მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

6 საკრუიზო მიმართულება საჰაერო ბუშტით გასეირნებისთვის

კრუიზები მსოფლიოს უამრავი მიმართულებით დადიან და სხვადასხვა ლანდშაფტის აღმოჩენაში გვეხმარებიან. მაგრამ, შეგიძლიათ კრუიზი პირადი ინტერესების მიხედვით აარჩიოთ. ჩვენ გირჩევთ იმ პორტებს, სადაც კრუიზით გაჩერების შემთხვევაში საჰაერო ბუშტით ექსკურსიის საშუალება გექნებათ:

ტოსკანა (ლივორნო), იტალია

თუ იტალიურ სანაპიროზე შეცურავთ, წყლიდან იხილავთ ელბას მწვანე მთებს და ჩინკე ტერეს ლამაზ სოფლებს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ვიცით რა ლეონარდო და ვინჩის ერთგვარი შეპყრობილობა საჰაერო ბუშტების მიმართ, ტოსკანა თითქოს პატივს მიაგებს მის წიაღში დაბადებულ არტისტს და იტალიის შესაგრძნობად ამ აქტივობას გვთავაზობს. თუ თქვენი კრუიზი ლივორნოში ჩერდება, საჰაერო ბუშტის ტურს თავად კრუიზის თანამშრომლები დაგიგეგმავენ ან პორტში შეძლებთ დაჯავშნას.

ბარსელონა, ესპანეთი

ბარსელონადან მოკლე მანძილზე მდებარე საჰაერო ბუშტების სერვისი (Ballooning Barcelona) კატალონიის თავზე აგაფრენთ. დაათვალიერებთ ესპანეთის მთებსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს.

კეიპ თაუნი, სამხრეთ აფრიკა

კეიპთაუნის პორტიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე, სამხრეთ აფრიკის ყველაზე დატვირთული ღვინის რეგიონი მდებარეობს, ადგილი, სადაც საჰაერო ბუშტები ცას ავსებენ. ნოემბრიდან მაისამდე აქ საჰაერო ბუშტები ყოველდღე დაფრინავენ. გადმოხედავთ სამხრეთ აფრიკის მთებსა და ვენახებს. ამიტომაც, თუ კრუიზით კეიპთაუნში ერთ ღამეს მაინც ჩერდებით, შეგიძლიათ საჰაერო ბუშტითაც გაისეირნოთ.

კაბადოკია, თურქეთი

მართალია კაპადოკია პორტთან ახლოს არ მდებარეობს, მაგრამ შეგიძლიათ აიღოთ ტური სტამბოლის პორტიდან. ეს რეგიონი საჰაერო ბუშტებისთვის საიმედო ამინდით და ლამაზი ლანდშაფტით გამოირჩევა.

შალონ-სურ-სონი, საფრანგეთი

ბურგუნდიის გულში მდებარე შალონ-სურ-სონი მდინარე საონის ნაპირებზე მდებარეობს. ადვილად მოხვდებით ბონის, დიჟონის და სხვა რამდენიმე ქალაქში, სადაც საჰაერო ბუშტის კომპანიები მუშაობენ. გადმოხედავთ ვენახებსა და შატოებს. ფრენები აქ მარტიდან ოქტომბრამდეა. განსაკუთრებით მომხიბვლელია შემოდგომის ფერებში.

ლუქსორი, ეგვიპტე

ლუქსორი მდინარე ნილოსის ნაპირებზე მდებარე ბაზაა საჰაერო ბუშტებისათვის. აქედან გადმოხედავთ დიუნებს, ოაზისს და უდაბნოს. მოიწყვეთ ექსკურსია მეფეების ველის, არქეოლოგიური ნანგრევების და ანტიკური საყდრების მოსანახულებლად.