქსიმალურად ფუნქციური უნდა იყოს, შესაბამისად მას კომპაქტური ავეჯით აწყობენ.
რეალურად, კაბინაში არსებულ ავეჯს შეუძლია სხვადასხვა ფუნქცია შეითავსოს. მაგალითად, დივანი გადაიქცეს საწოლად. ამიტომაც, შეგიძლიათ გაშალოთ ის სურვილის შემთხვევაში. ეს ძალიან გამოსადეგარია მათთვის, ვინც ბავშვთან ერთად მოგზაურობს.
ტრანსფორმატორი-ავეჯი აქ მხოლოდ საწოლების სახით არ გვხვდება. მაგიდასთან მდებარე სკამი თან სკამია და თან შესანახი ტუმბო. ასევე ის შეიძლება გახდეს ყავის მაგიდა, თუ ზედა ნაწილს მოხსნით. ამის ცოდნა გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ნივთების ზედმეტი შესანახი სივრცე გსურთ ან თუ კონკრეტულ სიტუაციაში დაბალი მაგიდა დაგჭირდებათ.

ასევე თუ დამატებით ადგილს ეძებთ მობილურის დასატენად, შეიხედეთ მაგიდის უკან და საწოლთან მდებარე განათებების გარშემო. საკრუიზო გემებში ბევრი ელექტრო შესაერთებელი არაა, განსაკუთრებით ძველ გემებში. ახალ ლაინერებეში ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ შეგიძლიათ იპოვნოთ დამატებითი დენის წყაროებიც. ისინი შესაძლოა საწოლის გვერდით არ იყოს, როგორც სასტუმროებშია ხოლმე, მაგრამ მათ იპოვნით საწოლის სანათურის ქვეშ.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა, თუ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობთ და ისინი გვერდითა კაბინაში არიან, შეგიძლიათ კრუიზის თანამშრომლებს აივნის გამყოფის მოხსნა სთხოვოთ და გაერთიანებული აივნით ისარგებლოთ.

