საუკეთესო თვეები ხმელთაშუა ზღვაში საკრუიზოდ
ხმელთაშუა ზღვა ბრწყინვალე რეგიონია, რომელიც სამხრეთ ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის 20-მდე ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ორ კუნძულ-სახემწიფოს: კვიპროსს და მალტას. ის კულტურული და რელიგიური ძეგლების, დიდი ქალაქების და მშვიდი კუნძულების მიქსია. ამიტომაც, ხმელთაშუა ზღვის კრუიზი იდეალურია კრუიზის შერჩევისას. აქ მთელი წლის მანძილზე შეგიძლიათ კრუიზის დაჯავშნა. ჩვენ ამ ბლოგში თითოეულ თვეს განვიხილავთ:
იანვარი/თებერვალი
კრუიზები, რომლებიც იანვარსა და თებერვალში გადიან, როგორც წესი ბარსელონადან ტენერიფესკენ გადაადგილდებიან. მოიცავენ პალმა დე მალიორკას, ესპანეთის სხვა პორტებს და ასევე იტალიას. ამ დროს თავიდან აიცილებთ ხალხმრავლობას და კრუიზის ფასიც შედარებით დაბალი იქნება.
ტემპერატურა: 20 გრადუსი, ზოგგან უნდა მოელოდეთ 10-საც. კანარის კუნძულებსა და ბარსელონაში წლის ამ დროს წვიმები ნაკლებადაა.
ფესტივალები: ძირითადად თებერვალში. ამ კუთხით აღსანიშნავია ვენეცია.
მარტი/აპრილი
ადრეული გაზაფხული ხმელთაშუაზღვაში საკრუიზო სეზონის აქტიური დასაწყისია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოჯახი ამ დროს სკოლის დასვენებების გამო საკრუიზო მოგზაურობას არჩევს, ხალხის გადაჭარბებულ რაოდენობას მაინც არ უნდა ელოდოთ.
ტემპერატურა: შუადღეს 20 გრადუსამდე, სასიამოვნო დროა პორტის დათვალიერებისთვის, რადგანაც არ ცხელა. ამ დროს წვიმაც მოსალოდნელია.
ფესტივალები: 25 მარტი საბერძნეთში დამოუკიდებლობის დღეა და ათენსა თუ მის კუნძულებზე თუ გაჩერდებით, საფესტივალო განწყობის მონაწილე გახდებით. ამ დროს ემთხვევა ხოლმე აღდგომაც იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
მაისი/ივნისი
ხმელთაშუაზღვაში გრძელი დღეების და მზის ზომიერი კაშკაშის შესაგრძნობად, სწორედ ეს ორი თვე უნდა შეარჩიოთ. თანაც, ამ დროს აქ იმაზე ცოტა ხალხია ვიდრე უშუალოდ ზაფხულში.
ტემპერატურა: ტემპერატურა მაისში ზრდას იწყებს და იდეალური დროა საბერძნეთში სამოგზაუროდ. თუმცა ზღვა შესაძლოა არც ისე თბილი იყოს.
ფესტივალები: 23-24 ივნისს მენორკაში, ესპანეთში.
ივლისი/აგვისტო
ზაფხულის სიცხეში, ბევრი დღის შუქითა და ცხელი ტემპერატურით, რაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს უხდება, ივლისი და აგვისტო ყველაზე პოპულარული თვეების კრუიზისათვის.
ტემპერატურა: გააჩნია რეგიონს. შესაძლოა იყოს 30, 35. ელოდეთ მშრალ, მზიან დღეებს.
ფესტივალები: 15 აგვისტო მნიშვნელოვანია მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ღვთისმშობლობა აღინიშნება იტალიაშ, პორტუგალიაში, მონაკოსა და ხორვატიაში.
სექტემბერი/ოქტომბერი
პიკი ზაფხულის შემდეგ კრუიი ფანტასტიკური გზაა კარგი ამინდებისთვის. ფასებიც ნელ-ნელა დაკლებას იწყებენ.
ტემპერატურა: 25 გრადუსი, თუმცა ღამით შესაძლოა 10-ზეც ჩამოვიდეს. ოქტომბერი წვიმიანი თვეა მარსელში, ელოდეთ წვიმას რომის და ტანგიერის პორტებშიც, მაროკოში. წყალი ამ დროს საგრძნობლად თბილია, განსაკუთრებით სარდინიის სანაპიროებზე.
ფესტივალები: რთველი ტოსკანაში სექტემბრის პირველ კვირაში იწყება და ამ დროს იტალიის გარშემო ბევრ ფესტივალს უნდა ელოდოთ.
ნოემბერი/დეკემბერი
ხმელთაშუაზღვაში მოგზაურობა ზამთარში ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ტემპერატურა ზომიერია. ამ დროს შეგიძლიათ მოინახულოთ საშ`ბაო ბაზრობები და შეიძინოთ საინტერესო ნივთები.
ტემპერატურა: მართალია ბევრ პორტში ტემპერატურა 10 გრადუსამდე და მის ქვემოთაა, მაგრამ კანარის კუნძულებზე, მალტაზე, კრეტასა და კვიპროსში შედარებით თბილა. მოსალოდნელია მცირე შტორმები, ნოემბერში კი ბევრი წვიმა.
ფესტივალები: ამ პერიოდის მთავარი დღესასწაულია შობა.

