მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რატომ უნდა აირჩოთ NCL კრუიზები

ნორვეგიულ საკრუიზო ლაინერთან ერთად, წინ ყოველთვის ბევრი თავგადასავალი გელით. მასთან ერთად ბევრ საკულტო მიმართულებას აღმოაჩენთ და ივახშმებთ მსოფლიო დონის რესტორნებში. რატომ ნორვეგიული? იმიტომ რომ ის გვთავაზობს მაღალი ხარისხის, კომფორტულ დასვენებას მისაღებ ფასებში.

სწორი საკრუიზო ლაინერის შერჩევა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც მისი არჩევა ეკომფორტულებათ, საჭმლის ნებისმიერ დროს მირთმევაა. ამ კრუიზზე ყოფნისას შეგიძლიათ კრუიზის უფასო კვება ნებისმიერ დროს მიირთვათ.

NCL-ის გემები ბროდვეის სტილის შოუებს, სასრიალოებს, სათამაშო აპარატებს, ლაზერთაგს და თემატურ წვეულებებს გვთავაზობს. ნორვეგიული კრუიზები ბიუჯეტური კრუიზებია ხარისხის გაფუჭების გარეშე. მათი კაბინების თანამედროვე დიზაინი თავს კურორტულ ატმოსფეროში გაგრძნობინებთ.

NCL არაჩვეულებრივი არჩევანია სოლო მოგზაურებისთვის. მათი სოლო კატეგორიის კაბინები ვრცელი და კომფორტულია. სოლო მოგზაურებს საშუალება აქვთ სოლო ლაუნჯებში შევიდნენ და ღონისძიებებს დაესწრონ.

ნორვეგიული კრუიზები მრავალფეროვან სასადილო არჩევანს გვთავაზობს – ბუფეტიდან კერძო რესტორნებამდე. ზოგიერთი კრუიზი ფასდაკლებასაც გთავაზობთ მესამე და მეოთხე სტუმარზე რაც მშვენიერი შემოთავაზებაა ოჯახებისა და მეგობრებისთვის.

NCL შექმნილია და მორგებულია ყველასთვის, ის დააკმაყოფილებს ოჯახებს, წყვილებს თაფლობისთვეში, სოლო მოგზაურებს თუ თავგადასავლების მოყვარულებს. არ აქვს მნიშვნელობა სოციალური თუ კერძო ატმოსფეროს შექმნა გსურთ გარშემო, თქვენი არდადეგები ნორვეგიულ კრუიზთან ერთად დაუვიწყარი იქნება. ჩაერთვებით მასშტაბურ აქტივობებში ან იპოვნით სიმშვიდეს განცალკევებულ ადგილებში. ის ყველაფერს გვთავაზობს, როგორც სასრიალოებს ბავშვებისთვის, ასევე სტუდიო კაბინებს მარტო მოგზაურებისთვის.

ნორვეგიულ კრუიზთან ერთად გამოცდით ტრადიციულ გართობას თანამედროვე შტრიხებით და სიმდიდრის დეტალებით.