რა უნდა წავიღოთ კრუიზში
გამოცდილმა კრუიზერებმა იციან იმ ნივთების შესახებ, რომლებიც კრუიზისთვის განკუთვნილ ბარგში უნდა ჩააწყოთ. მათ საჭიროებაზე კრუიზით სარგებლობის შემდეგ აუცილებლად დარწმუნდებით. მიყევით ჩვენი ნივთების სახელმძღვანელოს:
აბები ზღვის დაავადებისთვის
ამ საჭირო აბების წაღება ძალიან ბევრ მოგზაურს ავიწყდება. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ზღვის დაავადება არ აქვთ იქამდე, სანამ გემზე ცუდ ამინდში არ აღმოჩნდებიან. აუცილებლად იქონიეთ თან შესაბამისი მედიკამენტი.
ბოთლის გასახსნელი
თუ ოთახში ღვინის დაგემოვნება გსურთ, იქონიეთ თქვენი გასახსნელი.
ადაპტერები
რამდენიმე შესაერთებლის მქონე ადაპტერები კრუიზში ძალიან გამოგადგებათ, რადგანაც ოთახებში ლიმიტირებული დენის წყაროებია.
პირველადი დახმარების ჩანთა
აუცილებლად იქონიეთ პარაცეტამოლი, დამამშვიდებელი, პლასტირები, იბუპროფენი და სხვ.
წიგნი
ზოგიერთ კრუიზში მგზავრებს შორის წიგნების გაცვლის საღამოები ეწყობა ხოლმე. თუ დაინტერესებული ხართ, თან აუცილებლად იქონიეთ.
რამდენიმე ტიპის სამოსი
აუცილებლად გაითვალისწინეთ თუ სად მიდიხართ და რა ექსკურსიებია დაგეგმილი თქვენს კრუიზში. შესაძლოა დაგჭირდეთ ფორმალური სამოსი, საცურაო კოსტიუმი და თბილი გადასაცმელი.
გადასაკიდი ჩანთა
თუ თქვენს კრუიზში გემიდან სანაპიროზე ან რაიმეს მოსანახულებლად გასვლა იგეგმება, პატარა ჩანთა ძალიან გამოგადგებათ.
მზისგან დამცავი და მზის შემდგომი ლოსიონი
გახსოვდეთ, კრუიზზე ყოფნისას ხშირად უნდა წაისვათ მზისგან დამცავი, რათა დაიცვათ კანი დამწვრობისგან.
წყალქვეშა კამერა ან წყალგაუმტარი ქეისი
კრუიზში ყოფნისას შესაძლოა საშუალება გქონდეთ ზღვაში ჩასვლის ან სკუბა დაივინგის ისეთ წყლებში, სადაც ულამაზესი წყალქვეშა სამყაროა. შთამბეჭდავი კადრების გადაღებას არ ინანებთ.
ქეში ჩაისთვის
კრუიზში მიღებული პრაქტიკაა ჩაის დატოვება გიდებისთვის, ექსკურსიის მძღოლებისთვის ან მომსახურე პერსონალისთვის.

