8 რჩევა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზში წასვლამდე
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრუიზო მიმართულებაა. ის ანტიკურ ისტორიას, ლამაზ სანაპიროებს და მომხიბვლელ სოფლებს აერთიანებს და ფანტასტიკური ვარიანტია დასასვენებლად. ჩვენ 8 საუკეთესო რჩევას მოგცემთ ამ მიმართულებით კრუიზის შერჩევამდე:
1. შეარჩიეთ სწორი დრო
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კრუიზების უმრავლესობა გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით დადიან და ზაფხულში ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავთ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტემპერატურა უფრო ნაკლებია, ისევე როგორც ფასები და ხალხის რაოდენობა.
2. გაერკვიეთ საკრუიზო ლაინერების განსხვავებაში
საკრუიზო ლაინერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. დიდი გემები როგორც წესი ჩერდებიან: ვენეციაში, ათენსა და სტამბოლში. ევროპული ატმოსფეროს შესაგრძნობად გირჩევთ კოსტას და MSC კრუიზებს. ზოგიერთი ლაინერი პატარა პორტებში ჩერდება: ჰვარში, სპლიტში, მიკონოსსა თუ სანტორინიზე.
3. ყველა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მარშრუტი ერთი და იგივე არაა
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვა საკრუიზო რეგიონია, რომელიც აერთიანებს ისეთ ტერიტორიებს როგორებიცაა: ადრიატიკის სანაპირო, ხორვატია, სიცილია, მალტა, საბერძნეთის კუნძულები, თურქეთის კურორტები და აშ. ზოგიერთი კრუიზი კვიპროსამდეც ჩადის. ამ მოგზაურობებისას ძირითადი პორტებია ათენი (პირაეუსი), ვენეცია და სტამბოლი. შეიძლება დაიწყოს რომში, ბარსელონასა თუ გენუაში. ამ მარშრუტების უმრავლესობა გვამცნობს ისტორიას, კულტურას და სანაპიროებს.
წარმოგიდგენთ პორტებს აღმოსავლეთ ევროპის კრუიზებში:
ათენი, საბერძნეთი: საბერძნეთის დედაქალაქი უხსოვარ დროს მსოფლიო ხელოვნების და კულტურის ცენტრი იყო და მის მდიდარ ისტორიას აქ დღესაც ვხედავთ.
კორფუ, საბერძნეთი: კუნძულ კორფუს ყველაფერი აქვს ბრწყინვალე ბერძნული დასვენების მოსაწყობად: მდიდარი არქიტექტურული ტრადიციები, ძლიერი კულტურა და გემრიელი სამზარეულო. ქალაქი კორფუ ციხესიმაგრეებით გარშემორტყმული დასახლებაა, დათარიღებული მე-6 საუკუნით.
დუბროვნიკი, ხორვატია: დუბროვნიკი მშვენიერი საფეხმავლო ქალაქია კულტურის და ისტორიის მოყვარულებისთვის საუკუნოვანი მონასტრებით, ეკლესიებით და ევროპის უძველესი აფთიაქით.
სტამბოლი, თურქეთი: მსოფლიოს ერთადერთი ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტს მოიცავს, ადგილია, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ერწყმის. ზოგიერთი კრუიზი აქ ორდღიან ვიზიტს გთავაზობთ.
კუშადასი, თურქეთი: ეფესუსი, რომელიც ქალაქთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ანტიკური ქალაქია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. არტემისის საყდარი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა.
მიკონოსი, საბერძნეთი: მიკონოსში 20-მდე ადგილია საცურაოდ და რუჯის მისაღებად. თუ თქვენი კრუიზი აქ ღამით გაჩერდება, გეტყვით, რომ მიკონოსის ღამის ცხოვრება ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
ვენეცია, იტალია: ეს რომანტიკული და განსაკუთრებული სილამაზის მქონე ქალაქი ვიწრო არხებით და ქუჩებით 100-ზე მეტ პატარა კუნძულს აერთიანებს. 2021 წლიდან აქ დიდი ზომის საკრუიზო ლაინერები ძირითადად ვენეციის ნაცვლად რავენაში ჩერდებიან, თუმცა ქალაქის მონახულება მაინც შეგიძლიათ.
4. ყურადღება მიაქციეთ სამოსის დრესკოდს ეკლესიებში
ორთოდოქსული ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები მკაცრ დრეს-კოდებს აწესებენ. კათოლიკური ტაძრები შედარებით რბილია სამოსის მიმართ, მაგრამ ვიზიტორებისგან მოელიან მხრების, დეკოლტეს და ბარძაყების დაფარვას.
5. დალიეთ წყალი და დაიცავით თავი მზისგან
ხმელთაშუა ზღვაში მზე მწველია, განსაკუთრებით ზაფხულში. ატარეთ საკუთარი წყლის ბოთლი. ბევრ ქალაქს აქვს საზოაგდოებრივი სასმელი შადრევნები. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი და ქუდი.
6. დატოვეთ სანდლები და ჩუსტები საკრუიზო ბორტზე ქალაქში ჩასვლისას
ანტიკური ქალაქები ხშირად მტვრიანია. თუმცა, დიდი ქალაქების ტროტუარებზეც ინატრებთ კომფორტულ ფეხსაცმელებს.
7. მარტივად მიუდექით ზღვის დღეებს
შეგიძლიათ გაატაროთ დღეები ისეთი ქალაქების გამოკვლევაში, როგორებიცაა: ვენეცია, ათენი, დუბროვნიკი თუ ვალეტა. მაგრამ თუ ამ გასვლებზე მთლიანად გინდათ ენერგიების დახარჯვა, მაშინ იმ დღეებში, როცა მთლიანად ზღვაში ყოფნა გიწევთ, ძალების აღდგენაზე და დასვენებაზე კონცენტრირდით. დაჯავშნეთ სპა პროცედურა, უყურეთ ფილმს, შეგიძლიათ რომელიმე პორტში ჩასვლაც გამოტოვოთ.
8. მზად იყავით ცვლილებებისთვის
მიმართულების შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს უამინდობამ და გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ. იტალიაში მიმავალ კრუიზებს ხშირად ემუქრებათ მცირე შტორმები. მზად იყავით ალტერნატიულ პორტებში გაჩერებისთვის.
