მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

5 საკვები, რომლის მირთმევისგანაც კრუიზში ყოფნისას თავი უნდა შეიკავოთ

გამოცდილი კრუიზერები მგზავრებს აფრთხილებენ თუ რა არ უნდა შეუკვეთონ ან მიირთვან კრუიზზე ყოფნისას ღია ბუფეტში. ბევრი მოგზაურისთვის კრუიზში წასვლა გემრიელად მირთმევასთანაც ასოცირდება. გემის სასადილო ოთახში მართლაც დიდი ღია სამზარეულო ეწყობა, სადაც საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე თქვენს საკვებს თავად ირჩევთ.

მშვენივრად ჟღერს ფაქტი, რომ აქ საკვები ყოველდღიურად თქვენთვის მზადდება, მაგრამ კონკრეტულ საკვებზე უარის თქმა წყალში ყოფნისას ნამდვილად გასათვალისწინებელია. საკვებით მოწამვლის რისკი გემზე მაღალია.

სიის პირველ ადგილს იკავებს სოუსები. ეცადეთ უარი თქვათ ფავორიტ სოუსზე. ისინი შესაძლოა რამდენიმე საათის მანძილზე გარეთ იდოს და პროდუქტის ტემპერატურა გაკონტროლებული არ იყოს.

მეორე რიგში, ნუ დალევთ ონკანის წყალს. თან იქონიეთ მრავალჯერადი წყლის ბოთლი.

მესამე ადგილზეა ათქვეფილი კვერცხი, რომლის ტექსტურაც შესაძლოა რბილი არ იყოს. ახლად შემწვარი კვერცხიც კი მალე შრება. გირჩევთ გადაინაცვლოთ შეკვეთის მიცემის განყოფილებაში და მოამზადებინოთ ომლეტი, საერთო მაგიდიდან ათქვეფილი კვერცხის გადაღების ნაცვლად.

მეოთხე ადგილზეა ნაყინი, ხოლო მეხუთე ადგილას კეტჩუპი და მაიონეზი.