5 სამოგზაურო აპლიკაცია, რომელიც კრუიზში დაგჭირდებათ
თანამედროვე სამყაროში, აპლიკაციები მნიშვნელოვნად გვიმარტივებენ ცხოვრებას. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ აპლიკაციებს, რომლებიც კრუიზში ან კრუიზამდე გამოგადგებათ:
Trip Advisor
ეს აპლიკაცია გამოიყენება რესტორნების, სასტუმროების თუ სხვადასხვა ადგილების შეფასებების სანახავად, ასევე ადგილობრივი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. თუ გემიდან რომელიმე პორტში ჩასვლას აპირებთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის კონკრეტულ პორტთან მდებარე ობიექტების თუ აქტივობების სანახავად.
Tripit
ეს აპლიკაცია მოგზაურობის ორგანიზებაში გვეხმარება. შეგიძლიათ მასში ყველა თქვენი სამოგზაურო გეგმა გადაიტანოთ და ის დეტალურ ცხრილს შეგიდგენთ. მიუთითეთ თქვენი კრუიზის გაჩერებების, კონკრეტული პორტების და დღეების შესახებ ინფორმაცია.
საკრუიზო ლაინერების აპლიკაციები
თითქმის ყველა საკრუიზო ლაინერს თავისი აპლიკაცია აქვს. გადმოიწერეთ იმ კრუიზის აპლიკაცია, რომლითაც მიემგზავრებით და მიიღებთ სხვადასხვა შეთავაზებებს საკრუიზო მოგზაურობის მანძილზე. მათი აპლიკაციის მეშვეობით შეიძენთ ექსკურსიებს, სპა მომსახურეობას, სასმელებს, გაიგებთ ყოველდღიური აქტივობების შესახებ ბორტის სხვადასხვა სივრცეში, დაჯავშნით მაგიდას და აშ. თუ აპლიკაცია არ აქვთ, აუცილებლად ექნებათ ონლაინ პორტალი.
ShipMate
თუ გსურთ მომავალი კრუიზის შესახებ ყველაფერი შეიტყოთ, ეს აპლიკაცია სწორედ მაგისთვის არსებობს. ის გაწვდით ინფორმაციას საკრუიზო ლაინერების, მარშრუტების, პორტების შესახებ, დაათვალიერებთ ფოტოებს.
CruiseMapper
ამ აპლიკაციის საშუალებით საკრუიზო ლაინერის ლოკაციას ლაივ რეჟიმში დააკვირდებით. კომფორტულია როცა ზღვაში ხართ და გაინტერესებთ დააკვირდეთ ახლომდებარე ადგილებს და გემებს.
