მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის N18, თბილისი, საქართველო, ტელ: 514 807 807 , ელ.ფოსტა: info@cruiser.ge

კრუიზები შეიძინე კრუიზერში

11 საუკეთესო საკრუიზო ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში

ხმელთაშუა ზღვა 22 ქვეყანას აერთიანებს. 2000 წლის მანძილზე ეს ფირუზისფერი წყალი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გზა იყო ვაჭრობისა და მოგზაურობისთვის. კრუიზების საშუალებით მოივლით საბერძნეთის კუნძულებს, ეგვიპტეს და ხორვატიის სანაპიროს. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო საკრუიზო ლაინერს გირჩევთ ხმელთაშუაზღვის აუზში და სასურველ მოგზაურობასაც დაგიგეგმავთ.

Viking Cruises/ვიკინგის კრუიზები

თუ კრუიზს მხოლოდ ზრდასრულებისთვის ეძებთ, ვიკინგების კრუიზი შეარჩიეთ. კომპანიის შემოთავაზებები მხოლოდ 18+ ადამიანებს ეხებათ. ის გვთავაზობს უფასო ექსკურსიებს პორტებში. მოგზაურობა მოგატარებთ 7 ქვეყანას: საბერძნეთს, მონტენეგროს, მონაკოს და სხვ.

Explora Journeys/ექსპლორა 

ექსპლორა გვთავაზობს კომფორტულ კაბინებს, რომლებიც პატარა ბინებს გვანან. ამ რეგიონის საღზვაო მემკვიდრეობა მე-17 საუკუნიდან მოდის, ამიტომაც ექსპლორას დამფუძნებელმა ოჯახმა პორტები დიდი სიფრთხილით შეარჩიეს. გაატარეთ 1- დღე მის დასავლურ კრუიზში და მოინახულეთ იტალიის და ესპანეთის ცნობილი მიმართულებები, ასევე მალტა და ტუნისი.

Azamara/აზამარა

აზამარა 10, 12 და 15 ღამიან მოგზაურობებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათი გამორჩეული კრუიზი ეგვიპტის, კვიპროსის და საბერძნეთის მონახულებას მოიცავს. მისი საშუალებით ანტიკურ ისტორიას გაეცნობით, მოინახულებთ ძველ ბერძნულ და ძველ ეგვიპტურ უნიკალურ ძეგლებს.

Emerald Cruises/ემერალდი

ემერალდის მთავარი მახასიათებელი კულტურული გამოცდილებებია. აქ ყველაფერი all-inclusive-აა. ემერალდს მინიმალისტური ოთახები აქვს ოკეანის ხედებით და კერძო ტერასებით. მათ ტურებში შედის კორფუს ნანგრევების და კოტორის ძველი კედლების მონახულება.

Oceania Cruises/ოკეანის კრუიზები

თუ პერსონალური სერვისი გსურთ, ეს კრუიზი დაჯავშნეთ. ოკეანის კრუიზებს ისეთი მრავლისმომცველი და საინტერესო მარშრუტები აქვს, რომ არჩევა გაგიჭირდებათ. 10 დღიანი კრუიზი მოგატარებთ სან-ტროპეს, ფლორენციას, რომს, ვალეტას და ათენს. მიიღებთ მონაწილეობას ღვინის დაგემოვნებაში, ტრივია საღამოებში და ექსკურსიებში.

Celebrity Cruises/სელებრითი

ადამიანები, რომლებიც ოჯახით მოგზაურობენ, ამ ლაინერის 16 გემი უნდა გამოსცადონ. ის გვთავაზობს ექსკურსიებს, ბიუჯეტურ ფასებს დიდი ჯგუფებისთვის და საბავშვო თუ ზრდასრულების კლუბებს. ეწვევით ულამაზეს პორტოფინოს, დუბროვნიკს.

Silversea/სილვერსი

ეს საკრუიზო ლაინერი შექმნილია მათთვის, ვისაც ბორტზე ცოტა ხალხი უყვარს. ის გვთავაზობს გემებს, სადაც 50-დან 350-მდე ოთახი დაგხვდებათ. ეს ფაქტი კრუიზის უფრო პერსონალურ სერვისს გულისხმობს. სილვერსი 11 პორტში ჩერდება და 4 ქვეყანას მოიცავს: ხორვატიას, მონტენეგროს, საბერძნეთს.

Ponant/პონანი

ეს ფრანგული საკრუიზო ლაინერი 1988 წლიდან დაცურავს. აქ სტუმრები მყუდრო კაბინებს აღმოაჩენენ. მისი 8 დღიანი კრუიზი ნამდვილი იტალიური ახდენილი ოცნებაა. ის მალტაზე იწყება, სიცილიაზე გრძელდება და იტალიის ლივორნოში სრულდება. მგზავრები დალევენ ღვინოს ტაორმინაში, მიირთმევენ ნეაპოლიტანურ პიცას ნეაპოლში და დააგემოვნებენ მოცარელას აგროპოლში.

Princess Cruises/პრინცეს კრუიზები

ამ საკრუიზო ლაინერს შესაძლოა კრუიზების დიდი არჩევანი არ აქვს, მაგრამ გვთავაზობს ექსკურსიებს, სხვადასხვა გასართობ აქტივობებს და საბავშვო პროგრამებს. 10 დღიანი ხმელთაშუაზღვის მარშრუტი მოიცავს 6 პორტს იტალიაში, საბერძნეთსა და კვიპროსზე. ჩაერთვებით ისტორიულ და სავენახეო ტურებში.

Virgin Voyages/ვირჯინ ვოიაჟერი

ვირჯინი ტრადიციულ კრუიზს არ ჰგავს. ის საწვეულებო ატმოსფეროს გვპირდება. სტუმრებს აქ დახვდებათ წვეულებები, ცირკის ინსტალაციები და რესტორნები. მოინახულებთ სანაპიროებს, მუზეუმებს, ისტორიულ ძეგლებს, პროვანსის სოფლებს თუ გარე აუზებს. იბიცა საბოლოო გაჩერების წერტილი იქნება.

Royal Caribbean/როიალ კარიბიანი

ეს არის კრუიზი, რომელიც უნდა აირჩიოთ ჯგუფებისთვის სხვადასხვა ინტერესებით. ის იდეალურია თუ ბავშვებს მთელი დღე თამაში სურთ, ზრდასრულებს აუზთან ყოფნა, მეგობრებს ისტორიული ტურის აღება თუ ბორტზე გართობა. ის ასევე ერთ-ერთი საკრუიზო ლაინერია, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში როგორც მოკლე, ასევე გრძელ მარშრუტებს გვთავაზობს. მაგალითად, გაატარებთ იდეალურ 3 დღეს რომიდან ბარსელონამდე.