მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

როგორია Royal Caribbean-ის 7 სხვადასხვა კლასი

Royal Caribbean-ის გემის კლასები თითქმის ყველა სტილის კრუიზს აერთიანებენ და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. ეს ლაინერი მსოფლიოში ცნობილია უზარმაზარი გემებით, მათ შორის მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო გემით. Royal Caribbean 7 კლასად იყოფა. მათ შორის არის მსგავსებებიც და განსხვავებებიც.

Royal Caribbean Icon Class: მსოფლიოს უდიდესი გემები

ამ კლასის უგაცნობით როიალ კარიბიანმა მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო გემებს შორის რეკორდი მოხსნა. ეს გემები 8 ნაწილად იყოფიან, მოიცავენ საჯახო და განცალკევებულ კომპლექსებს ბარ-რესტორნებით. აქ ნახავთ აკვათეატრს და 20 სხვადასხვა საკვებ სივრცეს.

2. Royal Caribbean Oasis Class: გამორჩეულად დიდი გემები

ოაზისის კლასის შემადგენლობაში შედიან: Oasis of the Seas, Allure of the Seas, Harmony of the Seas, Symphony of the Seas, Utopia of the Seas, და Wonder of the Seas. ოაზისის კლასს 7000 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. გემებზე წარმოდგენილია რესტორნები, ინოვაციური თავშესაქცევები და ბროდვეის შოუები. ოაზისი იმდენად დატვირთულია, რომ სტუმრები მთელი დღის მანძილზე დაკავდებიან სხვადასხვა აქტივობით და დროის გასვლას ვერც შეიგრძნობენ. ოაზისის კლასი გვთავაზობს სერფინგის სიმულაციებსაც, ზიპლაინსაც, ლაზერის თამაშებს, ცოცვასაც და სასრიალოებსაც.

3. Royal Caribbean Quantum and Quantum-Ultra Class: “მაღალი ხარისხი პატარა შეფუთვაში”

ეს კლასიც უამრავ აქტივობას გვთავაზობს, მაგრამ მხოლოდ 4000 მგზავრისთვის. ამკლასის ქვეშ ეს გემები ერთიანდებიან: Quantum of the Seas, Ovation of the Seas, Anthem of the Seas, Spectrum of the Seas (Quantum Ultra Class) და Odyssey of the Seas. შეგიძლიათ ახვიდეთ მასზე დამაგრებულ კაფსულაში, საიდანაც 360 გრადუსიანი ხედი იშლება. აქ დაკავდებით სერფინგის და სქაიდაივინგის სიმულაციებით, როლიკებით, ლაზერ თეგით და აშ.

4. Royal Caribbean Voyager Class: საკულტო და ბიუჯეტური

როიალ კარიბიანის ლაინერმა თავისი სერვისები პირველად სწორედ ვოიაჟერში დაამკვიდრა. ამ კლასის გემები 1999-2003 წლებში აშენდა და შიდა სავაჭრო ხეივანს წარმოგვიდგენდა. კლასი აერთიანებს გემებს: Voyager of the Seas, Explorer of the Seas, Adventure of the Seas, Navigator of the Seas და Mariner of the Seas. ამ გემებზე ნახავთ მოკლე ბიუჯეტურ ტურებს. ვოიაჟერი გვთავაზობს აუზებს, ყინულზე სრიალს, ცოცვას და მინი გოლფს. მისი ბულვარი მგზავრებს საშუალებას აძლევს ხალხი გაიცნონ, დალიონ, იშოპინგონ და წაიხემსონ.

5. Royal Caribbean Freedom Class: ჟრიამული და გართობა

ამ კლასის ლაინერები ძირითადად 3-4 ღამიან კრუიზებს გვთავაზობენ. ამერიკის გარდა, ისინი დადიან ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის და პორტუგალიის მიმართულებით. “თავისუფლების კლასის” გემები პირველებია საკრუიზო ისტორიაში, რომლებმაც სერფინგის სიმულატორები დაამკვიდრეს. აქ იცოცებთ, ითამაშებთ გოლფს, ისრიალებთ ყინულზე და აშ.

6. Royal Caribbean Vision Class: ინტენსიური მიმართულებები

ვიჟენის კლასი აერთიანებს შემდეგ გემებს: Grandeur of the Seas, Rhapsody of the Seas, Enchantment of the Seas და Vision of the Seas. ყველა მათგანი 90-იან წლებში აშენდა და 2000 მგზავრს მასპინძლობს. აქ აუზების ნაცვლად დაგხვდებათ ზიპლაინი, სერფინგის სიმულატორი, აკვა თეატრი და აშ.

7. Royal Caribbean Radiance Class: საშუალო ზომის ჰემები მშვიდი გასეირნებისთვის

2000-იან წლებში აშენებული ეს გემები შექმნილია იმისთვის, რომ ოკეანის ხედებით დატკბეთ. ის აერთიანებს შემდეგ გემებს: Radiance of the Seas, Brilliance of the Seas, Serenade of the Seas და Jewel of the Seas. აქ საკმარისაც ბევრი აქტივობაა იმისთვის, რომ ყველა ტიპის მგზავრი გაერთოს, მათ შორის გამოსცდით ადრენალინსაც.