მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

Image Alt

COSTA CRUISE

1984 წელს გემი სახელად Anna C, რომელსაც Costa Line ოპერირებდა, 768 მგზავრით გენუადან გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში. ეს იყო პირველი ოკეანის ლაინერი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაკვეთა სამხრეთ ატლანტიკა და პირველი, რომელმაც მგზავრებს შესთავაზა კონდიცირებული კაბინები.

დღეისათვის კომპანია ცნობილია, როგორც Costa Crociere (Costa Cruises), მისი ისტორია 1984 წელზე გაცილებით ადრე დაიწყო 1854 წელს, როდესაც ჯაკომა კოსტამ მცირე გადამზიდი კომპანია დაარსა სახელწოდებით “Giacomo Costa fu Andrea”, რომელსაც იყენებდნენ ზეითუნისა და ქსოვილების გადასატვირთად.

1957 წელს ჯაკომო კოსტა ფუ ანდრეამ კომპანიას სახელი შეუცვალა და დაარქვა Linea C, ერთი წლის შემდეგ კი დაიწყო ტრანსატლანტიკური მომსახურება ლათინო ამერიკაში. 1959 წელს კომპანია გაფართოვდა და იმოგზაურა ხმელთაშუა ზღასა და კარიბის ზღვის აუზებში.

Linea C-მ ააგო თავისი პირველი საკრუიზო გემი 1964 წელს, ხოლო 1968 წელს შემოიტანა „ფრენა+კრუიზი“-ის პაკეტი კარიბის ზღვისთვის, ეს კონცეფცია კარგად დამკვიდრდა ბაზარზე და იგი დღესაც აქტიურად გამოიყენება ევროპის მასშტაბით.

1980 წელს Linea C-ის ჰყავდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი 13 გემით. 1986 წელს Linea C გადხა Costa Cruises, რომლის ძირითადი ბიზნესი იყო ე.წ კრუიზინგი. 1997 წელს კოსტა ერთობლივად შეიძინეს Carnival Corporation-მა და Airtours-მა.

Costa Cruises-ის თანამდეროვე ისტორია იწყება 2000 წელს, როდესაც Carnival-მა შეიძინა Airtours-ის აქციები და ბრენდი მთლიანად Carniva Corp-ის ნაწილი გადხა. იმავე წელს 2114 მგზავრით Costa Atlantica-ს დებიუტი შედგა ვენეციაში, როგორც ყველაზე დიდი გემის, რომელიც ოდესმე აშენებულა ევროპული კომპანიის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო კოსტას პირველი გემი, რომელსაც აივნები ჰქონდა.

Costa-მ 2003 წლის ივნისში დაამატა Costa Mediterranea, ხოლო 2003 წლის ნოემბერში Costa Fortuna და 2004 წლის ნოემბერში Costa Magica.

2006 წლის ივლისში Costa Concordia, Fortuna და Magica გაემგზავრა, ამავე წელს Costa გახდა პირველი საკრუიზო ხაზი მსოფლიოში, რომელიც შევიდა ჩინეთის ბაზარზე.

2007 წლის მაისში კონკორდიას შეუერთდა Costa Serena, ხოლო 2009 წლის ივნისში Costa Pacifica.
2009 წელს კოსტამ წამოადგინა ახალი პროტოტიპი Costa Luminosa 2260 მგზავრით. 2010 წლის იანვარში კოსტას შემოუერთდა ახალი გემი Costa Deliziona. ამის შემდეგ კიდევ ორი გემი,2011 წელს Costa Favolosa და Costa Fascionoda 2012 წელს.

2014 წლის ნოემბერში კოსტამ გამოუშვა ახალი ფლაგმანი Costa Diadema. ეს იყო ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, რომელიც იტალიის დროშით იყო წარმოდგენილი, მგზავრების საერთო ტევადობა 4 947 იყო. ის იგივე ფორმისა და ზომისაა, რაც Carnaval Dream-ის კლასის გემი, ასევე ის არის ყველაზე დიდი და ყველაზე თანამედროვე გემი კოსტას ფლოტში, თავისი მომსახურებით, ინტერიერით და საერთო დიზაინით.

2015 წლის ივლისში კოსტამ განახორციელა შეკვეთა ორი ახალი თაობის საკრუიზო გემზე, რომელსაც ექნებოდა მგზავრების ყველაზე დიდი ტევადობა მსოფლიოში. რომლებიც იქნებოდნენ პირველი გემები საკრუიზო ინდუსტრიაში. გემები აშენდა ფინეთის ქალაქ ტურკუში, Meyer-Werft-ის გემთმშენებელ ქარხანაში. პირველი გემის, Costa Smerelda-ს დებიუტი 2019 წელს შედგება, ხოლო მეორესი 2021 წელს.

იმავე წელს კოსტამ დაიწყო ძველი გემების განახლება. 2013 წელს Costa Victoria-მ განიცადა დიდი პროგრესი, დაემატა აივნები, ახალი სასადილო ადგოლები და ა.შ.

2015 წელს დაიხარჯა 19 მილიონი ევრო Costa Atkantica-ს რესტაილინგში. შესრულებული სამუშაო მოიცავდა Duty-free-ის მაღაზიების გაფართოებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ზედა გემბანის და კაბინების გაუმჯობესებას. გარდა ამისა დამონტაჟდა 48 კაბინა.

კოსტამ ასევე დახარჯა 129 მილიონი დოლარი სამი ხომალდი „NEO“-ს გემად გადაქცევაში NeoCollection-ის კრუიზებისთვის, ესენია Costa neoRiviera, Costa neoRomantica და Costa neoClassica, რომელთაგან უკანასკნელმა დატოვა ფლოტი 2018 წელს Bahamas Paradise Cruise Line-ზე გაყიდვის შემდეგ.

2018 წელს კოსტამ აღნიშნა Costa Venezia-დან გასვლა, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის აშენდა, დებიუტი კი 2019 წელს შედგა. 2019 წლის ბოლოს იყო Costa Smeralda-ს დებიუტი, პირველი გემი რომელიც იყო თხევად ბუნებრივ აირზე.

  • Costa Deliziosa აშენდა 2012 წელს. გემი მგზავრებს სთავაზობს მრავალ შესაძლებლობას და დიდ სივრცეს, სხვადასხვა გასართობ ობიექტს და დასვენებას.

  • Costa Toscana აშენდა 2021 წელს Meyer Turku ქარხანაში და 2022 წლის მარტში გაეშვა. გემი არის 337 მეტრი სიგრძის,20 სართულიანი. იგი

  • Costa Diedema აშენდა 2014 წელს, გემს ახასიათებს თანამედროვე იტალიური ელეგანტურობა. იგი არის ფლოტის უდიდესი და ყველაზე თანამედროვე გემი. სულ არის

  • Costa Fascinosa ექსპლუატაციაში 2012 წლის გაზაფხულზე შევიდა და კოსტა კრუიზის ერთ-ერთი უდიდესი გემია, რომელიც საოცარ გართობას და კომფორტს გვთავაზობს. გემი

  • Costa Favolosa ექსპლუატაციაში შევიდა 2011 წლის ზაფხულში და არის Costa Cruises-ის ერთ-ერთი უდიდესი გემი. სადაც მგზავრებს სთავაზობენ უამრავ გართობას, და

  • მრავალი ახალი ობიექტისა და ტექნოლოგიების წყალობით Costa Firenze დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზოს სტუმრებს. გემის სახელი დაკავშირებულია იტალიურ ქალაქ ფლორენციასთან.

  • Costa Pacifica ექსპლუატაციაში 2009 წლის ივნისში შევიდა და Costa Diadema-სთან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი გემი. 2017 წლის ბოლოს იქნა მოდერნიზებული,

  • Costa Serena აშენდა 2007 წელს. ისევე როგორც კოსტას სხვა გემებზე აქაც დაგხვდებათ იტალიური სტუმართმოყვარეობის, ელეგანტურობის და თანამედროვეობის ნაზავი. გემის სახელი

  • Costa Smeralda 2019 წლის შემოდგომაზე შემოურთდა Costa Cruises-s. იგი აშენდა German Meyer-ის ქარხანაში. ინოვაციები, იტალიური სტუმართმოყვარეობა და დაუვიწყარი დღესასწაულები დაგხვდებათ

  • Costa Fortuna ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წელს და იტევს მაქსიმუმ 3470 მგზავრს. 2018 წლის დეკემბერში გემი გადაკეთდა სინგაპურში სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის.