მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

10 რამ რისი გაკეთებაც კრუიზის კაბინაში აკრძალულია

კრუიზი სარელაქსაციო დასვენების საშუალებაა, სადაც ბევრი სადარდებელი არ გექნებათ. მაგრამ, არსებობს წესები, რომლებსაც კაბინაში ყოფნისას უნდა მიყვეთ. გიზიარებთ ათ აკრძალვას:

მოწევა (მათ შორის ვეიპის):

როგორც წესი, საკრუიზო გემების სპეციალურ სივრცეებში მოწევა დაშვებულია. მაგრამ კაბინაში ის აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აივანი აქვს. ეს არამხოლოდ სარისკო ქმედებაა, არამედ სხვა მგზავრების შეწუხების საკითხიცაა, რომლებიც საკუთარ ვერანდებზე ატარებენ დროს. კაბინაში მოწევის შემთხვევაში, მოგიწევთ ჯარიმის გადახდა, რომელიც ყველა საკრუიზო ლაინერს სხვადასხვა რაოდენობისაა. აკრძალულია როგორც სიგარეტის, ასევე ვეიპის და მარიხუანას მოწევა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შესაძლოა ახლომდებარე პორტში ჩამოგსვან ან დაგაკაონ.

სანთლის ანთება

კრუიზზე სანთლების ატანა აკრძალულია. ერთ კაბინაში დანთებულმა პატარა სანთელმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს.

არეულობის დატოვება

კრუიზის კაბინაში არეულობის დატოვება კარგი ჟესტი არაა. მიუხედავად იმისა, რომ კაბინის დალაგება და მოწესრიგება გემის მომსახურე პერსონალის საქმეა, ნუ დატოვებთ თეფშებს და ჭურჭელს გარშემო. შეგიძლიათ გამოყენების შემდეგ ისინი კაბინის გარეთ დადოთ.

მუსიკის დინამიკში ჩართვა განსაკუთრებით დილით ადრე ან ღამით გვიან

საკრუიზო კაბინები მომცრო ზომისაა. ეს ნიშნავს, რომ პატივი უნდა სცეთ სხვის სივრცეს და არ გამოიწვიოთ ზედმეტი ხმაური. ნუ ჩართავთ მუსიკას დინამიკში და ნუ იყვირებთ.

უთოს გამოყენება

ზოგადად უთოს, თუნდა ორთქლისას, ბარგის შემოწმებისას დაგატოვებინებენ, თუმცა თუ მაინც შეძელით ატანა, ნუ გამოიყენებთ მას კაბინაში. სანთლების მსგავსად ეს ნივთებიც წარმოადგენენ რისკს უსაფრთხოების დაცვის საკითხში. შეგიძლიათ ისარგებლოთ კრუიზის ქიმწმენდის სერვისით ან დაკიდოთ პერანგი ბანაობისას აბაზანაში. ეს მის ნაოჭებს გარკვეულწილად გაასწორებს.

უნიტაზში რაიმეს ჩარეცხვა ტუალეტის ქაღალდის გარდა

საკრუიზო გემებზე კანალიზაცია განსხვავებულია ხმელეთთან შედარებით. თუ თქვენ უპასუხისმგებლოდ მოექცევით ამ წესს, ამით შესაძლოა სხვა მგზავრებიც დაზარალდნენ. ჰიგიენური პროდუქტები, სველი ხელსახოცები თუ სხვა ნივთები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს გემის საკანალიზაციო სისტემაში.

აივნიდან რაიმეს გადაგდება

თუ თქვენს კაბინას აივანი აქვს, დატკბით მასზე ყოფნით, მაგრამ წყალში ნურაფერს ნუ მოისვრით. საკრუიზო გემებს მკაცრი წესებით აქვთ ოკეანის დაბინძურებაზე. ამ შემთხვევაშიც მოქმედებს სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმა.

რაიმეს გადაკიდება აივნის მოაჯირზე

ოკეანის ქარი არაპროგნოზირებადია და აკრძალულია კაბინის აივნის მოაჯირზე სველი ან მშრალი პირსახოცის, საცურაო კოსტიუმის თუ სხვა სამოსის გადაკიდება. ისინი მარტივად ვარდებიან წყალში გემების რხევების გამოც. ამასთან, პირსახოცის დაკარგვაც ჯარიმას ექვემდებარება. როგორც წესი, ყველა კრუიზის სააბაზანოშია გასაშრობი საკიდი.

აივნიდან წყალში გადახტომა

არამხოლოდ გადახტომა, არამედ არ შეიძლება აივნის მოაჯირზე გადაძრომაც, თუნდაც ამას ფოტოს გადაღებისთვის აკეთებდეთ.

აივნის კარის ღია დატოვება

არ დაგავიწყდეთ აივნის კარის დაკეტვა კაბინიდან გასვლის დროს. პირველ რიგში ეს ქმნის ქარის გვირაბს ოთახში და შესაძლოა რაიმე დაზიანდეს. ასევე, გემის კაბინებში მუშაობს გაგრილების სისტემა და ის ავტომატურად ითიშება როცა კარი ღიაა.