მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

რა არ უნდა წაიღოთ კრუიზზე?

აეროპორტის მსგავსად, კრუიზსაც აქვს თავისი შეზღუდვები თან წასაღებ ნივთებთან დაკავშირებით. ჩვენ ძირითად სიას წარმოგიდგენთ:

1. იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები, ფეირვერკი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ გემზე ფეირვერკსა და ასაფეთქებელ საშუალებებს წვეულებების დროს გასართობად იყენებენ, თავად მისი ბორტზე ატანა გეკრძალებათ.

2. ნივთები, რომლებიც პოტენციურ იარაღად ითვლებიან

აეროპორტების მსგავსად, ბასრი იარაღები: დანა, ტყვია თუ თოფის რეპლიკა – კრუიზში დაუშვებელია. ზოგიერთი საკრუიზო კომპანია ნებას რთავს ატაროთ საპარსი და ფრჩხილის მაკრატელი.

3. ნარკოტიკები და მსგავსი სუბსტანციები

ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად, გეკრძალებათ კანაბისის პროდუქტების ან მარიხუანას ფლობაც.

4. სასმელები

ალკოჰოლური სასმელების კრუიზში ატანა აკრძალულია და ნუ ჩადებთ მათ ბარგში და ნუ ჩაასხავთ წყლის თუ სხვა სასმლის ბოთლებში. ყველა თქვენი ნივთი სპეციალურ სკანირებას გადის. ზოგიერთი ლაინერი არამხოლოდ ალკოჰოლს, არამედ სხვა ტიპის სასმელებსაც კრძალავს.

5. ნივთები, რომლებიც აჩენენ ხანძრის საფრთხეს

ეს მოიცავს აალებად სითხეებსაც, ასანთსაც, სანთელსაც, თუმცა მრავალჯერადი სიგარეტის სანთებელები არ იკრძალება.

6. შინაური ცხოველები

კრუიზზე ნებისმიერი შინაური ცხოველის ყოლა იკრძალება.

7. ყვავილები და მცენარეები

ყვავილებს და მცენარეებს გავლენა აქვთ კრუიზის ეკოსისტემაზე, ამიტომაც მათი ბორტზე ატანა იკრძალება.

8. მფრინავი გაჯეტები, დრონები

მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ფოტოგრაფია ძალიან პოპულარული გახდა, მისი კრუიზში წაღება აკრძალულია, რადგანაც დრონი არღვევს გემის საოპერაციო სივრცეს, საფრთხეს უქმნის სტუმრების პირადი სივრცის დაცულობას და აშ.

9. ზოგიერთი სპორტული აღჭურვილობა

მაგალითად ბეისბოლის, ჰოკეის, კრიკეტის ჯოხი, სათხილამურო ჯოხები…

10. მალფუჭებადი საკვები

სია მოიცავს ხილს, ბოსტნეულს, ხორცს და ხორცის პროდუქტებს. ასევე ხელნაკეთ საკვებს.