მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

7 ბუნების საოცრება, რომელსაც ევროპის მდინარეების კრუიზში იხილავთ

წარმოიდგინეთ კრუიზი ევროპის მდინარეებში და თვალწინ დაგიდგებათ ისტორიული ქალაქები, მსოფლიო დონის ხელოვნების გალერეები და ზღაპრული სასახლეები. მაგრამ, ევროპის მდინარეები ულამაზეს ბუნებას მალავენ. გაივლით ხეობებში, კლდეებსა და ხშირ ტყეებში, სადაც ლეგენდები და მითები ცხოვრობენ. სამხრეთ საფრანგეთის სიფერადეში აღმოაჩენთ თუ რამ შთააგონა დიადი არტისტები. კრუიზერი 7 საუკეთესო საოცრებას გირჩევთ:

1. ლორელეის კლდე, გერმანია (The Lorelei Rock)

კრუიზები მდინარე რაინის ვიწრო ხეობაში შედიან, სადაც ულამაზესი კლდეები, მთაზე გაშლილი ვენახები და პატარა სოფლებია. ლორელეის კლდესთან ბევრი ლეგენდა და ამბავია დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, კლდის თავზე ლამაზი მოახლე იჯდა ხოლმე და მღეროდა. მეზღვაურები მას მოჯადოებული უყურებდნენ და საბოლოოდ კლდეს ეჯახებოდნენ.

2. რკინის კარიბჭის ხეობა, რუმინეთი და სერბეთი

ეს ხეობა მდინარე დანუბეს ყველაზე გასაოცარი ადგილია. მის გარშემო კარპატები და ბალკანეთის მთებია გაშლილი. აქ მდინარე ორი ქვეყნის საზღვარზე გადის, რუმინეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე და სერბეთის სამხრეთ ნაპირზე. ორივე ქვეყანა იცავს აქ გარემოს.

3. “The Deutsches Eck” გერმანია

რაინის მდინარეზე მდებარე ეს საოცრება ითარგმნება როგორც “გერმანული კუთხე”. ქალაქი კობლენზი აქ 2000 წლის წინ დაარსდა. კრუიზით აქ გავლისას ორი მდინარის შერწყმას იხილავთ. საკრუიზო ლაინერის, ვიკინგის კრუიზი პარიზიდან შვეიცარიული ალპებისკენ სწორედ ამ ადგილს გაგატარებთ და ერთი დღე კობლენზის დასათვალიერებლადაც გექნებათ.

4. არდეჩის ხეობა (Ardèche), საფრანგეთი

მდინარე არდეჩი ავინიონის მთების ხეობებში გადის. ამ ულამაზეს კანიონებში ზაფხულობით ბევრი მოდის კაიაკით სასეირნოდ. ხეობაში შესვლა საოცარი თაღით ხდება, რომელიც ბუნების ერთგვარი საოცრებაა.

5. შავი ტყე, გერმანია

გერმანიის ცნობილი შავი ტყე ფიჭვის ხეებით და სოფლის სახლებით, ბევრი ზღაპრის შთაგონებად იქცა. ამბობენ, რომ ძმები გრიმების “მძინარე მზეთუნახავი” და “ჰანსელი და გრეტელიც” სწორედ ამ ადგილთანაა კავშირში. აქ ძირითადად ვიკინგის საკრუიზო ლაინერები დადიან.

6. საქსონიის შვეიცარია, გერმანია

მდინარე ელბაზე მოგზაურობისას ულამაზეს ადგილებს მოივლით. მაგრამ, ყველაზე დრამატული იქნება თუ ჩეხეთიდან ჩრდილოეთ ზღვისკენ გაეშურებით და საქსონიის შვეიცარიის გიგანტურ მთებს მოინახულებთ. ბუნების საოცრებაა კლდეზე გადებული ხიდიც, რომელიც 1824 წელს ააგეს.

7. მოსელის ველი, გერმანია

მოსელის ველი გერმანიის ერთ-ერთი გასაოცარი რეგიონია. მთებზე სასახლეები და ხის სახლები მდებარეობს. მდინარის კრუიზები ველოსიპედის ტურებსაც გთავაზობენ, რომლის მეშვეობითაც მიმდებარე არეალს მოივლით.