10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ამჯობინოთ კრუიზში გამგზავრება ნებისმიერი სხვა სახის მოგზაურობას
ბორტზე არსებული გასართობებით დაწყებული კერძო კუნძულებით დამთავრებული – არსებობს მრავალი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ სჯობს კრუიზის ჯაშავნა ჩვეულებრივ დასვენებას.
საზღვაო მოგზაურობა აურაცხელი ოდენობის უპირატესობით გამოირჩევა, არ აქვს მნიშვნელობა, მარტო მიემგზავრებით, მეორე ნახევართან თუ ბავშვებთან ერთად. კრუიზი – დასვენების უნიკალური ტიპია, შესაბამისად, ის გვთავაზობს შესაძლებლობათა და შთაბეჭდილებათა მთელ ნაკრებს, რომლებიც ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელია სხვა სახის მოგზაურობათა დროს.
მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა.
კვებით დაწესებულებაში ყოფნისას მენიუში ოდესმე თუ აღმოგიჩენიათ კერძები, რომლებიც არასოდეს გაგისინჯავთ და რომელთა სახელები მადისაღმძვრელად ჟღერდა, თუმცა ისინი ძვირი ღირდა და მათი შეკვეთა იმის შიშით გადაგიფიქრებიათ, რომ შეიძლება საჭმელი არ მოგწონებოდათ? კრუიზში თითქმის მთელი საკვები შედის ღირებულებაში, ანუ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნებისმიერი რამ, რაც მოგესურვებათ. კრუიზი – საოცარი შესაძლებლობაა, რომ ბოლოს და ბოლოს ეზიაროთ ინდურ სამზარეულოს, გასინჯოთ რამენი, სუში, სუვლაკი, ბაყაყის ფეხები, ფუა-გრა და სხვა დანარჩენი, რაც გემრიელად მოგეჩვენებათ, თანაც, ყოველგვარი ფინანსური რისკის გარეშე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ზღვაზე.
გაეროს შტაბ-ბინის გარდა, სადაც უბრალო ადამიანებს მოხვედრის შანსი არ გააჩნიათ, სხვაგან სად შეძლებთ გაატაროთ დრო და ეურთიერთოთ ადამიანებს ასეულობით სხვადასხვა ქვეყნიდან? ტიპურ საკრუიზო ხომალდზე ეკიპაჟი ჩვეულებრივ შედგება 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. კრუიზი დაანგრევს კედლებს ეროვნებებს შორის და ააგებს ხიდებს თანაგრძნობისა და ურთიერთგაგებისკენ როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებშიც.
მოგზაურობა სტრესის გარეშე.
თვითმფრინავი, მატარებელი, ავტომობილი – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას გადაადგილების ერთობ სტრესული საშუალებებია. უნდა ითქვას, რომ კრუიზის განმავლობაში საერთოდ ვერ იგრძნობთ ნერვულ დაძაბულობას, ამ დროს არ მოგიწევთ გზის ძებნა, შემოვლითი გზაჯვარედინების დანახვისას პანიკაში ჩავარდნა ან იმის გადაწყვეტა, თუ როდის სჯობს დაძვრა, რათა არ მოხვდეთ პიკის საათში ადგილიდან გამოსვლისას ან მომდევნო პუნქტში შესვლისას. უბრალოდ გადაწექით გემბანზე არსებულ სავარძელში, დატკბით დაისის ცქერით, მიირთვით სასმელი და მოდუნდით.
რუტინიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა.
გემის ბორტზე WiFi-ზე წვდომის საფასური დამატებით უნდა გადაიხადოთ. აქედან გამომდინარე, კრუიზი გთავაზობთ საუკეთესო შანსს, რომ ნამდვილად მოწყდეთ იმ ცხოვრებას, რომელიც ხმელეთზე დატოვეთ. გამოტოვეთ სიახლეთა 24-საათიანი ციკლი და სატელეფონო საუბრები თქვენს თანამშრომლებთან, დროებით დაემშვიდობეთ ყოველდღიურ რუტინას.
ყველაზე ოჯახურ-მეგობრული დასვენება, რაც კი არსებობს.
დედამიწაზე არ არსებობს ბავშვებისათვის იმაზე მეტად მოსახერხებელი მოგზაურობა, ვიდრე კრუიზი დიდი გემით. პატარებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნაყინისა თუ პიცის მირთმევა, თანატოლებთან თამაში, ვარკსვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ფილმების ყურება, წყლის სასრიალოებზე გართობა, აუზში ჭყუმპალაობა და კიდევ უამრავი რამ. კრუზის განმავლობაში ბავშვები არ მოიწყენენ, ისინი შეგიძლიათ უფასო ბანაკებშიც კი გაუშვათ, რის შემდეგაც თქვენი ოჯახური დასვენება სწრაფად გადაიქცევა შეყვარებული წყვილისათვის განკუთვნილ თავგადასვლად!
ეწვევით უამრავ ადგილს, თუმცა ბარგს მხოლოდ ერთხელ გახსნით.
ეს ნიუანსი ნაკლებ გამოცდილ მოგზაურებს შეიძლება პრობლემად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა გამოცდილი მოგზაური დაგვეთანხმება რამხელა კომფორტია ბარგის ერთხელ გახსნა.
სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ – ხმელთაშუაზღვისპირეთში, კარიბის ზღვაზე თუ სკანდინავიაში – გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ მოინახულოთ რამდენიმე დანიშნულების ადგილი, გაეცნოთ სხვადასხვა კულტურას, გამოსცადოთ საკუთარი თავი განსხვავებულ ენებზე ალაპარაკებით. ამასთან, არ არსებობს ბარგის ხელახლა შეკვრისა და ქალაქიდან ქალაქში მისი თრევის აუცილებლობა. კრუიზი გაძლევთ მსოფლიოს დათვალიერების, საოცრებების აღმოჩენისა და მათი ხილვით ტკბობის შესაძლებლობას.
საკუთარი კუნძულების ქონის შესაძლებლობა.
ისეთმა საკრუიზო ხაზებმა, როგორებიცაა, MSC Cruises, Royal Caribbean, Carnival, Virgin და Norwegian, შეიძინეს ან შექმნეს მთელი კუნძულები, სადაც კინოვარსკვალვივით შეგიძლიათ იცხოვროთ. ეს ექსკლუზიური მყუდრო ადგილები გვთავაზობს ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ყველაზე მაღალი წყლის სასრიალოს, მისაბმელ საჰაერო ბურთს, ზიპლაინინგს, კოცონებს სანაპიროზე, ჰამაკებს, მცურავ ბარებს, სნორკელინგს, მსოფლიო დონის დაივინგსა და მრავალ სხვა გასართობს. კერძო კუნძულები – ერთ-ერთი საუკეთესო მიზეზია, თუ რატომ უნდა ამჯობინოთ კრუიზი სხვა სახის მოგზაურობას.
უფასო გართობა.
წარმოიდგინეთ, რომ დაგეჯავშნათ ხმელეთზე მოგზაურობა, რომლის განმავლობაშიც მოგიწევდათ ფულის გადახდა აკვაპარკში შესასვლელად, თეატრალურ წარმოდგენებსა და კონცერტებზე დასასწრებად, საცეკვაო კლუბებში გართობის, კარტინგის, კინოტეატრში ფილმების ყურების, „ამერიკულ მთებსა“ და სხვა კარუსელებზე კატაობის, სერფინგის, პარაშუტით ხტომის სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, ასეთი გართობა დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა, საკრუიზო ლაინერი ამ ყველაფერს სრულიად უფასოდ გთავაზობთ.
ისიამოვნეთ მცურავი კაზინოთი.
მრავალ ხომალზე აღმოაჩენთ კაზინოებს, როგორც კი ისინი ხვდება საერთაშორისო წყლებში, სათამაშო ავტომატები ცოცხლდება, მაგიდები მყისვე ამოქმედდება, ამ დროს კი სერიოზული ფულის მოგების შანსი გეძლევათ.
უფასოდ უყურეთ ფილმებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.
ქუჩაში მანქანიდან ფილმების ყურება სახალისოა, თუმცა ეს იმდენად გლამურული და კომფორტული არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კრუიზში გამგზავრების მორიგი მიზეზია ის, რომ შეგიძლიათ შეზლონგზე გაწვეთ, პოპკორნით, ნაყინით და/ან სასმელით ხელში უყუროთ სასურველ ფილმს ვარკსვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ. ეს მართლაც ჯადოსნური სანახაობაა – კომფორტულად მოკალათდეთ საყვარელ ადამიანთან და/ან ბავშვებთან ერთად და სუფთა ჰაერზე უცქიროთ კინოსურათს.
