მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

6 რამ, რაც კრუიზზე არასდროს არ უნდა ჩაიცვათ

მიუხედავად იმისა, რომ კრუიზზე სპეციალური დრესკოდი არ არსებობს, ჩვენ მაინც გირჩევთ თუ რისი წაღება უნდა გამორიცხოთ ბარგის ჩალაგებისას.

კამუფლაჟი

კამუფლაჟის პრინტიანი სამოსი გემზე აკრძალული არაა, თუმცა ის შესაძლოა ზოგიერთი მიმართულებით არალეგალური იყოს, რადგანაც მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვისაა დასაშვები.

საცურაო კოსტიუმი რესტორანში

არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მოგზაურობთ, კრუიზის სარესტორნო და საკვებ სივრცეებში საცურაო კოსტიუმებით შესვლა სასურველი არაა.

ძვირადღირებული სამკაული

კრუიზზე ძვირადღირებული სამკაულის ტარებას არ გირჩევთ, რადგანაც დაკარგვის შანსი მაღალია, განსაკუთრებით პორტებში გაჩერებისას. ხშირია წყალში ჩავარდნის შემთხვევებიც.

შეურაცხმყოფელი სამოსი

კრუიზზე ყოფნისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სხვა მგზავრები, განსაკუთრებით ბავშვები. მაისურები, ქუდები და სხვა სამოსი, რომელზეც შეურაცხმყოფელი სიტყვები, გრაფიკული გამოსახულებები თუ სლოგანებია, კრუიზის წესებს არღვევს.

პიჟამო

ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ თქვენს პირად კაბინას. კრუიზზე ასევე არაა მიღებული პიჟამოთი საერთო სივრცეებში სიარული, მათ შორის სასადილო ოთახში.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კრუიზის ხალხით დატვირთულ სივრცეებში რისკის შემცველია და არასასიამოვნო შემთხვევებს იწვევს. ის ასევე სარისკოა კრუიზის სველ სრიალა იატაკებზე.