COSTA Favolosa
- წელი: 2011
- რენოვაცია:
- მგზავრი: 3800
- კაიუტების რაოდენობა: 1508
- სართული: 17
- სიგრძე: 290.2
- სიგანე: 35.5
- აკვაპარკი: +
- შიდა აუზი: 9
- გარე აუზი:
- ჯაკუზი:
- ფიტნეს დარბაზი: +
- სპა: +
- რესტორანი: 6
- Complementary Restaurant:
- ბარი/ლაუნჯი: 12
- კაზინო: +
- Crew:1110
- შშმ პირებზე ადაპტირებული: +
Costa Favolosa ექსპლუატაციაში შევიდა 2011 წლის ზაფხულში და არის Costa Cruises-ის ერთ-ერთი უდიდესი გემი. სადაც მგზავრებს სთავაზობენ უამრავ გართობას, და კომფორტს. Costa Favolosa არის ფლოტის ზღაპრული ხომალდი. Atrio dei Diamanti მოგვაგონებს ვერსალის სარკეების დარბაზს, ხოლო გემის სხვა ნაწილები ასევე შთაგონებული იყო ცნობილი შენობებით, გემს 6000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში ამშვენებს.
ბორტზე სულ 1508 თანამედროვე და კომფორტულად მოწყობილი კაიუტაა. აქედან 524-ს აქვს საკუთარი აივანი. შიდა ოთახები არის 14 კვმ, აივნიანი და ილუმინატორიანი 16 კვ.მ. ლუქსი 20-36 კვ.მ. ბორტზე ასევე არის სპეციალური კაიუტები და ლუქსი სამსარას კატეგორიაში, რომლებიც ველნესის მოყვარულებს განსაკუთრებულ კეთილმოწყობას სთავაზობს.
Costa Deliziosa-ს ბორტზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იტალიური ცხოვრების წესზე. მთავარ რესტორანში რამდენიმე დღე დათმობილი აქვს გალა საღამოებს, ამიტომ თან უნდა იქონიოთ ელეგანტური სამოსი. გემი მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე, განსაკუთრებით კი ოჯახურ დასვენებაზე.
ბორტზე არის ხუთი რესტორანი, მათ შორის Club Restaurant და Samsara Restaurant. გარდა ამისა 12 ბარი, მათ შორის კონიაკის და სიგარის ბარი და ყავა და შოკოლადის ბარი. საუზმე ან ლანჩი მგზავრს შეუძლია მიირთვას ბუფეტში ან რესტორანში. ვახშამი მიმდინარეობს ორ მთავარ რესტორანში.
გართობა, სპორტი და დასვენება
შოუები ყოველ საღამოს უზარმაზარ თეატრში იმართება. აქ არის კაზინო, უამრავი ბარი და ცეკვის სხვადასხვა შესაძლებლობები. გემზე არის 4D კინოთეატრი, დიდი წყლის სასრიალო და უამრავი საშოპინგე სივრცე. არც კლასიკური საკრუიზო გართობაა უყურადღებოდ: არის ბინგოს თამაშები, სხვადასხვა ტურნირები და მრავალი სხვა შეთავაზება, რომელიც ყოველდღიურად იცვლება.
ველნესი ზონა კვლავ გაფართოვდა წინა გემებთან შედარებით. 6000 კვადრატულ მეტრზე, სამსარა სპა გთავაზობთ დიდ ფიტნეს დარბაზს შესანიშნავი ზღვის ხედით და სხვადასხვა საუნებითა და მორევებით. გარდა ამისა, ჯანმრთელობისა და სილამაზის ყველა შესაძლო პროცედურას სთავაზობს კომპანია Steiner-ის სპა. ბორტზე არის ხუთი მორევი, ოთხი საცურაო აუზი (ერთი ჩამოსაშლელი შუშის სახურავით), მრავალფუნქციური სპორტული კორტი და გარე სარბენი ბილიკი.
