მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

COSTA Fascinosa

  • წელი: 2012
  • რენოვაცია:
  • მგზავრი: 3800
  • კაიუტების რაოდენობა: 1508
  • სართული: 17
  • სიგრძე: 290,2
  • სიგანე: 35,5
  • აკვაპარკი: +
  • შიდა აუზი: 9
  • გარე აუზი:
  • ჯაკუზი:
  • ფიტნეს დარბაზი: +
  • სპა: +
  • რესტორანი: 6
  • Complementary Restaurant:
  • ბარი/ლაუნჯი: 12
  • კაზინო: +
  • Crew: 1110
  • შშმ პირებზე ადაპტირებული: +

Costa Fascinosa ექსპლუატაციაში 2012 წლის გაზაფხულზე შევიდა და კოსტა კრუიზის ერთ-ერთი უდიდესი გემია, რომელიც საოცარ გართობას და კომფორტს გვთავაზობს. გემი ეძღვნება სამსახიობო ხელოვნების დიდ ოსტატებს და გვთავაზობს იტალიორ წარმოდგენებს სცენაზე და კინოში. აქ თქვენ იმოგზაურებთ კინოს ისტორიის ყველაზე ცნობილი კლასიკოსების კომპანიაში ლუჩინო ვისკონტიდან დევიდ ლინჩამდე.

Costa Fascinosa-ს ოთახები ფართო და კომფორტულია. შიდა ოთახები არის 14 კვ.მ, ხოლო ოკეანის ხედით და აივნით 16 კვ.მ. ლუქსის ზომა განსხვავდება 18-36 კვ.მ. სულ არის 1508 კაიუტა, საიდანაც 91 ოთახს აქვს პირდაპირი წვდომა Samsara Spa-ზე.

Costa Deliziosa-ს ბორტზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იტალიური ცხოვრების წესზე. მთავარ რესტორანში რამდენიმე დღე დათმობილი აქვს გალა საღამოებს, ამიტომ თან უნდა იქონიოთ ელეგანტური სამოსი. გემი მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე, განსაკუთრებით კი ოჯახურ დასვენებაზე.

იტალია ცნობილია თავისი შესანიშნავი სამზარეულოთი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იტალიური კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს გემზე კულინარიულ კერძებს. ხუთი განსხვავებული რესტორანი გელოდებათ Costa Fascinosa-ს ბორტზე, რომელიც მორგებულია ყველას გემოვნებაზე. გემზე არსებული 12 ბარი ასევე გვთავაზობს არაჩვეულებრივი ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს.

შოუები ყოველ საღამოს იმართება თეატრში. აქ არის კაზინო, ბარები და ცეკვის სხვადასხვა შესაძლებლობა. დღის მანძილზე ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ შოპინგით, ისრიალოთ აკვაპარკში. ასევე დაგხვდებათ კლასიკური გართობა, როგორიცაა: ბინგო, თამაშების ტურნირები და მრავალი სხვა შეთავაზება , რომელიც ყოველდღიურად იცვლება.
ველნესის და სპორტის მოყვარულთათვის სამსარა სპა, გამაჯანსაღებელი ზონა არაჩვეულებრივი ადგილია ვიზიტისთვის. ტერიტორია ვრცელდება ორ სართულზე 6000 კვ.მ-ზე და გვთავაზობს ფიტნეს ცენტს, თერმულ აბაზანებს, სოლარიუმს, ოთხ მორევს და ხუთ აუზს. ამ გემზე მოწყენა შეუძლებელია, ბორტზე თავგადასავლების და დასვენების იდეალური სინთეზია.