მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

3 რამ, რაც კრუიზის დაგეგმვამდე უნდა იცოდეთ

კრუიზის სიამოვნება მისი დაგეგმვიდან იწყება. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, საკრუიზო მოგზაურობა ყველა ასაკში საინტერესო გამოცდილებაა. ჩვენ 3 გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, რომელზეც უნდა იფიქროთ, სანამ კრუიზს შეიძენთ.

1. სად გსურთ წასვლა?

არსებობს სეზონური წესები, როცა სასურველ მიმართულებას ვირჩევთ. თუ მხოლოდ წლის კონკრეტულ პერიოდში შეგიძლიათ კრუიზში წასვლა, მაშინ თქვენთვის მიმართულებაც შეზღუდული იქნება. მაგალითად, ალიასკაზე კრუიზები მხოლოდ ზაფხულში დადიან. მსგავსი სეზონური შეზღუდვები აქვს ევროპასაც. თუ კრუიზში წასვლას გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ფიქრობთ, ზოგი მიმართულება უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ზაფხულში.

2. ვისთან ერთად მიდიხართ?

როდესაც კრუიზში წასვლას აპირებთ, უნდა გადაწყვიტოთ ამის გაკეთება ვისთან ერთად გსურთ. თუ ბავშვებთან ან ასაკოვან ადამიანებთან ერთად მიდიხართ, კონკრეტული კრუიზების სერვისები და შემოთავაზებები უნდა გაითვალისწინოთ. გაარკვიეთ თითოეული ადამიანის სურვილები და პრიორიტეტები, ვინც კრუიზში მოდის. საკრუიზო ლაინერების სიდიდეც მნიშვნელოვანია. დიდ გემებს უფრო მრავალფეროვანი გასართობები აქვთ, მათ შორის თეატრალური წარმოდგენები. პატარა ზომის გემები კი უფრო პირად საჭიროებებზე ამახვილებენ ყურადღებას. ბავშვების ასაკსაც აქვს მნიშვნელობა საკრუიზო ლაინერის შერჩევისას.

3. რა არის თქვენი ბიუჯეტი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ბიუჯეტის გადაწყვეტაა. ზუსტად უნდა იცოდეთ რა თანხის დახარჯვას აპირებთ თქვენ და რას აპირებს თქვენი თანამგზავრი. თუ ფინანსები მნიშნელოვანია, დაჯავშნეთ ნაადრევად. იკითხეთ რომ არ შედიოდეს დამატებითი გადასახადები კრუიზის თანხაში.

როდესაც ამ სამ საკითხს გადაწყვეტთ, უფრო გონივრულ არჩევანს გააკეთებთ.