მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

MSC Fantasia

  • წელი: 2008
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 4363
  • კაიუტების რაოდენობა: 1637
  • სართული: 18
  • სიგრძე: 333
  • სიგანე: 37.92
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 5
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი: 12
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 5
  • Complementary Restaurant:
  • ბარი/ლაუნჯი: 13
  • კაზინო: +
  • Crew: 1370
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

MSC FANTASIA ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წელს, გამომდინარე იქედან რომ გემი ძველია, რამდენჯერმე ჩატარდა რედეკორაცია. გემზე არის ძვირადღირებული იახტ კლუბის ტეროტორია. MSC Fantasia იყო პირველი გემი, რომელსაც ჰქონდა კიბე სვაროვსკის კრისტალებით. შუშის სახურავი კი გვთავაზობს ვუცქიროთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.

ყველა კაიუტა არის თანამედროვე და კომფორტულად აღჭურვილი აქვს აბაზანა საშხაპე, ტელევიზორი, ტელეფონი, მინიბარი და სეიფი. შიდა და გარე ოთახები არის 12-13 კვმ, ხოლო აივანი 17 კვმ. ლუქსი 21-53 კვ.მ. დამოკიდებულია ლუქსის კატეგორიაზე. სპეციალურ Yacht Club Suites-ში (რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Fantasia კლასის გემებზე) არის უამრავი შესაძლებლობა, როგორიცაა ბატლერის მომსახურება, საკუთარი რესტორანი და უამრავი სასმელი.

MSC Fantasia-ის ბორტზე ისეთივე შეგრძნებაა, როგორიც ნაპირზე მოწესრიგებულ სასტუმროში: კარგი საკვები, კომფორტული ოთახები და უამრავი გასართობი შეთავაზება. არის კვირაში ორი საღამო, სადაც სასურველია სადღესასწაულო ჩაცმულობა.

MSC Fantasia-ის სამზარეულო კარგი და გემრიელია და აკმაყოფილებს კარგი საშუალო დონის გემის სტანდარტებს.

არის სხვადასხვა რესტორნები, როგორიცაა Grand Il Cherchio d’Oro, Red Velvet რესტორანი ლამაზი ჭაღებით ან Tex-Mex of El Sombrero. სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ მრავალ ბარსა და ლაუნჯში, მაგალითად, პიანინო ბარში ან ჯაზ ბარში.

სპორტული და ფიტნეს ობიექტებიდან და ვრცელი გამაჯანსაღებელი ზონიდან დაწყებული დიდი თეატრით, დისკოთეკით და სხვადასხვა ბარებით, ყველა იპოვის თავის საყვარელ ადგილს ბორტზე. შეგიძლიათ ეწვიოთ 4D კინოთეატრს, დაესწაროთ სხვადასხვა შოუებს. F1 სიმულატორში შეგიძლიათ გამოცადოთ თქვენი მართვის უნარები და მართოთ ვირტუალური რეალობის რბოლა. “Teatro l’Avanguardia”-ში შეგიძლიათ ნახოთ თვალწარმტაცი შოუები, ხოლო თქვენი ბედის გამოცდა Casino delle Palme-ში შეგიძლიათ. აკვა პარკი კი უზრუნველყოფს დიდ გართობას მთელი ოჯახისთვის.

ბორტზე ბევრი რამის აღმოჩენაა ყველა ასაკის ბავშვებისთვის: აუზი და სლაიდი ელოდება წყლის პარკში, რაც უამრავ გართობას უზრუნველყოფს. ასევე გარე თუ დახურული სპორტული მოედანი, მინი გოლფი, ბოულინგი – სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ შეეჯიბრონ ერთმანეთს.

ბავშვზე ზრუნვა ასევე უზრუნველყოფილია, 1-3 წლამდე ჩვილები და პატარები თამაშობენ Baby Club-ში, რომელიც შეიქმნა წამყვან საბავშვო ბრენდ Chicco®-სთან თანამშრომლობით. MSC მინი კლუბი ზრუნავს 3-6 წლამდე ასაკის ყველაზე პატარა ბავშვებზე, ხოლო Junior Club ზრუნავს 7-11 წლამდე. MSC-ის გამოცდილი გამრთობები ბავშვებს უვლიან სხვადასხვა თამაშებით და უამრავი სპორტული აქტივობით. დღის განმავლობაში, 12-14 წლამდე ახალგაზრდებს და 15-17 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი კონსოლებით, თამაშებითა და VR ტექნოლოგიით აღჭურვილი კლუბებით, თინეიჯერების დისკოთეკით და ვახშმით, რომელიც ორგანიზებულია ექსკლუზიურად.