MSC Seaview
- წელი: 2018
- რენოვაცია:
- მგზავრი: 5336
- კაიუტების რაოდენობა: 2066
- სართული: 20
- სიგრძე: 323
- სიგანე: 41
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: 4
- გარე აუზი:
- ჯაკუზი: 13
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 10
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 16
- კაზინო: +
- Crew: 1413
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
MSC Seaview არის უახლესი გემი. გემის იერსახე შთაგონებული იყო მაიამის სკაილაინზე. ის სტუმრებს სთავაზობს არაჩვეულებრივი დროის გატარების შესაძლებლობას ღია ცის ქვეშ და აქვს ფართო გარე ტერიტორიები. გარდა ამისა, შესძლებელია 360°-იანი გასეირნება შუშის ბალუსტრადით, რომელიც მთელ გემს აკრავს გარშემო, გთავაზობთ შეუდარებელ ხედებს ზღვაზე და სანაპიროზე. ფანტასტიკური ხედი იშლება ასევე შუშის ლიფტებში, ატრიუმში, რომელიც ოთხ სართულზეა. გემს ასევე აქვს ნაპირთან ელექტროენერგიის კავშირი გარემოს დაბინძურების შესამცირებლად.
MSC Seaview-ის ოთახები თანამედროვე და კომფორტულია. შიდა და გარე კაბინები დაახლოებით 14-17 კვ.მ-ია. აივნიანი კაბინები არის დაახლოებით 17 კვმ, ხოლო ლუქსი 17-62 კვმ, კატეგორიის მიხედვით. ყველა ოთახს აქვს კონდიციონერი, ინტერაქტიული ტელევიზორი, ტელეფონი, მინი ბარი და სეიფი. Wi-Fi ხელმისაწვდომია კაიუტაში (საფასურით). 86 Yacht Club-ის ლუქსი, რომელიც მოიცავს სამ სართულს, სტუმრებს სთავაზობს ბევრ შესაძლებლობას, როგორიცაა ბატლერის მომსახურება, ადგილზე რესტორანი და ზოგიერთ შემთხვევაში კერძო ჯაკუზიც. ეს ტერიტორია ექსკლუზიურად არის ლუქსი-სტუმრებისთვის.
ატმოსფერო ბორტზე
MSC Seaview-ზე ატმოსფერო მშვიდი და სასიამოვნოა. განსაკუთრებით მიმზიდველია ფართო ინტერიერი და გარე ადგილები, რომლებიც ჭკვიანურად არის დაკავშირებული. MSC-ის ფლოტის გემებზე კვირაში ორი საღამოა, სადაც ელეგანტურია და სადღესასწაულო დრესკოდია. კარგი საკვები და ბევრი გართობა ავსებს შეთავაზებას MSC Seaview-ზე.
MSC Seaview-ის ბორტზე არის რამდენიმე მთავარი რესტორანი და ორი ბუფეტის რესტორანი. Marketplace-ის ბუფეტი, რომელიც ღიაა დღეში 20 საათის განმავლობაში, მოგაგონებთ ხმელთაშუა ზღვის ბაზარს. Biscayne Bay-ის ბუფეტი და პიცერია რეკომენდირებულია ოჯახებისთვის სპეციალურად შექმნილი საბავშვო დახლის გამო.
სხვადასხვა სპეციალობის რესტორნები გთავაზობთ უგემრიელეს კერძებს დამატებით საფასურად. The Butcher’s Cut გთავაზობთ ხორცის უგემრიელეს არჩევანს, Teppanyaki რესტორანი როი იამაგუჩის – აზიურ სამზარეულოს, ხოლო Atelier Bistro-ფრანგულ სამზარეულოს. MSC Seaview-ზე არის ზღვის პროდუქტების რესტორანი, სახელწოდებით Ocean Cay Restaurant, რომელიც გთავაზობთ თევზისა და ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანს. ბორტზე სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო ზომის გემის სტანდარტებს.
უამრავი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველა ასაკის სტუმარი თავს კარგად გრძნობენ ამ საკრუიზო გემზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია სათავგადასავლო პარკი, სადაც დაგხვდებათ თოკებზე ცოცვა (high rope course). გარდა ამისა, აქ არის სხვადასხვა აუზი და სლაიდები ინტერაქტიული თამაშებით, განათებით ან მუსიკით. საღამოს შეგიძლიათ ნახოთ სანახაობრივი შოუები მეტროპოლიტენის თეატრში, ან შეგიძლიათ ბოულინგითაც ითამაშოთ.
დასვენებისთვის და რელაქსისთვის პოპულარულია Aurea Spa, მდიდრული სპა, სადაც სხეული, გონება და სული ჰარმონიაშია. სპორტულად აქტიური ადამიანებისთვის, Fitness Studio by Technogym® გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიების აღჭურვილობას კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშისთვის, ასევე არის ინოვაციურ კურსებსა და სასწავლო პროგრამებს.
MSC Seaview გთავაზობთ უამრავ გართობას მთელი ოჯახისთვის, მაგალითად შეგიძლიათ ითამაშოთ ბოულინგი, შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორნებს რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არის, ასევე Forest Aquaventure პარკში დაგხვდებათ სხვადასხვა სლაიდები და გრძელი ზიპ-ლაინი.
ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.
