7 რამ, რაც კრუიზში მოგზაურობას ყველაზე კომფორტულ გამოცდილებად აქცევს
თუ საკრუიზო გემზე არასდროს ყოფილხართ, დროა მსგავს მოგზაურობაში გაემართოთ! ჩვენ გეტყვით თუ რა ხდის კრუიზს დაუვიწყარს:
1. ნახავთ ბევრ ადგილს, მაგრამ ბარგის ამოლაგება მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ.
ხმელთაშუაზღვის კრუიზები შესაძლოა დაიწყოს საბერძნეთში და მოგატაროთ მალტა, იტალია, საფრანგეთი თუ ესპანეთი. შესაბამისად, ერთ კაბინაში დასახლებით, რამდენიმე ადგილს იხილავთ.
2. ნავიგაციას სხვას მიანდობთ
სახმელეთო მოგზაურობისას ნავიგაციის უნარები აუცილებელია, რათა გაიგნოთ გზა აეროპორტიდან სასტუმრომდე თუ ერთი ქუჩიდან მეორემდე. თუ მანქანას იქირავებთ, მიმართულებები კვლავ თქვენ უნდა განსაზღვროთ. კრუიზის შემთხვევაში, ამ საქმეს მთლიანად კაპიტანს მიანდობთ.
3. გასაოცარი ოკეანის და ზღვის ხედებისთვის
თუ კრუიზში აივნიან ოთახს აიღებთ, ზღვის ხედებით ინდივიდუალური სივრციდანაც ისიამოვნებთ. ზოგადად, კრუიზის ტერასებიდან თუ რესტორნებიდან საოცარი წყლის ხედები იშლება.

4. ბავშვის “პრეტენზიული ჭამა” აქ პრობლემა არაა
თუ ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, ალბათ ყველაზე მეტად მის კვებაზე ღელავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ყველაფრის ჭამა არ უყვარს. კრუიზზე ისეთ რამეებსაც დაგახვედრებენ, როგორებიცაა ქათმის ნაგეთსები, პიცა თუ ჩიზბურგერი, რაც ბავშების უმეტესობას უყვარს.
5. თინეიჯერებს საკუთარი სივრცის ქონის შესაძლებლობა აქვთ
თუ სტანდარტული მოგზაურობისას თინეიჯერებზე ღელავთ რომ მარტო არ დაიკარგონ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და აშ, კრუიზზე ამის პრობლემა არ გექნებათ. იქ გარემო საკმაოდ მეგობრული და დაცულია. ზოგიერთ კრუიზს აქვს თინეიჯერთა კლუბებიც, სადაც ახალ მეგობრებს შეიძენენ.
6. იმოგზაურებთ ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები და სხვა ტრანსპორტი ვერ მიდის
თუ გსურთ დაავალიეროთ ადგილები, რომლებიც გემიდან მოსჩანს თუმცა სახმელეთო გზით მიუვალია, კრუიზი საუკეთესო არჩევანი იქნება. ასევე საინტერესოა იმ კუნძულების მოვლა, რომლებთანაც სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდით მოხვედრას.
7. გაერკვევით რეგიონის ატმოსფეროში და უკეთ გადაწყვიტავთ თქვენს სამომავლო სამოგზაურო მიმართულებას
ხმელთაშუა ზღვის კრუიზში, რომელი ქვეყნების სიახლოვესაც არ უნდა გაიაროთ, შეიგრძნობთ ევროპული, არაბული თუ აფრიკული ქვეყნების გულისცემას და თქვენს მომავალ მოგზაურობას დარწმუნებით დაგეგმავთ.
