მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

არის თუ არა საკრუიზო გემებზე ინტერნეტი?

კრუიზის კაბინები სასტუმროს ნომრებს წააგავს. იქ ისეთივე სერვისები დაგხვდებათ, როგორც სასტუმროში. შეძლებთ ისარგებლოთ აუზით, სავარჯიშო დარბაზით, რესტორანით თუ გასართობი არეალებით. თუ რამე დახმარება დაგჭირდებათ, აქ ისევე დაგხვდებიან მიმღებში, როგორც სასტუმროში. მაგრამ ერთი რამ, რაშიც სასტუმრო კრუიზს კონკურენციას ვერ უწევს, – ვაიფაია.

ზოგადად, საკრუიზო გემებს დიდიხანია რაც ინტერნეტი მოეწოდებათ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ის არის ნელი, ძვირი ან არასტაბილური. ზღვაში ყოფნისას, კრუიზებს უჭირთ სატელიტებისგან ინტერნეტის დაჭერა, რაც დაბალი ხარისხის WiFi კავშირს იწვევს. თუმცა, რა თქმაუნდა ცივილიზაციას სრულად არ მოწყდებით. თუ გარკვეულ თანხას გადაიხდით, ონლაინში ყოფნასაც შეძლებთ. მაგრამ მაინც ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ინსტაგრამის და ტიკ-ტოკის ვიდეოებს სწრაფი სიჩქარით დაათვალიერებთ ან უპასუხებთ ზუმის ზარებს კრუიზის ტერასაზე. მიუდექით საკრუიზო გამოცდილებას, როგორც დიჯიტალ დეტოქსს.

საკრუიზო ხაზები სხვადასხვა ტიპის პაკეტებს გვთავაზობენ იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით გსურთ ონლაინის შემოწმება. საწყისი ინტერნეტ პაკეტის ფასი შესაძლოა იყოს 15$. მაგალითად, MSC კრუიზი სტარლინკის ინტერნეტს გვთავაზობს და თუ ერთკვირიან კრუიზში იმყოფებით, კვირის ინტერნეტ პაკეტის შეძენას 100$-ად შეძლებთ.