რატომაა საკრუიზო ლაინერები თეთრი ფერის
საკრუიზო ლაინერები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან. მაგრამ, ერთი ფაქტი საერთო რჩება: ყველა მათგანი თეთრადაა შეღებილი. რატომ? იმიტომ რომ თეთრი რიეკლავს მზის შუქს, გემს საშუალებას აძლევს იყოს გრილად და მგზავრებს კომფორტულ გარემოს უქმნის. ალბათ გახსენდებათ შავი ფერის ტიტანიკი, მაგრამ ეს წარსულში დარჩა. ადრე, როცა გემებს ნახშირი სჭირდებოდათ, შავი საღებავი ნახშირის მტვერს ფარავდა. დღეს გემებს სხვანაირი, უფრო სუფთა საწვავი აქვთ. გემისთვის თეთრი ფერის შეფერილობა წარმოიდგინეთ ისე, თითქოს ეს მისთვის მზისგან დამცავი კრემი იყოს.
“თეთრი საღებავი გემების სიგრილის შენარჩუნებაში ეხმარება”
როგორც ზაფხულის სიცხეში ღია სამოსში უფრო გრილად ვგრძნობთ თავს, ასევე თეთრად შეღებილი გემებიც უფრო ინარჩუნებენ სიგრილეს. იგივე ლოგიკა მოქმედებს თვითმფრინავებზეც. თეთრი საღებავი საშუალებას იძლევა გემის ინტერიერის ტემპერატურა გაკონტროლებული იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ განსხვავებულ კლიმატში უწევთ მოძრაობა. თეთრი საღებავების უმეტესობას ძალა შესწევს 80-90%-ით აირეკლოს მზის განათება.
თეთრი ფერი გემის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას, რადგანაც მასზე დაზიანებები ადვილად ჩანს. თეთრი ფერი არამხოლოდ პრაქტიკული არჩევანია, არამედ ბიუჯეტურიც. ის უფრო რთულად ხუნდება და ცვდება, ვიდრე სხვა ფერები.
