მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

MSC Virtuosa

  • წელი: 2021
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 6334
  • კაიუტების რაოდენობა: 2421
  • სართული: 19
  • სიგრძე: 331
  • სიგანე: 43
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 4
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი: 9
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 10
  • Complementary Restaurant: 5
  • ბარი/ლაუნჯი: 21
  • კაზინო: +
  • Crew: 1704
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

MSC Virtuosa დაცურავს ხმელთაშუაზღვის ულამაზეს სანაპიროებზე. გემის სახელი მომდინარეობს სიტყვა „ვირტუოზისგან“. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია MSC-ის ფლოტში.

MSC Virtuosa გთავაზობთ მრავალფეროვან ოთახებსა და ლუქსებს, მათ შორის, საოჯახო ოთახებს, მაზონეტის ლუქსებს, კაიუტებს ზღვის ხედით, აივნით და ა.შ. ზომა განსხვავდება ოთახის კატეგორიის მიხედვით 12-დან 22 კვ.მ-მდე. ყველაზე პატარა ლუქსი გთავაზობთ 39 კვმ-მდე და დიდი მაზონეტის ლუქსი 59 კვმ-მდე . ყველა კაიუტა არის თანამედროვე, სასიამოვნო, კომფორტული და კეთილმოწყობილი. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დაჯავშნონ ოთახი ექსკლუზიურ MSC Yacht Club-ში, სადაც მხოლოდ ამ კატეგორიის სტუმრებს შეუძლიათ სარგებლობა, ასევე აქვთ დამატებითი შესალებლობები მაგალითად ბატლერის სერვისი ან კერძო რესტორანი. MSC Yacht Club გთავაზობთ დაახლოებით 1,225 კვმ გარე ტერიტორიას ექსკლუზიური აუზით და მზის გემბანით, ასევე დაჩრდილული კაბანებითა და მორევებით.

ატმოსფერო ბორტზე

MSC Cruises-ის გემებზე ატმოსფერო მშვიდი და სასიამოვნოა, აქტივობების მრავალი შესაძლებლობით. სპორტის ფართო არჩევანი, კულინარიული მრავალფეროვნება და პირველი კლასის გართობა კი იძლევა მრავალფეროვნებას.

გემი მორგებულია ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზე, შესაძლებელია როგორც მშვიდი ასევე აქტიური დასვენება.

MSC-ის ფლოტის გემებზე სამზარეულო კარგი და გემრიელია და შეესაბამება კარგი საშუალო დონის გემის სტანდარტს. დამატებითი საფასურით შეგიძლიათ მიირთვათ ერთ-ერთ სპეციალიზებულ რესტორანში (ტრადიციულ ამერიკულ სტეიკ-ჰაუსში “Butcher’s Cut”, ელეგანტურ რესტორანში “Kaito Teppanyaki” იაპონური სამზარეულოს თანამედროვე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფუჟინ სტილში და “Kaito Sushi Bar”-ში).

სტუმრებს ასევე შეუძლიათ მოუთმენლად ელოდონ ორ ახალ კულინარიულ ობიექტს: ლათინური ამერიკული “HOLA! Tacos & Cantina” და “ინდოჩინური რესტორანი” ვიეტნამურ-ფრანგული ფუჟენ სამზარეულოთი.

ტურის ფასში შედის ხუთი რესტორანი. რესტორანი “Marketplace” ხმელთაშუა ზღვის და საერთაშორისო კერძების დიდი არჩევანით 1336 სტუმარს იტევს.

გარდა ამისა, 21 ბარითა და ლაუნჯებით, სტუმრებს აქვთ ჩვეულებრივი ან ელეგანტური სასადილოების წარმოუდგენელი არჩევანი. გემზე ახალია ფუტურისტული “MSC Starship Club” (დამატებით ფასად) რობთან ერთად, პირველი ჰუმანოიდი რობოტი ბარმენი ზღვაზე. თუ განხსხვავებულ კვებას ეძებთ, იპოვით მაცდურ დელიკატესებს “Jean-Philippe Maury Café & Chocolat”-სა და §Crêpes & Gelato-ში.

ბორტზე, თქვენი სიამოვნების მრავალი გზა არსებობს:

მაგალითად Aurea Spa, მდიდრულ ბალინურ სპა-ში, სადაც სხეული, გონება და სული გაერთიანებულია. სილამაზის და ფრჩხილების სალონი ასევე გიწვევთ განებივრებისთვის. უფრო აქტიური სტუმრებისთვის, Technogym-ის სპორტული დარბაზი გთავაზობთ უახლესი ტექნიკის კარდიო და ძალოსნურ ვარჯიშისთვის, ასევე ინოვაციურ კურსებსა და სასწავლო პროგრამებს.

ხუთი საცურაო აუზი (ისევე, როგორც 1000 კვმ აკვა პარკი) საუკეთესო შესაძლებლობაა გასაგრილებლად.

თუ უფრო აქტიური გართობა გინდათ ესეც არ არის პრობლემა – გასართობი ზონა F1 სიმულატორით, ბოულინგით და 4D კინოთეატრით ნამდვილად გაგაოცებთ. შოპინგის მოყვარულებს შეუძლიათ 1168 კვმ ფართობის უზარმაზარ სავაჭრო ზონას ეწვიონ, სადაც 11 მოდის ბუტიკი და 250 ბრენდი დახვდებათ

საღამოობით, გირჩევთ დიდ ცოცხალ სპექტაკლებს და შოუებს თეატრში 945 ადგილით. ასევე აუცილებლად უნდა ეწვიოთ სხვადასხვა ლაუნჯს ან ბარს, რათა მიიღოთ შესანიშნავი გამოცდილება გემზე.

ბორტზე უამრავი აღმოჩენაა ყველა ასაკის ბავშვისთვის: ექსტრემის მაძიებლებს შეუძლიათ გამოცადონ ზიპ ლაინი, რომელიც ზღვიდან 80 მეტრ სიმაღლეზეა. Savannah-ის აკვაპარკში, და აუზის ზონებში თავისუფლად შეგიძლიათ გაგრილება, ხოლო LEGO® სათამაშო მოედანზე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ააშენონ დიდი ნივთები.

ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.