6 აუცილებელი სამედიცინო ნივთი მშვიდი საკრუიზო მოგზაურობისთვის
კრუიზში წასვლისთვის აუცილებელია მოიმარაგოთ სამედიცინო ნივთების ჩანთა. ჩვენ კი სახელმძღვანელო სიას წარმოგიდგენთ, რათა არაფერი დაგავიწყდეთ:
თქვენი ყოველდღიური მედიკამენტები
თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, ჩაალაგეთ მათი მედიკამენტებიც. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ავიწყდება თავისი ყოველდღიური საჭიროებების წამლების კრუიზში წაღება. შეინახეთ ისინი ხელბარგში. თუ რომელიმე მათგანი რეცეპტს საჭიროებს, იქონიეთ რეცეპტიც.
ტკივილგამაყუჩებელი
სტანდარტული ტკივილგამაყუჩებელი ხსნა იქნება იმ შემთხვევაში, თუ უეცრად მუცლის, თავის ან რაიმე კუნთის ტკივილი შეგაწუხებთ.
ნაკბენების საწინააღმდეგო კრემი
მწერები შესაძლოა ზღვაში, კრუიზზეც აღმოჩნდნენ და მათგან დამცავი, კბენის მოსაშუშებელი კრემი თქვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის.
სახვევები
სამედიცინო შესახვევი და ლეიკოპლასტერები აუცილებელი ნივთია, ნებისმიერ მოგზაურობაშია საჭირო.
ხელის სადეზინფექციო ხსნარი, სახის ნიღაბი და სადეზინფექციო ხელსახოცები
ეს ნივთები მხოლოდ კოვიდის ვირუსისგან თავდასაცავად არ შექმნილა. კრუიზზე შესაძლოა ბევრი ვირუსი გავრცელდეს, ამიტომაც სადეზინფექციო ნივთები მათგან თავის ასარიდებლად გამოიყენეთ.
სამოგზაურო დაზღვევა
მოულოდნელი რისკებისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომაც მშვიდად ყოფნისთვის ის აუცილებლად იქონიეთ.
