მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

7 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ აზამარას კრუიზები

აზამარა პატარა საკრუიზო ლაინერია დიდი მიმართულებებითა და შარმით. მისი გემები 700 მგზავრამდე იტევენ. თუ მას ჯერ არ იცნობთ, ჩვენ 7 მიზეზს გირჩევთ, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე.

1. მარშრუტები პორტებში ინტენსიური გაჩერებებითაა დახუნძლული

თუ ზღვაში ყოფნა გიყვართ, მაგრამ პორტებსა და ნავსადგურებშიც გსურთ დროის გატარება, აზამარა მშვენიერი ვარიანტია. მისი არჩევით საშუალება გექნებათ ქვეყანა და კულტურა ოდნავ მაინც გაიცნოთ.

2. კრუიზები გრძელია

აზამარა იშვიათად გვთავაზობს 7 ღამეზე ნაკლებ კრუიზებს. ამიტომაც, ისინი ხშირად გვთავაზობენ 1-დღიან დაორგანიზებულ ტურებს ხმელეთზეც. თუ საკრუიზო მოგზაურობისთვის ბევრ დროს გამოყოფთ, აზამარა არჩიეთ.

3. ბორტზე მეგობრული და თბილი განწყობაა

აზამარას გუნდი განსაკუთრებული მეგობრულობით გამოირჩევა. ამას პირველივე დღეს აღმოაჩენთ. აქ თავს იგრძნობთ როგორც დიდ ოჯახში.

4. საკვების მაღალი ხარისხი

არ აქვს მნიშვნელობა რესტორანში მიირთმევთ თუ ბუფეტში, აქ უგემრიელესი საჭმელი დაგხვდებათ. თანაც, მას საინტერესოდ ცვლიან: ხან ინდონეზიური სამზარეულო დაგხვდებათ, ხანაც ინგლისური საუზმე. ბუფეტი ყოველთვის გვთავაზობს ადგილობრივ კერძებს და საერთაშორისო კვების სექციებს.

5. თეთრი წვეულება ერთ-ერთი საუკეთესო წვეულებაა ზღვაში

ბევრმა გემმა სცადა თეთრი წვეულებების და ღამეების მოწყობა, მაგრამა რ გამოუვიდათ. აზამარას წარმატების რეცეპტი აქვს. მგზავრებს წინასწარ აფრთხილებენ, რათა წვეულებაზე თეთრი სამოსით მოვიდნენ. წვეულებაზე ცეკვავენ, საუბრობენ და ტკბებიან სუფთა ჰაერით.

6. დახვეწილი მსერვისი

აზამარა “All-inclusive” არაა, თუმცა გვთავაზობს ისეთ მომსახურეობას, როგორებიცაა სასმელების არჩევანი, ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრამდე, ფიტნეს კლასები და თვითმომსახურეობის ქიმწმენდა.

7. კრუიზები მორგებულია ზრდასრულებზე

ბავშვების მგზავრობა აზამარაზე დაშვებულია, მაგრამ აქ არ დაგხვდებათ საბავშვო კლუბები ან მსგავსი პროგრამები. მისი ლაინერები ფოკუსირებულია ზრდასრულებზე.