მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაჯავშნოთ Norwegian Epic ხმელთაშუაზღვაში

ხმელთაშუაზღვის კრუიზები საშუალებას გვაძლევენ მოვინახულოთ სანტორინი, მიკონოსი, ამალფის სანაპირო, ნეაპოლი, სიცილია და სხვა მშვენიერი ადგილები. ჩვენ ამ მიმართულებით გირჩევთ საკრუიზო გემს სახელად: Norwegian Epic. ის 2010 წელს შეიქმნა და ხმელთაშუაზღვაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრუიზო ლაინერია.

1. მარშრუტები იდეალური სიგრძისაა და მოიცავენ ულამაზეს პორტებს ყოველდღიურად

1 კვირა ევროპაში სრული გამოცდილების მისაღებად საკმაოდ მოკლე დროა. ნორვეგიული ეპიკის მარშღუტები 7-დან 12 დღემდე გრძელდებიან და ბევრ პორტში ჩერდებიან. მათ შორისაა: სანტორინი, ათენი, მიკონოსი, ნეაპოლი, ფლორენცია/პიზა (ლივორნო), რომი (ჩივიტავექია); კატანია, სიცილია, ვალეტა, კანი. მიმზიდველი საპორტო ინტენსივობა ხმელთაშუაზღვაში გემით მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის.

2. ფასი შესაბამისია

სხვა კრუიზების მსგავსად, ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: კაბინის ტიპზე, წლის დროზე, დღეების რაოდენობაზე და აშ. ნორვეგიული ეპიკის სხვადასხვა გემის ფასების ნახვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი. ისინი შესაბამისია შემოთავაზებულ ხარისხთან. ასევე, ხმელეთზე იგივე მარშრუტის გავლას რომ შევადაროთ, ნამდვილად ადეკვატურია.

3. გემრიელი კვება და კარგი სასადილო სივრცეები

ამ გემზე როგორც უფასო ასევე ფასიანი საკვები სივრცეების დიდი არჩევანი და მრავალფეროვნებაა. საკვების ხარისხი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ზოგიერთ სივრცეში მენიუები ყოველდღე იცვლება, მათ შორის ბუფეტშიც. შეგიძლიათ შექმნათ “საკუთარი ნუდლსის სუპი” სასურველი ინგრედიენტებით.

4. დაუვიწყარი საწვეულებო განწყობა, ლაივ მუსიკა და თამაშები

საკრუიზო მოგზაურობა გასართობიც უნდა იყოს. ამ გემზე კი გართობა კარგად ესმით. ნორვეგიულ ეპიკზე ბევრი საცეკვაო წვეულება, სახალისო შეჯიბრი, შოუ და მუსიკალური პერფორმანსი ეწყობა. აქ ნამდვილად არ მოიწყენთ.

5. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მოგზაურის გემოვნებას, ამ გემის ბორტზე ბევრი თავშესაქცევია

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და იმას თუ ვისთან ერთად მოგზაურობთ, აქ ყველასთვის მოიძებნება რამე. მათ შორისაა ყველა ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სივრცე და აკვაპარკი, ზრდასრულებისთვის ბარები და ლაუნჯები (ღია თუ დახურული), აუზები, ეკრანები სპორტის და ფილმის საყურებლად და აშ.

“Norwegian Epic” ბრწყინვალე არჩევანია ხმელთაშუაზღვაში კრუიზის ასარჩევად, როცა ხარისხი თქვენთვის პრიორიტეტია. მისი საშუალებით ევროპის რამდენიმე ლოკაციას მოინახულებთ ბარგის თრევის გარეშე, გემრიელად მიირთმევთ, გაერთობით და დაუვიწყარ მოგონებებს შექმნით.